დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 468 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/06/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016125 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №468
2012 წლის 5 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში (სსმ III, 10.02.2006 წ., №19, მუხ. 235) შეტანილ იქნეს ცვლილება და №1 დანართის ,,სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა სასურსათო №8 იჯრის” შენიშვნის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ დანართით გათვალისწინებული სასურსათო ნორმებით უზრუნველყოფა გავრცელდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე, სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამოქალაქო პირებზე, რომელთა ნუსხას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.”.
მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის პირველი ივნისიდან.
ბ . ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები