დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 645 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 123, 27/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016005 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №645
2010 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში (სსმ III, 10.02.2006 წ., №19, მუხ. 235) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“.
2. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა.დ” და „გ1” ქვეპუნქტების შესაბამისად,”
3. პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები – დანართი №1.
11. ამ ბრძანებით დამტკიცებული სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები (გარდა კადეტთა სასურსათო იჯრისა ნორმა №6) წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის მინიმალურ ნორმებს და მათი გაზრდა შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებით, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებსა და მე-7 პუნქტში განსაზღვრული ყოველდღიური სასურსათო უზრუნველყოფის ნორმის ღირებულების ფარგლებში.“.
4. დაემატოს 14 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„14 სამხედრო მოსამსახურეთათვის ამ ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები ვრცელდება აგრეთვე სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამხედრო მოსამსახურეებზე.“.
5. დანართი №1-ის ნორმა №1-ის (საერთო საჯარისო სასურსათო იჯრა საყაზარმე კვების პირობებში) შენიშვნის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) 150 გრამი პური I ხარისხის ხორბლის ფქვილისგან, 100 გ. რძე, 50 გ. შებოლილი ძეხვეული, 10 გ. შაქარი და 1 გ. ჩაი – სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებზე, კაპრალთა და სერჟანტთა შემადგენლობაზე, რომლებიც მუდმივად ან დროებით გადიან სამხედრო სამსახურს ზღვის დონიდან 1500 მ და ზევით ადგილებში და სამხედრო საჰაერო ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებზე, მძიმე კლიმატური პირობების ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრზე და დაუსახლებელ ადგილებში, ამავე ადგილებში შეკრებაზე გამოძახებულ სამხედრო ვალდებულებზე და მსმენელებზე;’’.
6. დანართი №1-ის ნორმა №5-ის (საერთო საჯარისო მშრალი სასურსათო იჯრა) შენიშვნის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. კვების პროდუქტების შეცვლისას გამოიყენება ერთი პროდუქტის მეორე პროდუქტით შეცვლის ნორმები.
* საერთო საჯარისო მშრალი ულუფის გალეტის გარეშე დაკომპლექტებისას უშუალოდ სამხედრო ნაწილში დასაშვებია 300-400 გ. გალეტის ნაცვლად გაიცეს 750 გ. თეთრი პური I ხარისხის ფქვილისგან.’’.
7. დანართ №1-ს დაემატოს „კადეტთა სასურსათო იჯრა ნორმა №6“ და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი–მე-4 და მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი–მე-4 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2010 წლის 9 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
მინისტრი ბ. ახალაია
კადეტთა სასურსათო იჯრა
ნორმა №6
| „№ | სურსათის დასახელება | ზომის ერთ. | დღიური ნორმა |
| 1 | პური | გ | 640 |
| 2 | ხორბლის ფქვილი II ხარისხის | გ | 10 |
| 3 | სხვა ბურღული (მათ შორის, პარკოსნები) | გ | 60 |
| 4 | ბრინჯი | გ | 40 |
| 5 | მაკარონის ნაწარმი | გ | 40 |
| 6 | ხორცი | გ | 200 |
| 7 | თევზი | გ | 100 |
| 8 | მარგარინი და სხვადასხვა ცხიმი | გ | 10 |
| 9 | მცენარეული ზეთი | გ | 20 |
| 10 | კარაქი | გ | 20 |
| 11 | რძე | გ | 150 |
| 12 | არაჟანი | გ | 50 |
| 13 | ხაჭო | გ | 50 |
| 14 | ყველი | გ | 30 |
| 15 | მაიონეზი | გ | 10 |
| 16 | კვერცხი (ცალი კვირაში) | გ | 4 |
| 17 | შაქარი | გ | 60 |
| 18 | მარილი | გ | 20 |
| 19 | ჩაი | გ | 1 |
| 20 | კაკაო | გ | 0,5 |
| 21 | დაფნის ფოთოლი | გ | 0,3 |
| 22 | საკაზმ-სანელებლები | გ | 0,4 |
| 23 | წიწაკა | გ | 0,3 |
| 24 | მდოგვის ფხვნილი | გ | 0,3 |
| 25 | ძმარი | გ | 3 |
| 26 | ტომატ-პასტა | გ | 10 |
| 27 | საწებელი | გ | 5 |
| 28 | კარტოფილი | გ | 500 |
| 29 | კომბოსტო | გ | 100 |
| 30 | ჭარხალი | გ | 50 |
| 31 | სტაფილო | გ | 50 |
| 32 | ხახვი | გ | 50 |
| 33 | ნიორი | გ | 2 |
| 34 | კიტრი, პამიდორი | გ | 50 |
| 35 | ბადრიჯანი | გ | 50 |
| 36 | მწვანილი სხვადასხვა | გ | 20 |
| 37 | ხილი სხვადასხვა | გ | 200 |
| 38 | ხილფაფა ან ჯემი | გ | 10 |
| 39 | გამაგრილებელი სასმელები | გ | 300 |
| 40 | თაფლი | გ | 25“ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები