,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 266
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 19/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110519015, 19/05/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 06/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 480070000.08.002.016233
  • Word
266
19/05/2011
ვებგვერდი, 110519015, 19/05/2011
480070000.08.002.016233
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №26 6

2011 წლის 1 9 მაისი

ქ. თბილისი

,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №63, მუხ. 928) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები  და დამატებები:

ა) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხა (დანართი №1).“;

ბ) ბრძანებულებას პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. დამტკიცდეს იმ ქვეყნების ნუსხა, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები (დანართი №2).“;

გ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ნუსხა შეიცვალოს შემდეგი რედაქციის №1 და №2 დანართებით:

,,დანართი №1

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხა

 1. საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

2. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

3. საქართველოს საელჩო აშშ-ში.

4. საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში.

5. საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში.

6. საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

7. საქართველოს საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში.

8. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან.

9. საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

10. საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში.

11. საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.

12. საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში.

13. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოსთან.

14. საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში.

15. საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში.

16. საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში.

17. საქართველოს საელჩო თურქმენეთში.

18. საქართველოს საელჩო იაპონიაში.

19. საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში.

20. საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში.

21. საქართველოს საელჩო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.

22. საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში.

23. საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).

24. საქართველოს საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში.

25. საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში.

26. საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში.

27. საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში.

28. საქართველოს წარმომადგენლობა ნატოსთან.

29. საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში.

30. საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში.

31. საქართველოს საელჩო პორტუგალიის რესპუბლიკაში.

32. საქართველოს საელჩო რუმინეთში.

33. საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში.

34. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში.

35. საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

36. საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში.

37. საქართველოს საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკაში.

38. საქართველოს საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში.

39. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა სუამში.

40. საქართველოს საელჩო უზბეკეთის რესპუბლიკაში.

41. საქართველოს საელჩო უკრაინაში.

42. საქართველოს საელჩო უნგრეთის რესპუბლიკაში.  

43. საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში.

44. საქართველოს საელჩო ყაზახეთის რესპუბლიკაში.

45. საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში.

46. საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

47. საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში.

48. საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

49. საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან (ვატიკანში).

50. საქართველოს საელჩო კანადაში.

დანართი №2

იმ ქვეყნების ნუსხა, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები

1. საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში აკრედიტებულია  ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში.

2. საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში აკრედიტებულია  პერუს რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში.

3. საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში აკრედიტებულია ნორვეგიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში.

4. საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში აკრედიტებულია ირლანდიაში.

5. საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში  აკრედიტებულია სირიის არაბთა რესპუბლიკაში.

6. საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში აკრედიტებულია  ანდორის სამთავროში.

7. საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში  აკრედიტებულია ალბანეთის რესპუბლიკაში, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში.

8. საქართველოს საელჩო თურქმენეთში აკრედიტებულია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში.

9. საქართველოს საელჩო იაპონიაში აკრედიტებულია კორეის რესპუბლიკაში.

10. საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში აკრედიტებულია ტაილანდის სამეფოსა და შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში.

11. საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში აკრედიტებულია ერაყისა და ლიბანის რესპუბლიკებში.

12. საქართველოს საელჩო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში აკრედიტებულია პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში.

13. საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში აკრედიტებულია სან-მარინოსა და მალტის რესპუბლიკებში.

14. საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში აკრედიტებულია კუბის რესპუბლიკაში.

15. საქართველოს საელჩო რუმინეთში აკრედიტებულია  მოლდოვას რესპუბლიკაში.

16. საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში აკრედიტებულია სერბეთის რესპუბლიკაში.

17. საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული მონაკოს სამთავროში.

18. საქართველოს საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკაში აკრედიტებულია სლოვენიის რესპუბლიკაში.

19. საქართველოს საელჩო უზბეკეთის რესპუბლიკაში აკრედიტებულია ტაჯიკეთის რესპუბლიკაში.

20. საქართველოს საელჩო უნგრეთის რესპუბლიკაში აკრედიტებულია ხორვატიის რესპუბლიკასა და მონტენეგროში.

21. საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში აკრედიტებულია საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

22. საქართველოს საელჩო ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტებულია ყირგიზეთის რესპუბლიკაში.

23. საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში აკრედიტებულია ფინეთის რესპუბლიკაში.

24. საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში აკრედიტებულია ლიხტენშტაინის სამთავროში.

25. საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აკრედიტებულია ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასა და მონღოლეთში.

26. საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან (ვატიკანში) აკრედიტებულია მალტის სამხედრო სუვერენულ ორდენში..

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

.  სააკაშვილი