„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 13/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 06/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 480070000.08.002.016420
  • Word
33
13/01/2012
ვებგვერდი, 13/01/2012
480070000.08.002.016420
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №33

2012 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №63, მუხ. 928) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის (დანართი №1) 42-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. საქართველოს საელჩო უნგრეთში.“;

ბ) ბრძანებულების 11 პუნქტით დამტკიცებული იმ ქვეყნების ნუსხის, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები (დანართი №2):

ბ.ა) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

14 . საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში აკრედიტებულია კუბის რესპუბლიკაში, დომინიკის თანამეგობრობაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რესპუბლიკაში, სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში, იამაიკაში, პანამისა და კოსტა-რიკის რესპუბლიკებში.“;

ბ.ბ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

20 . საქართველოს საელჩო უნგრეთში აკრედიტებულია ხორვატიის რესპუბლიკასა და მონტენეგროში.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი