დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის N31 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 806 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/11/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 158, 03/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016014 |
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №806
2010 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებას (სსმ III, 10.02.2006წ., №19, მუხ.235) დაემატოს 15 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„15. ამ ბრძანებით დამტკიცებული სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები ვრცელდება სასურსათო (საქვაბე) კმაყოფაზე აყვანილ სამხედრო მოსამსახურეებზე. თუ სამხედრო მოსამსახურე არ დგას სასურსათო კმაყოფაზე, მას სასურსათო ულუფის ნაცვლად მიეცემა ფულადი კომპენსაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ ბრძანებით დადგენილი ნორმები არ ვრცელდება და სასურსათო ულუფა არ გაიცემა შემდეგ პერიოდზე:
ა) დროებით დათხოვნისა (მათ შორის, სამხედრო ნაწილის მიერ სამსახურიდან დათხოვნის პროცედურების დაწყების გამო სასურსათო კმაყოფიდან მოხსნისას) და სამსახურის თვითნებურად დატოვების პერიოდში. დროებით დათხოვნის პერიოდში არ შედის და სასურსათო ულუფა გაიცემა:
ა.ა) შრომისუუნარობის ფურცელზე ყოფნის პერიოდში;
ა.ბ) შვებულებაში ერთჯერადად 5 დღეზე მეტი ხნით ყოფნის პერიოდში;
ა.გ) ქვეყნის შიგნით მივლინებაში ყოფნის პერიოდში, თუ არ ხდება სადღეღამისო ხარჯების ანაზღაურება;
ბ) შვებულებაში (გარდა ავადმყოფობის გამო შვებულებისა) 5 დღემდე ყოფნისას;
გ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას;
დ) ქვეყნის შიგნით მივლინებისას, თუ ხდება სადღეღამისო ხარჯების ანაზღაურება;
ე) კადრების განკარგულებაში ყოფნისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ პერიოდში პირს ეკისრება შესაბამის თანამდებობაზე მოვალეობების შესრულება;
ვ) სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ან თანამდებობიდან გადაყენებისას.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი ბ. ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები