დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში კვებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/02/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 10/02/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.22.026.008.144 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/02/2006 - 15/01/2007)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.008.144
საქართველოს თავდაცვის
მინისტრის ბრძანება №31
2006 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულების შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების განსაზღვრის მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები – დანართი №1.
2. ბრძანება ძალაშია 2006 წლის 1 თებერვლიდან.
3. ბრძანებას გაეცნონ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, ჯარების სახეობების სარდლები, დეპარტამენტებისა და სამმართველოების უფროსები, სამხედრო ნაწილების მეთაურები და შემსრულებლები.
ი. ოქრუაშვილი
დანართი №1
| საერთო-საჯარისო სასურსათო იჯრა საყაზარმე კვების პირობებში ნორმა №1 | ||
| № | პროდუქტების დასახელება | დღიური ნორმა ბრუტო გ |
|
|
|
|
| 1 | პური I ხარისხის ხორბლის ფქვილისგან | 640 |
| 2 | ხორბლის ფქვილი II ხარისხის | 10 |
| 3 | სხვა ბურღულეული (მათ შორის პარკოსნები) | 60 |
| 4 | ბრინჯი | 30 |
| 5 | მაკარონის ნაწარმი | 30 |
| 6 | ხორცი | 250 |
| 7 | თევზი | 120 |
| 8 | მარგარინი და სხვა ცხიმი | 20 |
| 9 | მცენარეული ზეთი | 20 |
| 10 | კარაქი | 20 |
| 11 | რძე | 120 |
| 12 | არაჟანი | 15 |
| 13 | ხაჭო | 20 |
| 14 | ყველი | 20 |
| 15 | მაიონეზი | 10 |
| 16 | კვერცხი (ც. კვირაში) | 3 |
| 17 | შაქარი | 60 |
| 18 | მარილი | 20 |
| 19 | ჩაი | 1 |
| 20 | ყავა | 0.8 |
| 21 | კაკაო | 0.5 |
| 22 | დაფნის ფოთოლი | 0.3 |
| 23 | საკმაზ-სანელებლები | 0.4 |
| 24 | წიწაკა | 0.3 |
| 25 | მდოგვის ფხვნილი | 0.3 |
| 26 | ძმარი | 5 |
| 27 | ტომატ-პასტა | 10 |
| 28 | საწებელა | 10 |
| 29 | კარტოფილი | 500 |
| 30 | კომბოსტო | 80 |
| 31 | ჭარხალი | 40 |
| 32 | სტაფილო | 40 |
| 33 | ხახვი | 50 |
| 34 | ნიორი | 5 |
| 35 | კიტრი და პომიდორი | 40 |
| 36 | ბადრიჯანი | 25 |
| 37 | მწვანილი სხვადასხვა | 20 |
| 38 | ხილი სხვადასხვა | 150 |
| 39 | ხილფაფა ან ჯემი | 5 |
| 40 | გამაგრილებელი სასმელები | 100 |
შენიშვნა:
1. მოცემული ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე უნდა იქნე ნ უზრუნველყოფილი:
ა) სამხედრო მოსამსახურეები (მათ შორის, კურსანტები), გარდა იმ პირებისა, რომლებიც იღებენ სურსათს სხვა ნორმით ან ფულად ანაზღაურებას კვების ღირებულების ჩათვლით ეროვნული ან სხვა ქვეყნის ვალუტით;
ბ) სამოქალაქო პირები, რომლებიც იღებენ მონაწილეობას შტაბის ან ჯარების მიმდინარე მეცადინეობებში;
გ) ნებისმიერი რანგის სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები საშტაბო სასწავლო და სხვა სახის გასვლით შეკრებებზე;
დ) სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც რეზერვში არიან დათხოვნილი საცხოვრებელ ადგილამდე მგზავრობისას;
ე) სამხედრო ვალდებულები, უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლო დაწესებულებების სტუდენტები, რეზერვისტები, კურსანტები, მსმენელები, რომლებიც სამხედრო მომზადების გავლისას გამოძახებული არიან შეკრებაზე და არ იღებენ სურსათს სხვა ნორმით შეკრების (სტაჟირების) პერიოდში, აგრეთვე მგზავრობისას შეკრებაზე ჩასასვლელად და უკან დასაბრუნებლად;
ვ) სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც იმყოფებიან ჰაუპტვახტში.
2. მოცემულ ნორმასთან დამატებით უნდა გაიცეს ერთ ადამიანზე:
ა) 100 გ. ხორცი და 20 გ. ყველი (ხმელი) – ოფიცერთა, კაპრალთა და სერჟანტთა შემადგენლობაზე, რომლებიც მუდმივად მუშაობენ აეროდრომებზე, პოლიგონებზე, უშუალოდ საფრენი აპარატების მომსახურებაზე, ტექნიკურ და სასტარტო პოზიციებზე და უზრუნველყოფენ მათ ფრენას. აღნიშნული თანამდებობების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
ბ) 100 გ. რძე, 50 გ. შებოლილი ძეხვეული, 10 გ. შაქარი და 1 გ. ჩაი – სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებზე, კაპრალთა და სერჟანტთა შემადგენლობაზე, რომლებიც მუდმივად ან დროებით გადიან სამხედრო სამსახურს ზღვის დონიდან 1500 მ და ზევით ადგილებში და სამხედრო-საჰაერო ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებზე მძიმე კლიმატურ პირობებში, ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრზე და დაუსახლებელ ადგილებში, ამავე ადგილებში შეკრებაზე გამოძახებულ სამხედრო ვალდებულებზე და კურსანტებზე;
გ) 50 გ. ხორცი და 10 გ. კარაქი – სამხედრო მოსამსახურეებზე, რომელთა რეალური სამსახური დაკავშირებულია პარაშუტით ხტომებთან;
დ) 50 გ. ხორცი, 20 გ. კარაქი, 100 გ. რძე, სამი კვერცხი კვირაში და 15 გ. ყველი – სამხედრო მოსამსახურეებზე, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ორგანიზმზე მაიონიზირებელი გამოსხივების მოქმედებასთან და მომწამვლელი კომპონენტების შემცველ საწვავთან. გარდა აღნიშნულისა, მაიონიზირებელ გარემოში მომუშავე სამხედრო პირებზე დამატებით გაიცემა 100 გ. ახალი ხილი. აღნიშნული თანამდებობების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
ე) დამატებით ეძლევათ 100 გ. ხორცი, 20 გ. კარაქი და 25 გ. შაქარი – სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დაცვის, თავდაცვისა და გასაცილებლად სამხედრო და სპეციალური ტვირთების გადატანის დროს დანიშნულები არიან ყარაულში (განწესში);
ვ) 100 გ. ხორცი, 20 გ. კარაქი, 100გ. რძე და 10 გ. ყველი (ხმელი) – სარიტუალო სამსახურის მოსამსახურეებს, საზეიმო მიღება-გაცილების დღეებში.
