დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 286 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/05/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110527004, 27/05/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480070000.08.002.016239 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №28 6
2011 წლის 2 7 მაისი
ქ. თბილისი
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №63, მუხ. 928) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხას (დანართი №1) 50-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51-ე - 55-ე პუნქტები:
,,51. საქართველოს საელჩო ირლანდიაში.
52. საქართველოს საელჩო მოლდოვას რესპუბლიკაში.
53. საქართველოს საელჩო სლოვენიის რესპუბლიკაში.
54. საქართველოს საელჩო ფინეთის რესპუბლიკაში.
55. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირში (ITU) და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში (WMO).”;
ბ) ბრძანებულების 11 პუნქტით დამტკიცებული იმ ქვეყნების ნუსხიდან, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები (დანართი №2) ამოღებულ იქნეს:
ბ.ა) მე-4 პუნქტი;
ბ.ბ) მე-15 პუნქტი;
ბ.გ) მე-18 პუნქტი;
ბ.დ) 23-ე პუნქტი.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები