დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 177 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 01/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110401026, 01/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480070000.08.002.016196 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №17 7
2011 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №63, მუხ. 928) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ბრძანებულების:
ა.ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,21. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის (გარდა საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობისა) ოფიციალურ სატიტულო ბლანკზე, ბეჭედზე, შტამპზე და აბრაზე აღინიშნება საქართველოს საელჩოს არასრული დასახელება � ,,საქართველოს საელჩო� და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის განთავსების ქალაქი.�;
ა.ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 22, 23 და 24 პუნქტები:
,, 22. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოს საელჩოს ოფიციალურ სატიტულო ბლანკზე, ბეჭედზე, შტამპზე და აბრაზე აღინიშნება საქართველოს საელჩოს სრული დასახელება.
23. საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობის ოფიციალურ სატიტულო ბლანკზე, ბეჭედზე და შტამპზე აღინიშნება საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობის სრული დასახელება.
24. თუ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა წარმოადგენს როგორც საქართველოს საელჩოს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობას, ადგილსამყოფელ ქვეყანასთან მიმოწერისას იყენებს საქართველოს საელჩოს ოფიციალურ სატიტულო ბლანკს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმოწერისას � საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობის ოფიციალურ სატიტულო ბლანკს.�;
ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ნუსხის:
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.�;
ბ.ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში და საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში.
6. საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე პერუს რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში.�;
ბ.გ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,19. საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ტაილანდის სამეფოსა და შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში.�;
ბ.დ) 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,23. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) და საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე სან-მარინოსა და მალტის რესპუბლიკებში.�;
ბ.ე) 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,28. საქართველოს წარმომადგენლობა ნატოსთან.�;
ბ.ვ) 36-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,36. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში და საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე მონაკოს სამთავროში.�;
ბ.ზ) 46-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,46. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ლიხტენშტაინის სამთავროში.�;
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები