დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 99 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 22/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 230211, 23/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040030.08.002.016166 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №99
2011 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის № 367 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №63, მუხ. 928) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების (გარდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან არსებული საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობებისა) ოფიციალურ სატიტულო ბლანკზე, ბეჭედზე, შტამპზე და აბრაზე აღინიშნება საქართველოს საელჩოს არასრული დასახელება: ,,საქართველოს საელჩო“ და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის განთავსების ქალაქი.“;
ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ნუსხის:
ბ.ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე პერუს რესპუბლიკაში.“;
ბ.ბ) 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც აკრედიტებულია ასევე კუბის რესპუბლიკაში.“;
ბ.გ) 48-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„48. საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასა და მონღოლეთში.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები