დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 322 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 17/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110617002, 17/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040030.08.002.016250 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №322
2011 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №63, მუხ. 928) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება :
ა) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხი ს (დანართი №1):
ა.ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1 1. საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში.“;
ა.ბ) 34-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.გ) 55-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 56-ე პუნქტი:
„ 56 . საქართველოს საელჩო კორეის რესპუბლიკაში.“;
ბ) ბრძანებულების 11 პუნქტით დამტკიცებული იმ ქვეყნების ნუსხის , რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები (დანართი №2):
ბ.ა) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 14. საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში აკრედიტებულია კუბის რესპუბლიკასა და დომინიკის თანამეგობრობაში.“.
2. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3 . ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 1 სექტემბრიდან .
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები