დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 590 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 05/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111006016, 06/10/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480070000.08.002.016335 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №590
2011 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნის ის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნის ის №367 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2010 წ., №63 , მუხ. 92 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის ( დანართი №1) 50-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„50. საქართველოს საელჩო კანადაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO).“;
ბ) ბრძანებულების 11 პუნქტით დამტკიცებული იმ ქვეყნების ნუსხის, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები (დანართი №2):
ბ.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში აკრედიტებულია სირიის არაბთა რესპუბლიკასა და ტუნისის რესპუბლიკაში.“;
ბ.ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში აკრედიტებულია კუბის რესპუბლიკაში, დომინიკის თანამეგობრობაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რესპუბლიკაში, სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში, იამაიკასა და პანამის რესპუბლიკაში.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები