„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 79
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 03/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 040211, 04/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016033
  • Word
79
03/02/2011
ვებგვერდი, 040211, 04/02/2011
120340000.22.026.016033
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №79

2011 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულების სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში (სსმ III, 10.02.2006წ., №19, მუხ.235) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ.

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სპეციალური წოდების მქონე პირთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის493 ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა.დ“ და „გ1“ ქვეპუნქტების შესაბამისად, .

3. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. დამტკიცდეს    „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულების სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები – დანართი 1..

4. ბრძანების 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ ბრძანებით დამტკიცებული სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები (გარდა კადეტთა სასურსათო იჯრისა, ნორმა6) წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეთა, სახლმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა სასურსათო უზრუნველყოფის მინიმალურ ნორმებს და მათი გაზრდა შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებით, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის 560 ბრძანების მე-6 პუნქტის ა“, ბ“, გ“ ქვეპუნქტებსა და მე-7 პუნქტში განსაზღვრული ყოველდღიური სასურსათო უზრუნველყოფის ნორმის ღირებულების ფარგლებში..

5. ბრძანებას დაემატოს 16 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„16. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა მიეცემათ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.“.

 

6. ბრძანებით დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა სასურსათო იჯრა №8 თანდართული რედქციით.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2011 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

. ახალაია

 

,,სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა სასურსათო იჯრა №8

 

N

პროდუქტის დასახელება

დღიური ნორმა

 

 

ბრუტო, გ.

1

პური I ხარისხის ხორბლის ფქვილისგან

640

2

ხორბლის ფქვილი II ხარისხის

10

3

სხვა ბურღულეული (მათ შორის პარკოსნები)

60

4

ბრინჯი

40

5

მაკარონის ნაწარმი

40

6

ხორცი

250

7

თევზი

120

8

მარგარინი და სხვა ცხიმი

20

9

მცენარეული ზეთი

20

10

კარაქი

30

11

რძე

150

12

არაჟანი

20

13

ხაჭო

30

14

ყველი

30

15

მაიონეზი

10

16

კვერცხი (ცალი კვირაში)

3

17

შაქარი

60

18

მარილი

20

19

ჩაი

1

20

ყავა

0.8

21

კაკაო

0.5

22

დაფნის ფოთოლი

0.3

23

აჯიკა

5

24

საკმაზ-სანელებლები

0.4

25

წიწაკა

0.3

26

მდოგვის ფხვნილი

0.3

27

ძმარი

5

28

ტომატ-პასტა

10

29

საწებელი

10

30

კარტოფილი

500

31

კომბოსტო

100

32

ჭარხალი

50

33

სტაფილო

50

34

ხახვი

50

35

ნიორი

5

36

კიტრი, პამიდორი

40

37

ბადრიჯანი

35

38

მწვანილი სხვადასხვა

20

39

ხილი სხვადასხვა

150

40

ხილფაფა ან ჯემი

5

41

გამაგრილებელი სასმელები

200

 

 

 

შენიშვნა:

 

1. ამ დანართით გათვალისწინებული სასურსათო ნორმებით უზრუნველყოფა გავრცელდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე, რომელთა ნუსხას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

2. ამ შენიშვნის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთათვის სასურსათო ნორმების უზრუნველყოფის პირობებს, პროცედურებსა და უზრუნველყოფაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

3. მოცემულ ნორმასთან დამატებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებლია გაიცეს ერთ ადამიანზე:

ა) 100გ. ხორცი და 20გ. ყველი, რომლებიც მუდმივად მუშაობენ აეროდრომებზე, პოლიგონებზე, უშუალოდ საფრენი აპარატების მომსახურეობაზე, ტექნიკურ და სასტარტო პოზიციებზე და უზრუნველყოფენ მათ ფრენას. აღნიშნული თანამდებობების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ბ) 150გ. პური I ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან, 100გ. რძე, 50გ. შებოლილი ძეხვეული, 10გ. შაქარი და 1გ. ჩაი – რომლებიც მუდმივად ან დროებით გადიან სამსახურს ზღვის დონიდან 1500მ და ზევით ადგილებში მძიმე კლიმატური პირობების ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრზე და დაუსახლებელ ადგილებში;

გ) 50გ. ხორცი და 10გ. კარაქი – რომელთა რეალური სამსახური დაკავშირებულია პარაშუტით ხტომასთან;

დ) 50გ. ხორცი, 20გ. კარაქი, 100გ. რძე, 3ც. კვერცხი (კვირაში), 15გ. ყველი – რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ორგანიზმზე მაიონიზირებელი გამოსხივების მოქმედებასთან და მომწამვლელი კომპონენტების შემცველ საწვავთან. გარდა აღნიშნულისა, მაიონიზირებელ გარემოში მომუშავე პირებზე დამატებით გაიცემა 100გ. ახალი ხილი. აღნიშნული თანამდებობების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით;

ე) ეძლევათ 100გ. ხორცი, 20გ. კარაქი და 25გ. შაქარი – რომლებიც დაცვის, თავდაცვისა და გასაცილებლად სამხედრო და სპეციალური ტვირთების გადატანის დროს დანიშნულები არიან ყარაულში (განწესში);

ვ) 100გ. ხორცი, 20გ. კარაქი, 100გ. რძე და 10გ. ყველი (ხმელი) – საზეიმო მიღება-გაცილების დღეებში;

ზ) 20გ. ბურღულეული, 100გ. ხორცი, 50გ. ძეხვეული (ნახევრადშებოლილი), 30გ. თევზი (უთავო, გამოშიგნული), 10გ. კარაქი, 200გ. მაწონი, 50გ. რძე, 80გ. არაჟანი, 70გ. ხაჭო, 20გ. ყველი, 4ც. კვერცხი (კვირაში), 10გ. შაქარი, 100გ. კარტოფილი, 20გ. კომბოსტო, 10გ. ჭარხალი, 10გ. სტაფილო, 10გ. ხახვი, 5გ. ნიორი, 10გ. კიტრი და პომიდორი, 15გ. ბადრიჯანი, 15გ. მწვანილი სხვადასხვა, 150გ. ხილი სხვადასხვა, 35გ. ჯემი, 20გ. თაფლი, 100გ. გამაგრილებელი სასმელები – სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების მოსამსახურეებს.

თ) 100გ. პური, 20გ. შაქარი, 1გ. ჩაი – რომლებიც დანიშნულები არიან ყარაულში (განწესში);

ი) ქაღალდის ხელსახოცი – 3ც. დღეში.“.