დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/03/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016872 |
|
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში (სსმ, №19, 10/02/2006, სარეგისტრაციო კოდი: 120.340.000.22.026.008.144) შეტანილ იქნეს ცვლილება და №1 დანართს ნორმა №5-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ნორმა №51:
„განწესებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილე მოსამსახურეთა კვების ეტაპებად გადანაწილებული დღიური საერთო საჯარისო მშრალი სასურსათო იჯრა და სხვა ნივთები ნორმა №51
შენიშვნა: 1. ნორმა №51 -ით გათვალისწინებული მშრალი ულუფა პირად შემადგენლობაზე გაიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც მიზანშეუწონელია/შეუძლებელია მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფა საყაზარმე კვების პირობებში. 2. კვების პროდუქტების შეცვლისას გამოიყენება ერთი პროდუქტის მეორე პროდუქტით შეცვლის ნორმები. 3. დასაშვებია ცხრილში მოცემული პროდუქტების გრამაჟი შეიცვალოს მეტობისკენ (შეფუთვიდან გამომდინარე). 4. ხილი შესაძლებელია ჩანაცვლდეს 80 გრამი კარამელით. 5. ნორმა №51-ით გათვალისწინებული მშრალი ულუფის დღიური კალორიულობა უნდა შეესაბამებოდეს 4000-4700 კკალორიას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები