საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ

  • Word
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 367
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 01/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 63, 04/06/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 06/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
367
01/06/2010
სსმ, 63, 04/06/2010
000000000.00(0).000.000000
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/06/2010 - 07/07/2010)

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №367

2010 წლის 1 ივნისი

ქ. თბილისი

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანდართული ნუსხა.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს:

ა) თანდართული ნუსხის შესაბამისად დიპლომატიური წარმომადგენლობების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

ბ) ამ ბრძანებულებით დაფუძნებული დიპლომატიური წარმომადგენლობების რიცხოვნობისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულება.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივლისიდან.

მ. სააკაშვილი

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხა

1. საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა) და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

2. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

3. საქართველოს საელჩო აშშ-ში, რომელიც აკრედიტებულია ასევე კანადაში.

4. საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში.

5. საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოსა და ევროკავშირში (საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა).

6. საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

7. საქართველოს საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში.

8. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან.

9. საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

10. საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ნორვეგიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში.

11. საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ირლანდიაში.

12. საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე სირიის არაბთა რესპუბლიკაში.

13. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოსთან.

14. საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ანდორის სამთავროში.

15. საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში.

16. საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ალბანეთის რესპუბლიკაში, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში.

17. საქართველოს საელჩო თურქმენეთში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში.

18. საქართველოს საელჩო იაპონიაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში.

19. საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში.

20. საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ერაყისა და ლიბანის რესპუბლიკებში.

21. საქართველოს საელჩო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში.

22. საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში.

23. საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე სან-მარინოსა და მალტის რესპუბლიკებსა და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) (საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა).

24. საქართველოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში.

25. საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში.

26. საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში.

27. საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში.

28. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ნატოსთან.

29. საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში.

30. საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში.

31. საქართველოს საელჩო პორტუგალიის რესპუბლიკაში.

32. საქართველოს საელჩო რუმინეთში, რომელიც აკრედიტებულია ასევე მოლდოვას რესპუბლიკაში.

33. საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე სერბეთის რესპუბლიკაში.

34. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში.

35. საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

36. საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე მონაკოს სამთავროსა და იუნესკოში (საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა).         

37. საქართველოს საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე სლოვენიის რესპუბლიკაში.

38. საქართველოს საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში.

39. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა სუამში.

40. საქართველოს საელჩო უზბეკეთის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ტაჯიკეთის რესპუბლიკაში.

41. საქართველოს საელჩო უკრაინაში.

42. საქართველოს საელჩო უნგრეთის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ხორვატიისა და მონტენეგროს რესპუბლიკებში.

43. საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში, რომელიც აკრედიტებულია ასევე საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

44. საქართველოს საელჩო ყაზახეთის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ყირგიზეთის რესპუბლიკაში.

45. საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ფინეთის რესპუბლიკაში.

46. საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ლიხტენშტაინის სამთავროში, ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში (საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა).

47. საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში.

48. საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

49. საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან (ვატიკანში).

 

42. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1051-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 41. 06/11/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 887 - ვებგვერდი, 07/11/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 40. 08/10/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 781 - ვებგვერდი, 08/10/2013 39. 27/09/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 762 - ვებგვერდი, 27/09/2013 38. 20/09/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 745 - ვებგვერდი, 23/09/2013 37. 02/09/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 683 - ვებგვერდი, 03/09/2013 36. 20/06/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 467 - ვებგვერდი, 20/06/2013 35. 31/05/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 365 - ვებგვერდი, 31/05/2013 34. 29/05/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 349 - ვებგვერდი, 29/05/2013 33. 10/05/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 297 - ვებგვერდი, 10/05/2013 32. 16/04/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 248 - ვებგვერდი, 16/04/2013 31. 08/04/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 229 - ვებგვერდი, 08/04/2013 30. 03/04/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 220 - ვებგვერდი, 03/04/2013 29. 05/10/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 921 - ვებგვერდი, 05/10/2012 28. 24/09/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 888 - ვებგვერდი, 25/09/2012 27. 08/08/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 685 - ვებგვერდი, 09/08/2012 26. 27/07/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 643 - ვებგვერდი, 30/07/2012 25. 16/07/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 577 - ვებგვერდი, 16/07/2012 24. 09/07/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 549 - ვებგვერდი, 09/07/2012 23. 20/06/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 496 - ვებგვერდი, 20/06/2012 22. 15/06/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 488 - ვებგვერდი, 18/06/2012 21. 23/05/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 410 - ვებგვერდი, 23/05/2012 20. 23/04/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 320 - ვებგვერდი, 23/04/2012 19. 19/04/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 314 - ვებგვერდი, 20/04/2012 18. 17/04/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 303 - ვებგვერდი, 17/04/2012 17. 10/04/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 290 - ვებგვერდი, 10/04/2012 16. 16/03/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 212 - ვებგვერდი, 16/03/2012 15. 14/03/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 198 - ვებგვერდი, 14/03/2012 14. 13/01/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 33 - ვებგვერდი, 13/01/2012 13. 05/10/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 590 - ვებგვერდი, 111006016, 06/10/2011 12. 04/10/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 584 - ვებგვერდი, 111004013, 04/10/2011 11. 26/09/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 552 - ვებგვერდი, 110926023, 26/09/2011 10. 30/08/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 479 - ვებგვერდი, 110830019, 30/08/2011 9. 11/08/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 442 - ვებგვერდი, 110811021, 11/08/2011 8. 01/07/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 348 - ვებგვერდი, 110701018, 01/07/2011 7. 17/06/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 322 - ვებგვერდი, 110617002, 17/06/2011 6. 27/05/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 286 - ვებგვერდი, 110527004, 27/05/2011 5. 19/05/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 266 - ვებგვერდი, 110519015, 19/05/2011 4. 01/04/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 177 - ვებგვერდი, 110401026, 01/04/2011 3. 22/02/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 99 - ვებგვერდი, 230211, 23/02/2011 2. 24/12/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 1050 - სსმ, 169, 28/12/2010 1. 07/07/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 480 - სსმ, 82, 08/07/2010