| მფრინავთა სასურსათო იჯრა საყაზარმე კვების პირობებში ნორმა №2 | ||
|
|
|
|
| № | პროდუქტის დასახელება | დღიური ნორმა ბრუტო გრ. |
|
|
|
|
| 1 | პური I ხარისხის ხორბლის ფქვილისგან | 600 |
| 2 | ხორბლის ფქვილი II ხარისხის | 10 |
| 3 | ბურღული სხვადასხვა (მათ შორის პარკოსნები) | 60 |
| 4 | ბრინჯი | 30 |
| 5 | მაკარონის ნაწარმი | 30 |
| 6 | ხორცი | 250 |
| 7 | ძეხვეული (ნახევრადშებოლილი) | 20 |
| 8 | თევზი | 120 |
| 9 | მარგარინი და სხვა ცხიმი | 20 |
| 10 | მცენარეული ზეთი | 20 |
| 11 | კარაქი | 30 |
| 12 | რძე | 200 |
| 13 | არაჟანი | 20 |
| 14 | ხაჭო | 30 |
| 15 | ყველი | 30 |
| 16 | მაიონეზი | 10 |
| 17 | კვერცხი (კვირაში) | 7 |
| 18 | შაქარი | 60 |
| 19 | შოკოლადი | 10 |
| 20 | მარილი | 20 |
| 21 | ჩაი | 2 |
| 22 | ყავა ნატურალური | 2 |
| 23 | დაფნის ფოთოლი | 0.3 |
| 24 | საკმაზ-სანელებლები | 0.4 |
| 25 | წიწაკა | 0.3 |
| 26 | მდოგვის ფხვნილი | 0.3 |
| 27 | ძმარი | 5 |
| 28 | ტომატ-პასტა | 10 |
| 29 | საწებელა | 10 |
| 30 | საფუარი | 0.2 |
| 31 | კარტოფილი | 500 |
| 32 | კომბოსტო | 100 |
| 33 | ჭარხალი | 40 |
| 34 | სტაფილო | 40 |
| 35 | ხახვი | 50 |
| 36 | ნიორი | 5 |
| 37 | კიტრი და პომიდორი | 40 |
| 38 | ბადრიჯანი | 50 |
| 39 | მწვანილი სხვადასხვა | 20 |
| 40 | ხილი | 150 |
| 41 | ხილფაფა ან ჯემი | 10 |
| 42 | გამაგრილებელი სასმელები | 100 |
შენიშვნა:
1. მოცემული ნორმით უნდა იქნენ უზრუნველყოფილი:
ა) საფრენოსნო შემადგენლობის საფრენი აპარატების საშტატო განრიგში შემავალი სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის დუბლიორები;
ბ) საფრენოსნო შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც შედიან საფრენი აპარატების საშტატო განრიგში, მაგრამ არ ასრულებენ ფრენებს საბრძოლო და სასწავლო გეგმით, საბრძოლო მორიგეობას და საავიაციო ტექნიკისა და ქონების გამოცდას ჰაერში, რომლებსაც განსაზღვრული აქვთ ფრენის საათების ნორმა არანაკლები შესაბამისი ტიპის საფრენი აპარატების შტატიანი ეკიპაჟისთვის დადგენილ ნორმაზე;
აღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც შესაბამისი ტიპის საფრენი აპარატების საშტატო ეკიპაჟისთვის ფრენის ნორმაზე ნაკლები აქვთ ნაფრენი, მოცემული ნორმით უზრუნველყოფილ იქნენ მხოლოდ ფრენის დღეებში;
გ) მფრინავებისა და შტურმანების მოსამზადებელი სამხედრო-სასწავლო დაწესებულებების კურსანტები სასწავლო გეგმის შესაბამისად, პრაქტიკული ფრენის დაწყების დღიდან;
დ) ცვალებადი საფრენი შემადგენლობა საავიაციო ნაწილებში, სამხედრო-სასწავლო დაწესებულებებში, კურსებზე და ცენტრებში გადამზადებისა და სწავლების პერიოდში;
ე) სამხედრო აკადემიის მსმენელები და ადიუნკტები მფრინავი შემადგენლობიდან, ფრენის პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის პერიოდში ფრენის დაწყებიდან დამთავრებამდე;
ვ) სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან საფრენოსნო შემადგენლობას, მაგრამ მონაწილეობენ საფრენი აპარატების გაფრენაში საბრძოლო და სასწავლო მომზადებისას, ჰაერში საავიაციო ტექნიკისა და ქონების გამოცდისას; საავიაციო ნაწილების ინჟინრები და ტექნიკოსები; სამეცნიერო-საცდელი და კვლევითი დაწესებულებების (პოლიგონების), საფრენი შემადგენლობის გადამზადებისა და საბრძოლო გამოყენების ცენტრების და სხვა სამხედრო სპეციალისტები, რომლებიც არ შედიან საცდელი აპარატების განრიგში, მაგრამ მონაწილეობენ ფრენებში როგორც ბორტინ-ჟინრები (ტექნიკოსები), ინსტრუქტორები, გამომცდელები ან მკვლევარები; საკატაპულტე მოწყობილობების გამომცდელი ინსპექტორები, ინსტრუქტორები და პარაშუტისტები, პარაშუტის გამომცდელი ინსტრუქტორები, საჰაერო მსროლელები ფრენის დღეებში (პარაშუტიდან ხტომების განხორციელების დღეებში);
ზ) სამხედრო ვალდებულები, სამხედრო მომზადების შემსწავლელი სტუდენტები, უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლო დაწესებულების კურსანტები შეკრების (სტაჟირების) დროს და საფრენ აპარატებზე ფრენისას პრაქტიკული ფრენების დაწყების დღიდან შეკრების (სტაჟირების) დამთავრებამდე.
2. მოცემულ ნორმასთან დამატებით უნდა გაიცეს ერთ ადამიანზე 15 გ. შოკოლადი, 200 გ. ხილი ან 200 გ. ხილკენკრის წვენი და 50 გ. ხილის კომპოტი:
ა) შენიშვნის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით მითითებულ კონტინ გენტებზე, რომლებიც ასრულებენ ფრენებს რეაქტიულ, ტურბორეაქტიულ და ტურბოხრახნულ თვითმფრინავებზე;
ბ) საფრენოსნო შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც შედიან სანაოსნო ვერტმფრენების ეკიპაჟის საშტატო განრიგში საქართველოს ტერიტორიული წყლების საზღვრებს გარეთ გემზე ყოფნის პერიოდში.
3. იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო ნაწილებში და ქვედანაყოფებში, სადაც განთავსების პირობებისა და დასახული ამოცანის შესრულების გამო აღნიშნული ნორმით საკვების მომზადება შეუძლებელია, უნდა იქნე ნ უზრუნველყოფილი ამ სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფებისათვის განკუთვნილი სურსათის ნორმით და დამატებით უნდა მიეცეთ ერთ ადამიანზე:
50 გ. ნამცხვარი, 125 გ. ხორცი, 20 გ. კარაქი, 100 გ. ძროხის რძე, 20 გ. შესქელებული რძე შაქრით, 3 ცალი კვერცხი (კვირაში), 10 გ. შაქარი და 1 გ. ჩაი.
| მეზღვაურთა სასურსათო იჯრა საყაზარმე კვების პირობებში ნორმა №3 | ||
|
|
|
|
| № | პროდუქტის დასახელება | დღიური ნორმა ბრუტო გ |
|
|
|
|
| 1 | პური I ხარისხის ხორბლის ფქვილისგან | 640 |
| 2 | ხორბლის ფქვილი II ხარისხის | 10 |
| 3 | სხვა ბურღულეული (მათ შორის პარკოსნები) | 50 |
| 4 | ბრინჯი | 30 |
| 5 | მაკარონის ნაწარმი | 40 |
| 6 | ხორცი | 250 |
| 7 | თევზი | 110 |
| 8 | მარგარინი და სხვა ცხიმი | 15 |
| 9 | მცენარეული ზეთი | 20 |
| 10 | კარაქი | 30 |
| 11 | რძე | 150 |
| 12 | არაჟანი | 15 |
| 13 | ხაჭო | 20 |
| 14 | ყველი | 30 |
| 15 | მაიონეზი | 15 |
| 16 | კვერცხი (კვირაში) | 3 |
| 17 | შაქარი | 60 |
| 18 | მარილი | 20 |
| 19 | ჩაი | 1 |
| 20 | ყავა | 0.8 |
| 21 | კაკაო | 0.5 |
| 22 | დაფნის ფოთოლი | 0.3 |
| 23 | საკმაზ-სანელებლები | 0.4 |
| 24 | წიწაკა | 0.3 |
| 25 | მდოგვის ფხვნილი | 0.3 |
| 26 | ძმარი | 5 |
| 27 | ტომატ-პასტა | 15 |
| 28 | საწებელა | 10 |
| 29 | კარტოფილი | 500 |
| 30 | კომბოსტო | 100 |
| 31 | ჭარხალი | 40 |
| 32 | სტაფილო | 40 |
| 33 | ხახვი | 60 |
| 34 | ნიორი | 5 |
| 35 | კიტრი და პომიდორი | 40 |
| 36 | ბადრიჯანი | 20 |
| 37 | მწვანილი სხვადასხვა | 20 |
| 38 | ხილი | 150 |
| 39 | ხილფაფა ან ჯემი | 5 |
| 40 | გამაგრილებელი სასმელები | 100 |
შენიშვნა:
1. მოცემული ნორმით უნდა იქნენ უზრუნველყოფილი (გარდა იმ პირებისა, რომლებიც სურსათს იღებენ სხვა ნორმებით):
ა) წყალზედა გემებზე, უზრუნველყოფის ხომალდებსა და საზღვაო ქვეითთა ქვედანაყოფში მოსამსახურე მატროსები, კაპრალები, სერჟანტები და მიჩმანები.
ბ) მატროსები, კაპრალები, სერჟანტები და მიჩმანები, რომლებიც გადიან სამსახურს ხმელეთზე საზღვაო ნაწილებში, სასწავლო ცენტრებში, სამხედრო-საზღვაო ფლოტის სკოლებსა და რაზმებში;
გ) ოფიცრების შემადგენლობა, რომლებიც მსახურობენ წყალზედა და უზრუნველყოფის გემებზე, ხომალდთა გაერთიანებისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის უზრუნველყოფის ხომალდებზე (მათ შორის, მშენებარე, შესაკეთებელ და კონსერვაციაში მყოფ გემებზე), აგრეთვე გადიან მომზადებას სამხედრო-საზღვაო ფლოტის სასწავლო ცენტრებში;
დ) სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან წყალზედა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის უზრუნველყოფის გემების საშტატო განრიგში ლაშქრობაში მონაწილეობის პერიოდში, სტაჟირებისას (მათ შორის, პრაქტიკებისა და სტაჟირების ხელმძღვანელები), სამოძრაო გამოცდების ჩატარებისას, შეკეთების წარმოებისას, შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის დაყენებისას (მონტაჟის დროს) ზემოაღნიშნულ გემებსა და ხომალდებზე გამოცხადების დღიდან.
გემის სალაშქროდ გასვლის წინ, როდესაც ტარდება მოსამზადებელი სამუშაოები ზღვაში გასვლისათვის, ოფიცერთა შემადგენლობას, რომელიც გადის პრაქტიკას, სტაჟირებას (მათ შორის, პრაქტიკისა და სტაჟირების ხელმძღვანელები), შესაძლებელია მიეცეს აღნიშნული ნორმა იმ შემთხვევაში, როცა ის განთავსებულია გემის პირად შემადგენლობასთან ერთად, ცხოვრობს გემის შინაგანაწესით და იღებს მონაწილეობას პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების მეცადინეობებში;
ე) საზღვაო-ქვეითი ჯარის ოფიცერთა შემადგენლობა და სპეციალური საცურაო მოწყობილობებით აღჭურვილი ჯავშნიანი სატანკო ტექნიკის ეკიპაჟის სამხედრო მოსამსახურეები ზღვაში გასვლის დღეებში (მეცადინეობები, სწავლება);
ვ) ჰიდროგრაფიული ექსპედიციის, რაზმების, სამხედრო-საზღვაო ფლოტის პარტიების სამხედრო მოსამსახურეები ჰიდროგრაფიული სამუშაოების შესრულებისას ზღვაში და ნაპირზე;
ზ) სამხედრო მოსამსახურეები, სამხედრო-საზღვაო ფლოტის სამოქალაქო პირები, რომელიც მონაწილეობენ წყალზედა და უზრუნველყოფის ხომალდების გადაყვანის ექსპედიციებში გარე საზღვაო გზებით ერთი საზღვაო აუზიდან მეორეში გზაში ყოფნის პერიოდში;
თ) სამხედრო-საზღვაო ფლოტის უზრუნველყოფის ხომალდების საშტატო ეკიპაჟის სამოქალაქო პირები;
ი) მცურავი სახელოსნოების საშტატო სამოქალაქო პირები, მარაგის შემნახველი გემების, ელექტროსადგურებისა და სამხედრო ფლოტის უზრუნველყოფის მსგავსი ხომალდების სამოქალაქო პირები ამ ხომალდების ნაპირიდან მოშორებისას, ცურვისას ან საბაზო გამანაწილებელ პუნქტებში (იმ პირობით, რომ სამოქალაქო პირები არიან გემზე), კაპიტანდამრიგებლები, მექანიკოს-დამრიგებლები და უზრუნველყოფის ხომალდების ჯგუფების ლოცმანები, რომლებიც არ შედიან ამ ხომალდების ეკიპაჟის შემადგენლობაში, გემზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, აგრეთვე სამოქალაქო პირები წყალზედა და უზრუნველყოფის გემებზე ცურვის პერიოდში, ოკეანეებში და ზღვებში გამოკვლევების შესრულებისას საქართველოს ტერიტორიული წყლების საზღვრებს გარეთ ბაზიდან ან პორტიდან გასვლის დღიდან;
კ) სამხედრო ვალდებულები და სამხედრო მომზადების შემსწავლელი სტუდენტები, კურსანტები, უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეები, რომლებიც გამოძახებული არიან შეკრებაზე (სტაჟირებაზე) შეკრების მოსამსახურეები უზრუნველყოფილნი არიან სურსათით ამ ნორმის მიხედვით;
ლ) ის პირები, რომელთაც უბედურება შეემთხვათ ზღვაში ან აყვანილი არიან გემზე, რომლის ეკიპაჟი უზრუნველყოფილია სურსათით მოცემული ნორმის მიხედვით პორტში ან ბაზაზე მიყვანამდე.
2. მოცემულ ნორმასთან დამატებით უნდა გაიცეს ერთ ადამიანზე:
ა) 50 გ. ნახევრად შებოლილი ძეხვი ან 50 გ. შებოლილი ხორცი, 30 გ. შესქელებული რძე შაქრით, 5 გ. ნატურალური ყავა, 200 გ. ახალი ხილი, 2 გ. ხილ-კენკრის ექსტრაქტი და 20 გ. ნამცხვარი – წყალზედა და უზრუნველყოფის ხომალდების პირად შემადგენლობაზე საქართველოს ტერიტორიული წყლების საზღვრებს გარეთ ცურვის პერიოდში (უცხოური სახელმწიფოების პორტებში ყოფნისას) ბაზიდან ან პორტიდან გასვლის დღიდან, აგრეთვე წყალზედა და უზრუნველყოფის ხომალდების გარე საზღვაო გზებით გადაყვანისას ექსპედიციაში მონაწილე პირად შემადგენლობაზე (ერთი საზღვაო აუზიდან მეორეში) გზაში ყოფნის პერიოდში;
ბ) 50 გ. თევზის კონსერვი, 20 გ. კარაქი და 20 გ. ნამცხვარი – ოფიცერთა შემადგენლობაზე და სამხედრო ვალდებულებზე, რომლებიც იმყოფებიან რეზერვის შემადგენლობის სამხედრო აღრიცხვაზე, გამოძახებულნი არიან შეკრებაზე, გარდა ,,ა’’ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი სამხედრო ვალდებულებისა და ოფიცერთა შემადგენლობისა;
გ) 150 გ. გალეტი I ხარისხის ხორბლის ფქვილიდან, 200 გ. ხორცის კონსერვი, 30 გ. შაქარი, 1 გ. ჩაი და 100 გ. შოკოლადი – ბაზიდან ზღვაში 4 საათი და მეტი ხნით სარაკეტო, საჰაერო- ბალიშიან და სატორპედო კატერების სამხედრო მოსამსახურეებზე, მათ შორის მათზეც, ვინც არ შედის ეკიპაჟის საშტატო განრიგში, სპეციალური საცურაო საშუალებებით აღჭურვილი ტექნიკის პირად შემადგენლობაში.
მითითებული პროდუქტები უნდა გაიცეს დაკომპლექტებული სახით ნაწილის (შენაერთის) მეთაურის ბრძანების საფუძველზე, რომელშიც პერსონალურად თითოეულ ცალკეულ შემთხვევაში განცხადებულია ზღვაში გამსვლელი ეკიპაჟის რაოდენობრივი შემადგენლობა;
დ) 100 გ. ხორცი, 20 გ. კარაქი, 40 გ. შესქელებული რძე შაქრით, 15 გ. ყველი და 5 გ. ყავა ან კაკაო (ფხვნილი) – მყვინთავებს და იმ პირებს, რომლებიც ასრულებენ ყვინთვებს წყალქვეშ საკომპრესიო კამერაში (საყვინთო ბაროკამერა), იმყოფებიან პირადად წნევის ქვეშ და იღებენ მონაწილეობას სამუშაოების შესრულებაში;
ე) 55 გ. ხორცი ან 30 გ. პაშტეტის კონსერვი, 100 გ. ძროხის რძე, 15 გ. ყველი და 3 კვერცხი (კვირაში) – სამხედრო მოსამსახურეებზე, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ორგანიზმზე მაიონიზირებელი გამოსხივების მოქმედებასთან და მომწამვლელი კომპონენტების შემცველ საწვავთან. აღნიშნული თანამდებობების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
ვ) 100 გ. რძე და 10 გ. შაქარი – საშტატო სამხედრო ორკესტრების მუსიკოს- აღსაზრდელებზე.
3. გემის ზღვაში ყოფნის დროდ ითვლება დრო გასვლისას კედლიდან (პირსიდან) მოშორების მომენტიდან დაბრუნებისას კედელთან (პირსთან) შეხების მომენტამდე. დრო, დახარჯული ხომალდის ბაზაში გადაადგილებაზე, რაც დაკავშირებულია სალაშქრო მზადებასთან, ტექნიკის, იარაღისა და პირადი შემადგენლობის მიღებასთან, ხომალდის ზღვაში ყოფნის ვადებში არ შედის.
| სამკურნალო იჯრა ნორმა №4 | ||
| № | პროდუქტის დასახელება | დღიური ნორმა ბრუტო გ |
|
|
|
|
| 1 | პური I ხარისხის ხორბლის ფქვილისგან | 250 |
| 2 | ჭვავის პური | 100 |
| 3 | ხორბლის ფქვილი II ხარისხის | 10 |
| 4 | სხვა ბურღულეული (მათ შორის პარკოსნები) | 50 |
| 5 | ბრინჯი | 30 |
| 6 | მაკარონის ნაწარმი | 30 |
| 7 | ხორცი | 200 |
| 8 | ფრინველის ხორცი | 70 |
| 9 | თევზი | 100 |
| 10 | მცენარეული ზეთი | 20 |
| 11 | კარაქი | 20 |
| 12 | რძე | 200 |
| 13 | არაჟანი | 20 |
| 14 | ხაჭო | 20 |
| 15 | ყველი | 20 |
| 16 | კვერცხი (კვირაში) | 4 |
| 17 | შაქარი | 80 |
| 18 | მარილი | 15 |
| 19 | ჩაი | 2 |
| 20 | ძმარი | 2.5 |
| 21 | ტომატ-პასტა | 10 |
| 22 | კარტოფილი | 500 |
| 23 | კომბოსტო | 120 |
| 24 | ჭარხალი | 40 |
| 25 | სტაფილო | 50 |
| 26 | ხახვი | 50 |
| 27 | ბოსტნეული სხვადასხვა | 100 |
| 28 | მწვანილი სხვადასხვა | 20 |
| 29 | ხილი (კენკრა) | 100 |
| 30 | ხილფაფა ან ჯემი | 10 |
| 31 | ხილის წვენი | 100 |
შენიშვნა:
1. მოცემული ნორმით უნდა იქნენ უზრუნველყოფილი:
– ავადმყოფები, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალოდ ან გამოსაკვლევად საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებებში (სამხედრო ჰოსპიტლებში, კლინიკებში, სტაციონარებში და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში), სამედიცინო ბატალიონებში, ასეულებში, რაზმებში, ლაზარეთებში (იზოლატორებში).
2. მოცემულ ნორმასთან დამატებით უნდა გაიცეს ერთ ადამიანზე:
ა) 50 გ. ხორცი, 50 გ. პაშტეტის კონსერვი, 30 გ. თევზი, 10 გ. არაჟანი, 120 გ. ხაჭო, 20 გ. ყველი (ხმელი), 150 გ. ხილ-კენკრის კომპოტი (კონსერვი) – ავადმყოფები ორგანიზმის დამწვრობით და სხივური დაზიანებით;
ბ) 45 გ. ხორცი, 200 გ. ძროხის რძე, 50 გ. ხაჭო, 1 გ. კაკაო (ფხვნილი), 15 გ. ბოსტნეულის კონსერვი, 10 გ. ჩირი, 50 გ. ხილ-კენკრის კომპოტი (კონსერვი) – საფრენოსნო შემადგენლობის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალოდ ან გამოსაკვლევად.
3. თირკმელებით დაავადებული ავადმყოფები, რომლებიც მკურნალობენ სამხედრო სამედიცინო დაწესებულებებში, გარდა მეორე პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი ავადმყოფებისა, უზრუნველყოფილ იქნენ კვებით (ერთ ავადმყოფზე დღე-ღამეში) პროდუქტების შემდეგი ნაკრებით:
300 გ. ხორბლის პური I ხარისხის ფქვილისაგ ან, 100 გ. ბურღულეული და მაკარონის ნაწარმი, 700 გ. კარტოფილი, 300 გ. ბოსტნეული, 375 გ. ახალი ხილი, 100 გ. ჩირი, 25 გ. ხილ-კენკრის წვენები, 100 გ. შაქარი, 1 გ. ჩაი, 100 გ. თევზი, 100 გ. ხაჭო, 400 გ. ძროხის რძე, 35 გ. არაჟანი, 60 გ. ძროხის რძის კარაქი, 50 გ. მცენარეული ცხიმი და 1 ცალი კვერცხი.
4. ტუბერკულოზით და პნევმოკონიოზით დაავადებული ავადმყოფები, რომლებიც მკურნალობენ სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებებში, გარდა მეორე პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი ავადმყოფებისა, უზრუნველყოფილ იქნენ კვებით (ერთ ავადმყოფზე დღე-ღამეში) პროდუქტების შემდეგი ნაკრებით:
150 გ. პური ჭვავისა და I ხარისხის ფქვილის ნარევიდან, 300 გ. თეთრი პური I ხარისხის ხორბლის ფქვილისაგ ან, 75 გ. ხორბლის I ხარისხის ფქვილი, 10 გ. კარტოფილის სახამებელი, 75 გ. ბურღულეული და მაკარონის ნაწარმი, 400 გ. კარტოფილი, 500 გ. ბოსტნეული და მწვანილი, 200 გ. ახალი ხილი, 30 გ. ჩირი, 100 გ. შაქარი და საკონდიტრო ნაწარმი, 2 გ. კაკაო (ფხვნილი), 1 გ. ჩაი, 100 გ. ხორცი ან ფრინველის ხორცი, 100 გ. თევზი, 5 გ. ქაშაყი, 5 გ. ორაგულის მარცვლოვანი ხიზილალა, 500 გ. ძროხის რძე, 70 გ. ხაჭო, 30 გ. არაჟანი, 15 გ. ყველი, 60 გ. ძროხის რძის კარაქი, 25 გ. მცენარეული ცხიმი, 2 ცალი კვერცხი, 1 გ. მარილი და სანელებლები.
ტუბერკულოზით და პნევმოკონიოზით დაავადებულთა კვება უნდა წარიმართოს მკურნალი ექიმების მიერ დანიშნული ინდივიდუალური დიეტის მიხედვით, პროდუქტების შესაბამისი ნაკრებით, გამომდინარე იჯრის საერთო ღირებულებიდან. პროდუქტების შეცვლა უნდა მოხდეს ჩანაცვლების ნორმების მიხედვით.
5. სამხედრო მოსამსახურეებისათვის, რომლებიც მკურნალობენ სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებებში ჭრილობების, კონტუზიების, დასახიჩრებებისა და სხვა დაავადებების გამო, რომლებიც მათ მიიღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ნებადართულია ნორმის ზევით დამატებითი პროდუქტების მიცემა სამკურნალო იჯრის ღირებულების 25%-ის ოდენობით.
6. პროდუქტების შეცვლა სამკურნალო იჯრის ნორმებში უნდა მოხდეს ავადმყოფისათვის დანიშნული დიეტის შესაბამისად, ჩანაცვლების ნორმების მიხედვით.
7. ამბულატორიულად კუჭის წვენის კლინიკური ანალიზების ჩასატარებლად სამხედრო ჰოსპიტლებისა და ლაზარეთების ერთ გამოსაკვლევ ავადმყოფზე ნებადართულია გაიცეს 100 გ. I ან II ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან გამომცხვარი თეთრი პური.
8. დონორებს სისხლის ჩაბარების დღეს დამატებით მიეცეს: 250 გ. პური ხორბლის I ხარისხის ფქვილისგან, 10 გ. ფქვილი ხორბლის II ხარისხის, 25 გ. ბურღული სხვადასხვა, 20 გ. მაკარონის ნაწარმი, 200 გ. ხორცი, 30 გ. თევზი (დამარილებული ქაშაყი), 20 გ. კარაქი, 200 გ. ძროხის რძე, 30 გ. ყველი, 15 გ. ზეთი, 35 გ. შაქარი, 0.3 გ. ჩაი, 4 გ. კაკაო, 15 გ. შოკოლადი, 200 გ. კარტოფილი, 100 გ. კომბოსტო, 30 გ. ჭარხალი, 50 გ. სტაფილო, 20 გ. ხახვი, 400 გ. ხილი.
საერთო საჯარისო მშრალი სასურსათო იჯრა
ნორმა №5
ცხრილი №1
ძირითადი პროდუქტების დასახელება
| № | პროდუქტის დასახელება | ზომის ერთ. | რაოდენობა ერთ ს/მ-ზე დღე ღამეში |
| 1 | გალეტი I ხარისხის ხორბლის ფქვილის* | გ | 300 – 400 |
| 2 | ხორცის კონსერვები ასორტიმენტში | გ | 325 – 340 |
| 3 | ხორც-მცენარეული კონსერვები ასორტიმენტში | გ | 500 – 680 |
| 4 | შაქარი – რაფინადი, საგზაო | გ | 70 |
| 5 | ჩაი | გ | 3 |
ცხრილი №2
დამატებითი პროდუქტებისა და სხვა ნივთების დასახელება
| № | პროდუქტის (ნივთების) დასახელება |
ზომის ერთ. | რაოდენობა ერთ სულზე დღე ღამეში |
| 1 | ყავა ხსნადი, შაქრით | გ | 20 |
| 2 | ხილფაფა (ჯემი) | გ | 30 |
| 3 | მდნარი ყველი | გ | 30 |
| 4 | კარამელი | გ | 30 |
| 5 | კონცენტრატი სასმელის მოსამზადებლად | გ | 25 |
| 6 | მშრალი რძის სასმელი კაკაოთი | გ | 30 |
| 7 | ჩირი ხილის | გ | 20 |
| 8 | გოზინაყი ან შოკოლადის ნაწამი | გ | 50 |
| 9 | პირველი თავი კერძის კონცენტრატი | გ | 20 |
| 10 | ხალვა | გ | 50 |
| 11 | საკონდიტრო ნაწარმი (კექსი) | გ | 50 |
| 12 | პორტატული გამათბობელი | ც | 1 |
| 13 | ასანთის კოლოფი | ც | 1 |
| 14 | კონსერვის გასახსნელი | ც | 1 |
| 15 | ქაღალდის ხელსახოცი | ც | 3 |
| 16 | ჰიგიენური ხელსახოცი | ც | 3 |
| 17 | წყლის გასაუვნებელი საშუალება | ც | 1 |
| 18 | პლასტმასის კოვზი (ჩანგალი) | კომ | 1 |
| 19 | კბილების საწმენდი ჩხირი | ც | 3 |
| 20 | საღეჭი რეზინი | ც | 3 |
შენიშვნა:
1. საერთო საჯარისო მშრალი იჯრით პირადი შემადგენლობა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს იმ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია ძირითადი იჯრის პროდუქტებისაგან ცხელი კერძის მომზადება. ამასთან, მშრალი იჯრით კვების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღე-ღამეს (განსაკუთრებულ შემთხვევაში არა უმეტეს 7 დღე-ღამისა).
2. მშრალი ულუფის კალორიულობა უნდა შეესაბამებოდეს 3500 – 4300 კკალორიას.
3. ცხრილ №1-ში აღნიშნული პროდუქტები მშრალი ულუფის დაკომპლექტებისას უცვლელია, ხოლო რაოდენობა განისაზღვრება დაფასოების მიხედვით, კალორაჟის დაცვით.
4. მშრალი ულუფის დაკომპლექტებისას ცხრილ №1-ში ჩამოთვლილ ძირითად პროდუქტებს, საჭიროების გათვალისწინებით, შერჩევით დაემატოს ცხრილი №2-ით განსაზღვრული პროდუქტები (ნივთები). ცხრილი №2-ის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა ვარიანტის მშრალი ულუფის დაკომპლექტება.
5. კვების პროდუქტების შეცვლისას გამოიყენება ერთი პროდუქტის მეორე პროდუქტით შეცვლის ნორმები.
* საერთო საჯარისო მშრალი ულუფის გალეტის გარეშე დაკომპლექტებისას, უშუალოდ სამხედრო ნაწილში დასაშვებია 300-400 გ გალეტის ნაცვლად გაიცეს 600 გ თეთრი პური I ხარისხის ფქვილისაგან.
ერთი პროდუქტის სხვა პროდუქტებით
შეცვლის ნორმები
| პუნქტის № | პროდუქტის დასახელება | რაოდენობა (გრ) | გარდა ამისა შეიცვალოს პუნქტის ნომრით | |
|
|
| შესაცვლელი პროდუქტი | ჩანაცვლადი პროდუქტი |
|
| 1 | პური თეთრი I ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან შეიცვალოს: - ორცხობილათი, ხორბლის I ხარისხის ფქვილისაგან;
| 100 |
65 |
|
|
| - ფქვილით, ხორბლის I ხარისხის; |
| 75 |
|
|
| - გალეტებით, I ხარისხის ფქვილისაგან; |
| 65 |
|
|
| -ფქვილით, ხორბლის უმაღლესი ხარისხის; |
| 65 |
|
|
| - გალეტებით, ცხიმის შემცველობით; |
| 35 |
|
|
| - ვაფლით; |
| 55 |
|
|
| - პურის ბატონით, ხორბლის I ხარისხის ფქვილისაგან; |
| 95 |
|
|
| - პურით, უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილისგან; |
| 85 |
|
|
| - პურით, II ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან; |
| 105 |
|
|
| - ხანგრძლივი შენახვის კონსერვირებული პურით. |
| 105 |
|
| 2 | ხორბლის ფქვილი – I ხარისხის | 100 |
|
|
|
| შეიცვალოს: - ბრინჯით; |
| 100 |
3 |
|
| - მაკარონის ნაწარმით |
| 100 | 3 |
|
| - მანანის ბურღულით; |
| 100 | 3 |
|
| - ფქვილით, ხორბლის უმაღლესი ხარისხის. |
| 85 |
|
| 3 | ბურღულის სხვადასხვა (პარკოსნები) შეიცვალოს: | 100 |
|
|
|
| - ბრინჯით; |
| 100 | 2 |
|
| - მაკარონის ნაწარმით; |
| 100 | 2 |
|
| - ბურღულეულისა და ბოსტნეულის კონცენტრატებით; |
| 100 | 2 |
|
| - ფქვილით, ხორბლის II ხარისხის; |
| 100 |
|
|
| - კარტოფილით; |
| 500 | 4 |
|
| - ახალი ბოსტნეულით; |
| 500 | 4 |
|
| - დამწნილებული ბოსტნეულით; |
| 500 | 4 |
|
| - გამხმარი ბოსტნეულითა და კარტოფილის მშრალი (ფხვ.) პიურეთი; |
| 100 |
|
|
| - ნატურალური, დამწნილებული და პასტერიზებული ბოსტნეულისა და ბურღულეულის კონსერვებით (თხევადი შიგთავსიის ჩათვლით); |
| 500 | 4 |
|
| - ბოსტნეულის უხორცო კონსერვებით პირველი თავი კერძებისთვის; |
| 375 | 8,16 |
|
| - შეზავებული ბოსტნეულის კონსერვებით |
| 250 |
|
|
| - ბოსტნეულის სასაუზმე კონსერვებით; |
| 375 |
|
|
| ბურღულეულისა და ბოსტნეულის გარნირებით: - კარტოფილისა და ბოსტნეულის; |
| 500 |
|
|
| - ბურღულეულისა და პარკოსნების; |
| 300 |
|
|
| - მაკარონის ნაწარმით (სწრაფი მომზადების) |
| 100 |
|
|
| კონცენტრანტებით, რომლებიც არ საჭიროებენ მოხარშვას ბრიკეტირებული კონცენტრანტებით; |
| 100 |
|
|
| - სადილის I თავი კერძების კონცენტრანტებით . |
| 100 |
|
| 4 | კარტოფილი, ნედლი ბოსტნეული, დამწნილებული და დამარილებული ბოსტნეული | 100 |
| 3 |
|
| შეიცვალოს: - ხახვით* ; |
| 50 |
|
|
| - მწვანე ხახვით* ; |
| 100 |
|
|
| - ნივრით* ; |
| 25 |
|
| 5 | საფუარი ჩვეულებრივი შეიცვალოს: - მშრალი საფუარით (გრანულირებული) . | 100 | 40 |
|
| 6 | ხორცი – საქონლის, ღორის, ცხვრის შეიცვალოს: | 100 |
|
|
|
| ძვლიანი ხორცის ბლოკებით; |
| 100 |
|
|
| - უძვლო ხორცის ბლოკებით; |
| 80 |
|
|
| სუბპროდუქტებით (პირველი კატეგორიის) მათ შორის , ღვიძლით; |
| 100 |
|
|
| - სუბპროდუქტებით (მეორე კატეგორიით) ; |
| 300 |
|
|
| - გამოშიგნული ფრინველის ხორცით ; |
| 100 |
|
|
| - გამოუშიგნავი ან ნახევრად გამოშიგნული ფრინველის ხორცით ; |
| 120 |
|
|
| - მოხარშული ძეხვეულითა და სოსისით; |
| 80 | 7 |
|
| - შებოლილი ხორცის ნაწარმით (შაშხი), რულეტი, ნახევრად შებოლილი ძეხვეული) ; |
| 60 | 7 |
|
| - ხორცის კონსერვებით; |
| 75 |
|
|
| - ფრინველის ძვლიანი ხორცის კონსერვებით; |
| 100 | 8,11 |
|
| - თევზით (დამარილებული, გაყინული) უთავო; |
| 150 | 8 |
|
| - თევზის კონსერვებით; |
| 120 | 7,11 |
|
| - მშრალი ყველით; |
| 48 | 11 |
|
| - ნადნობი ყველით; |
| 72 |
|
|
| - შებოლილი ყველით; |
| 33 |
|
|
| - ქათმის კვერცხით (ცალი) |
| 2 |
|
| 7 | ძეხვი უმად შებოლილი შეიცვალოს: | 100 |
|
|
|
| - მოხარშული ძეხვით; |
| 265 | 6 |
|
| - ხორცის შებოლილი ნაწარმით (შაშხი, რულეტი, ძეხვი ნახევრად შებოლილი და სხვა) ; |
| 200 | 6 |
|
| - ყველით (მაგარი , კვეთის) . |
| 160 |
|
| 8 | თევზი უთავო, გამოწელილი (გაციებული, გაყინული ან დამარილებული) | 100 |
|
|
|
| შეიცვალოს: - დამარილებული ან შებოლილი ქაშაყით (თავით); |
| 100 |
|
|
| - დამარილებული ქაშაყით (უთავო); |
| 85 |
|
|
| - ყველა სახის თევზით (თავით); |
| 130 |
|
|
| - შებოლილი ან გამოყვანილი (გამხმარი) |
| 75 |
|
|
| - თევზის ფილეთი; | 100 | 70 |
|
|
| - თევზის სხვადასხვა კონსერვებით; |
| 80 | 3,16 |
|
| - სასაუზმოდ განკუთვნილი ბოსტნეულის კონსერვებით. |
| 120 |
|
| 9 | კარაქი ძროხის შეიცვალოს: | 100 |
|
|
|
| - კონსერვირებული სტერილიზ. კარაქით; |
| 100 | 10,11 |
|
| - მშრალი კარაქის კონცენტრანტით; |
| 70 |
|
| 10 | ცხოველური გადამდნარი ცხიმები, მარგარინი შე იცვალოს: | 100 |
|
|
|
| - ძროხის კარაქით*; |
| 67 |
|
|
| - ზეთით; |
| 100 |
|
|
| - გადამდნარი ცხიმით. |
| 100 |
|
| 11 | -ძროხის რძე ** შეიცვალოს | 100 |
| 16 |
|
| - რძის ფხვნილით; |
| 15 |
|
|
| - შედედებული შაქრიანი რძით; |
| 20 |
|
|
| - შედედებული უშაქრო სტერილიზებული რძით; |
| 30 |
|
|
| - კაკაოთი ან ყავა შედედებული რძითა და შაქრით; | 100 | 20 |
|
|
| - რძემჟავა პროდუქტებით (მაწონი); |
| 100 |
|
|
| - ნაღებით; |
| 20 |
|
|
| - არაჟნით; |
| 20 |
|
|
| - ხაჭოთი; |
| 30 |
|
|
| - ძროხის კარაქით; |
| 5 | 6,7 |
|
| - ყველით (კვეთის, მაგარი); |
| 12 | 6 |
|
| - ყველის ნადნობით; |
| 18 |
|
|
| - შედედებული ნაღები შაქრით; |
| 20 |
|
|
| - ბრინზათი; |
| 24 | 6,8 |
|
| - თევზით (გაცივებული, გაყინული, დამარილებული). |
| 60 |
|
| 12 | კვერცხი ქათმის (ცალი) შეიცვალოს: | 1 |
| 6,11 |
|
| - კვერცხის ფხვნილით. |
| 15 |
|
| 13 | შაქარი შეიცვალოს: | 100 |
|
|
|
| - კარამელით; |
| 50 | 18 |
|
| - მურაბით, ჯემით, ხილფაფით; |
| 140 |
|
|
| - მარმელადით; |
| 130 |
|
|
| - საკონდიტრო ორცხობილათი; |
| 100 | 1 |
|
| - ვაფლით; |
| 100 | 14 |
|
| - ხალვით. |
| 120 |
|
| 14 | შოკოლადი შეიცვალოს: | 100 |
|
|
|
| - კაკაოს ფხვნილით; |
| 150 | 17 |
|
| - შაქრიანი ნატურალური ყავით ან კაკაოთი შედედებულ რძესთან ერთად; |
| 200 |
|
|
| - ნატურალური ყავით; |
| 150 | 17 |
|
| - თაფლით; |
| 165 |
|
|
| - ტკბილი შოკოლადის ფილით; |
| 160 |
|
|
| - ხალვით; |
| 150 | 13 |
|
| - შოკოლადის დრაჟეთი. |
| 100 |
|
| 15 | ტომატის პასტა შეიცვალოს: | 100 |
|
|
|
| - ტომატის პიურეთი; |
| 200 |
|
|
| - ტომატიტს სოუსით; |
| 100 |
|
|
| - საწებელათი; |
| 200 |
|
|
| - ტომატის წვენით, ახალი პომიდვრით. |
| 500 |
|
| 16 | ხილი შეიცვალოს: | 100 |
|
|
|
| - კენკრით; |
| 100 | 21 |
|
| - ციტრუსით (მანდარინი, ფორთოხალი); |
| 100 |
|
|
| - საზამთროთი; |
| 300 |
|
|
| - ნესვით; |
| 200 |
|
|
| - ჩირით; |
| 20 |
|
|
| - კომპოტით კონსერვის*** |
| 50 |
|
|
| - ხილისა და კენკრის ნატურალური წვენებითა*** |
| 100 |
|
|
| - ხილის კენკრის კონცენტრირებული წვენებით (მშრალი ნაშთის არანაკლებ 50%-იანი შემცველობით); |
| 20 |
|
|
| - ხილისა და კენკრის ექსტრაქტებით; |
| 10 |
|
|
| - მურაბით, ხილფაფით, ჯემით; |
| 17 | 13 |
|
| - კისელის კონცენტრანტით; |
| 30 |
|
|
| - ფხვნილოვანი კონცენტრანტი სასმელისთვის; |
| 15 |
|
|
| - პასტერიზებული ხილის კონსერვებით. |
| 50 |
|
| 17 | ყავა ნატურალური შეიცვალოს | 100 |
|
|
|
| - ხსნადი ყავით; |
| 40 |
|
|
| - ყავიანი სასმელის კონცენტრანტით; |
| 200 | 14 |
|
| - კაკაოს ფხვნილით; |
| 100 | 18 |
|
| - პირველი ხარისხის ბაიხით ჩაით. |
| 25 |
|
| 18 | ჩაი შავი, ბაიხის შეიცვალოს: | 100 |
|
|
|
| - ხსნადი ჩაით; |
| 80 | 17 |
|
| - ყავიანი სასმელის კონცენტრანტით; |
| 800 |
|
| 19 | მდოგვის ფხვნილი შეიცვალოს | 100 |
|
|
|
| მდოგვის საწებლით; |
| 600 |
|
| 20 | ძმარი ნატურალური შეიცვალოს | 100 |
|
|
|
| ძმრის ესენციით. |
| 5 |
|
| 21 | გამაგრილებელი სასმელები შეიცვალოს: | 100 |
|
|
|
| - ხილის ნატურალური წვენით. |
| 50 |
|
შენიშვნა:
დასაშვებია ცხრილში მოცემული პროდუქტების პირდაპირი და უკუშეცვლა, ხოლო მრავალსაფეხურადი შეცვლა აკრძალულია გენერალური შტაბის შესაბამისი სამსახურების წერილობითი ნებართვის გარეშე.
* დასაშვებია პირდაპირი შეცვლა, დაუშვებელია შეცვლა განხორციელდეს პირიქით ან მრავალ საფეხურად;
** რადგან სავაჭრო ქსელში რძის რეალიზაცია ხდება მისი მოცულობის და არა მასის მიხედვით, წინამდებარე ცხრილში 100 სმ3 რძე პირობითად ჩათვლილია 100 გ რძედ;
*** ხილისა და კენკრის ნატურალური წვენების, ასევე კომპოტების შეცვლა კისელის კონცენტრატით დაუშვებელია;
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები