დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 226 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 06/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.014453 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.014.453
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №226
2010 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებას (სსმ III, 10.02.2006 წ., №19, მუხ. 235) დაემატოს 11, 12 და 13 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„11. ამ ბრძანებით დამტკიცებული სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის მინიმალურ ნორმებს და მათი გაზრდა შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებით, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებსა და მე-7 პუნქტში განსაზღვრული ყოველდღიური სასურსათო უზრუნველყოფის ნორმის ღირებულების ფარგლებში.
12. ამ ბრძანების 11 პუნქტში მითითებული ყოველდღიური სასურსათო უზრუნველყოფის ნორმის ღირებულების ფარგლებში შესაბამისი სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
13. ამ ბრძანებით დამტკიცებულ ყოველდღიურ სასურსათო უზრუნველყოფის ნორმებში მოცემული კვების პროდუქტების შეცვლა სხვა პროდუქტებით შესაძლებელია ამ ბრძანებით დამტკიცებული „ერთი პროდუქტის სხვა პროდუქტებით შეცვლის ნორმების“ შესაბამისად ან საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, თუ ეს არ გამოიწვევს ყოველდღიური სასურსათო უზრუნველყოფის შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული ყველა პროდუქტის ერთობლივი კალორიული ღირებულების შემცირებას.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები