დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016993 |
|
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში (სსმ, №19, 10/02/2006; სარეგისტრაციო კოდი: 120.340.000.22.026.008.144) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების 13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ ბრძანებით დამტკიცებულ ყოველდღიურ სასურსათო უზრუნველყოფის ნორმებში მოცემული კვების პროდუქტების შეცვლა სხვა პროდუქტებით შესაძლებელია ამ ბრძანების შესაბამისად ან საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. პროდუქტების შეცვლამ არ უნდა გამოიწვიოს ყოველდღიური სასურსათო უზრუნველყოფის შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული ყველა პროდუქტის ერთობლივი კალორიული ღირებულების შემცირება.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის ნორმა №51-ის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. დასაშვებია სადილის მენიუში 70 გრამი „საკონდიტრო ნაწარმი შეფუთვით“ და 30 გრამი „ყველი მდნარის“ ნაცვლად გაიცეს 70 გრამი „თხილეულის ნუგბარი ხილის არომატით“.“ |
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები