„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 888
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 24/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 06/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 480040030.08.002.016650
  • Word
888
24/09/2012
ვებგვერდი, 25/09/2012
480040030.08.002.016650
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №888

2012 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №63, მუხ. 928) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების 11  პუნქტით დამტკიცებული იმ ქვეყნების ნუსხის, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები (დანართი 2) 30-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,30. საქართველოს საელჩო ავსტრალიის თანამეგობრობაში აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოსა და ფიჯის რესპუბლიკაში.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი