„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 14/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016887
31
14/05/2021
ვებგვერდი, 14/05/2021
120340000.22.026.016887
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №31

2021 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში (სსმ, №19, 10/02/2006; სარეგისტრაციო კოდი: 120.340.000.22.026.008.144) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი, 1 1  და  1 2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები  დანართი №1.

1​ 1. ამ ბრძანებით დამტკიცებული სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები წარმოადგენს სასურსათო უზრუნველყოფის მინიმალურ ნორმებს და მათი გაზრდა შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების ღირებულების ფარგლებში.

1​ 2. კვებითი უზრუნველყოფა ითვალისწინებს კერძის შეუზღუდავი რაოდენობით მიწოდებას. შეუზღუდავი რაოდენობით მიწოდება,  გარდა ამავე ბრძანებით დადგენილი გამონაკლისებისა, არ ვრცელდება ხორცის, თევზისა და მათგან დამზადებული კერძების მიწოდებაზე.“.

2. 1 4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1 ​4. ამ ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებზე, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე, აგრეთვე, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებზე.“.

3. 1 7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 8 პუნქტი:

„18.  სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების კვებითი უზრუნველყოფა განხორციელდეს კერძის შეუზღუდავი რაოდენობით მიწოდებით, ხოლო ხორცი და ხორცის პროდუქტები 400 გრამი და თევზი და თევზის პროდუქტები 160 გრამი.“.

4. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის:

ა) ნორმა №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები

ნორმა №1 “;

ბ) ნორმა №61  ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე