დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 479 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 30/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110830019, 30/08/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480070000.08.002.016304 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №4 79
2011 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2010 წ., №63, მუხ. 928) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხიდან (დანართი №1) ამოღებულ იქნეს 52-ე პუნქტი;
ბ) ბრძანებულების 11 პუნქტით დამტკიცებული იმ ქვეყნების ნუსხის, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები (დანართი №2):
ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში აკრედიტებულია პერუს რესპუბლიკაში, ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში, ეკვადორის რესპუბლიკასა და სურინამის რესპუბლიკაში.�;
ბ.ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,14. საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში აკრედიტებულია კუბის რესპუბლიკაში, დომინიკის თანამეგობრობაში, გვატემალის რესპუბლიკასა და ჰონდურასის რესპუბლიკაში.�;
ბ.გ) 26-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 27-ე პუნქტი:
,,27. საქართველოს საელჩო რუმინეთში აკრედიტებულია მოლდოვას რესპუბლიკაში.�.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ.� სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები