დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016317 |
|
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში (სსმ III, 10.02.2006 წ., №19, მუხ. 235) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,15. ამ ბრძანებით დამტკიცებული სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები ვრცელდება სასურსათო (საქვაბე) კმაყოფაზე აყვანილ სამხედრო მოსამსახურეებსა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებზე. თუ სამხედრო მოსამსახურე და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი არ დგას სასურსათო კმაყოფაზე, მას სასურსათო ულუფის ნაცვლად მიეცემა ფულადი კომპენსაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ ბრძანებით დადგენილი ნორმები არ ვრცელდება და სასურსათო ულუფა არ გაიცემა შემდეგ პერიოდზე: ა) დროებით დათხოვნისა (მათ შორის, სამხედრო ნაწილის მიერ სამსახურიდან დათხოვნის პროცედურების დაწყების გამო სასურსათო კმაყოფიდან მოხსნისას) და სამსახურის თვითნებურად დატოვების პერიოდში. დროებით დათხოვნის პერიოდში არ შედის და სასურსათო ულუფა გაიცემა: ა.ა) შრომისუუნარობის ფურცელზე ყოფნის პერიოდში; ა.ბ) შვებულებაში ერთჯერადად 5 დღეზე მეტი ხნით ყოფნის პერიოდში; ა.გ) ქვეყნის შიგნით მივლინებაში ყოფნის პერიოდში, თუ არ ხდება სადღეღამისო ხარჯების ანაზღაურება; ბ) შვებულებაში (გარდა ავადმყოფობის გამო შვებულებისა) 5 დღემდე ყოფნისას; გ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას; დ) ქვეყნის შიგნით მივლინებისას, თუ ხდება სადღეღამისო ხარჯების ანაზღაურება; ე) კადრების განკარგულებაში ყოფნისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ პერიოდში პირს ეკისრება შესაბამის თანამდებობაზე მოვალეობების შესრულება; ვ) სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ამ თანამდებობიდან გადაყენებისას.“. |
2.
ბრძანების 16 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები