„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 921
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 06/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 480040030.08.002.016659
921
05/10/2012
ვებგვერდი, 05/10/2012
480040030.08.002.016659
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №921

2012  წლის  5  ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №63, მუხ. 928) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების 11 პუნქტით დამტკიცებული იმ ქვეყნების ნუსხის, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები (დანართი №2) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,14. საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში აკრედიტებულია კუბის რესპუბლიკაში, დომინიკის თანამეგობრობაში, დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რესპუბლიკაში, სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში, იამაიკაში, პანამისა და კოსტა-რიკის რესპუბლიკებში.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი