საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვის და დაფარვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვის და დაფარვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 194
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/08/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 13/08/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).003.000063
194
08/08/1997
გამოუქვეყნებელი, 0, 13/08/1997
000000090.01(2).003.000063
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვის და დაფარვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ერთობლივი

ბრძანება №194/45 

1997 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვის და დაფარვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“

დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულება თანახმად დანართისა.

 

საქართველოს ფინანსთა                                 საქართველოს ეროვნული

მინისტრი                                                            ბანკის პრეზიდენტი

მიხეილ ჭკუასელი                                             ნოდარ ჯავახიშვილი

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულება

 

1. ზოგადი დებულებანი

1.1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო

ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ წესებს.

1.2. სახაზინო ვალდებულებების გამოშვება ხდება ეროვნულ ვალუტაში. ისინი გაიყიდება დისკონტით და დაიფარება ნომინალური ღირებულებით. ერთი სახაზინო ვალდებულების ნომინალური ღირებულებაა 1000 ლარი. ერთი სახაზინო ვალდებულების საანგარიშსწორებო ფასი დგინდება ფორმულით:

                                                             ნომინალური ღირებულება

 

საანგარიშსწორებო ფასი = -------------------------------------------------------------------

                                საპროცენტო განაკვეთი      დაფარვამდე დღეების რაოდენობა

                                1+(------------------------- * -----------------------------------------------)

                                              100                                                  360

1.3. სახაზინო ვალდებულებების გამოშვება ხდება არამატერიალიზებული ფორმით, ჩანაწერებით საბუხჰალტრო დავთარში.

1.4. სახაზინო ვალდებულებები გაიყიდება აუქციონზე. აუქციონზე გასატანი სახაზინო ვალდებულებების რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით.

1.5. აუქციონზე გატანილი სახაზინო ვალდებულებების 20 პროცენტი დაიჯავშნება ფიზიკური პირების არაკონკურენტული განაცხადების დასაკმაყოფილებლად. არაკონკურენტული განაცხადების წარმოუდგენლობის ან მათი სრულად დაკმაყოფილების შემდეგ სახაზინო ვალდებულებების დარჩენილი ოდენობა გამოიყენება კონკურენტული განაცხადების დასაკმაყოფილებლად.

1.6. აუქციონის მუშაობას წარმართავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დანიშნული აუქციონის კომიტეტი (შემდგომში „კომიტეტი“) ხუთი პირის შემადგენლობით ორი მათგანი ინიშნება ფინანსთა მინისტრის წარდგინებით.

1.7. აუქციონის ჩატარება ეფუძნება მრავალი ფასის მეთოდს.

1.8. აუქციონი ეწყობა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციულ შენობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გრაფიკის შესაბამისად ხუთშაბათობით, დღის 12 საათზე.

1.9. ფინანსთა სამინისტროს შეუძლია განსაზღვროს დამატებითი აუქციონების საჭიროება, რის შესახებაც მან უნდა აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.

1.10. ფინანსთა სამინისტრო ძირითადი და დამატებითი აუქციონის მოწყობის თაობაზე, ათი დღით ადრე წარუდგენს შეტყობინებას (დანართი 1) ეროვნულ ბანკს.

1.11. დასაშვებია სახაზინო ვალდებულებების პირველადი მფლობელის მიერ მისი სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირებისათვის გადაცემა ამ დებულების 4.4 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად.

2. განაცხადების წარდგენის წესი

2.1. აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სერტიფიცირებულ კომერციულ ბანკებს (შემდგომში „ბანკებს“) და მათი მეშვეობით ფიზიკურ, აგრეთვე რეზიდენტ და არარეზიდენტ იურიდიულ პირებს.

2.2. განაცხადს აუქციონში მონაწილეობის შესახებ (დანართები №3-4) ბანკები (არაუგვიანეს აუქციონის დაწყებამდე ორი საათით ადრე) წარადგენენ დაბეჭდილი კონვერტებით და ათავსებენ სპეციალურ ყუთში, რომელიც განთავსებულია ეროვნული ბანკის შენობის პირველ სართულზე. ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე განაცხადის წარდგენა.

2.3 სახაზინო ვალდებულებების ყიდვაზე კონკურენტული განაცხადის თანხა უნდა იყოს 1000 ლარი ან მისი ჯერადი, გამონაკლისი კეთდება ფიზიკური პირებისათვის, რომელთაც ნება ეძლევათ წარმოადგინონ მხოლოდ ერთი არაკონკურენტული განაცხადი 500 ლარამდე ნომინალით, ან 100 ლარის ჯერადი. ამასთან, ფიზიკურ პირებს შეუძლიათ გააკეთონ კონკურენტული განაცხადები 1000 ლარის ან მისი ჯერადის ოდენობით.

2.4. აუქციონში მონაწილე ბანკები ვალდებული არიან ეროვნულ ბანკში N915 საბალანსო ანგარიშზე „სახაზინო ვალდებულებების შეძენასთან დაკავშირებული ოპერაციებით  ანგარიშსწორება“ გადარიცხონ, ან შეიტანონ ნაღდი ფული წარდგენილ განაცხადში მითითებული თანხის ოდენობით მისი წარდგენისთანავე, მაგრამ აუქციონის დაწყებამდე არაუგვიანეს ორი საათით ადრე.

2.5. სახაზინო ვალდებულებების ყიდვის მსურველმა არასაბანკო იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა განაცხადები და მათში მითითებული თანხები უნდა შეიტანონ ბანკებში. ბანკები სახაზინო ვალდებულებების საყიდლად ფაქტიურად მიღებული თანხის გათვალისწინებით ამ დებულების 2.2 და 2.3 პუნქტების შესაბამისად ეროვნულ ბანკში წარადგენენ განაცხადებს მათ სასარგებლოდ.

2.6. ბანკები ვალდებული არიან იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან სახაზინო ვალდებულებების შესაძენად მიღებული თანხები, მათი მიღებიდან ერთი დღის განმავლობაში გადარიცხონ ეროვნულ ბანკში, მათთვის გახსნილ N915 პირად ანგარიშზე, ან შეიტანონ ნაღდი ფული დებულების 2.4. პუნქტის შესაბამისად.

2.7. აუქციონზე დაიშვებიან მხოლოდ ის ბანკები, რომლებმაც არაუგვიანეს აუქციონის დაწყებამდე ორი საათით ადრე წარადგინეს სწორად შევსებული განაცხადები და უზრუნველყვეს განაცხადით გათვალისწინებული თანხის შეტანა ეროვნულ ბანკში.

2.8. აკრძალულია შემოტანილი განაცხადის შეცვლა ან გატანა.

3. აუქციონის კომიტეტის მუშაობის წესი

3.1. კომიტეტი აუქციონის ჩატარებამდე 7 დღით ადრე აქვეყნებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით შეტყობინებას (დანართი №2) აუქციონის ჩატარების შესახებ, რომელშიც აღინიშნება გამოტანილი სახაზინო ვალდებულებების რაოდენობა, დაფარვის ვადა, აგრეთვე განაცხადების წარდგენის ვადა.

3.2. აუქციონის ჩატარების დღეს, 10 საათზე, კომიტეტის წევრი, რომელსაც დავალებული აქვს ყუთის გახსნა, ყუთიდან იღებს კონვერტებს. იგი ვალდებულია შეამოწმოს, ხომ არ დარჩა ყუთში კონვერტი. კომიტეტის წევრები ხსნიან კონვერტებს და ამოწმებენ განაცხადების შევსების სისწორეს, ყველა რეკვიზიტისა და ხელმოწერის არსებობას. განაცხადში მითითებული თანხის შესაბამისობას სახაზინო ვალდებულებების შესაძენად ეროვნულ ბანკში გადარიცხულ თანხასთან.

3.3. არასწორად შევსებული ან გადმორიცხულ თანხასთან შეუსაბამობაში მყოფი განაცხადები აუქციონზე არ დაიშვება. იმავდროულად მათზე დგება რეესტრი და გადაეცემა ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოს თანხების უკან დაბრუნების მიზნით.

3.4. აუქციონზე დაშვებული განაცხადების მონაცემები, მისი პროგრამულად დამუშავების მიზნით, შეიტანება კომპიუტერში. კომიტეტის ის წევრები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან აუქციონზე დაშვებული განაცხადების მონაცემების კომპიუტერში მთლიანად შეტანაზე, ამოწმებენ ბანკების მიხედვით განაცხადების და მისი რეკვიზიტების შესაბამისობას კომპიუტერში შეტანილ ინფორმაციასთან.

3.5. ამ დებულების 3.4 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ჩატარების შემდეგ, განაცხადები დაჯგუფდება განცხადებული საპროცენტო განაკვეთების ზრდის კვალობაზე.

3.6. აუქციონის მუშაობა შეწყდება მაშინ, როდესაც ყველაზე დაბალი განცხადებული საპროცენტო განაკვეთიდან ზრდის გათვალისწინებით დალაგებული კონკურენტული განაცხადების საერთო თანხა გაუთანაბრდება გასაყიდად გამოტანილი სახაზინო ვალდებულებების საერთო თანხის 80% -ს კორექტირებულს ამ დებულების 15 პუნქტის შესაბამისად.

3.7. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის შეწყვეტის დონეზე ყველაზე მაღალი ერთი და იგივე შემოსავლიანობის მქონე რამდენიმე კონკურენტული განაცხადის თანხა აღემატება გასაყიდად გამოტანილი სახაზინო ვალდებულებების ოდენობას, ეს განაცხადები დაკმაყოფილდება პროპორციული განაწილების პრინციპით, მძიმიდან მარცხნივ ასეულის სიზუსტის დამრგვალებით.

3.8. არაკონკურენტული განაცხადები დაკმაყოფილდება აუქციონზე წარმატებული განაცხადების საშუალო შეწონილი ფასით. რომელიც გამოიანგარიშება ფორმულით:

სადაც:

C - სახაზინო ვალდებულების საშუალო შეწონილი ფასი;

Ci - აუქციონზე დაკმაყოფილებული კონკურენტული განაცხადების საანგარიშსწორებო ფასები;

Qi - დაკმაყოფილებული განაცხადებით სახაზინო ვალდებულებების რაოდენობა;

არაკონკურენტული განაცხადებით, საერთო თანხის დებულების 1.5 პუნქტის შესაბამის დაჯაშვნილ თანხაზე გადაჭარბებისას, ისინი დაკმაყოფილდება პროპორციული განაწილების წესით, მძიმიდან მარცხნივ ათეულის სიზუსტის დამრგვალებით.

3.9. ამ დებულების 3.3, 3.6 და 3.8 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების შედეგად განაცხადების დაუკმაყოფილებლობისას, თანხა აუქციონის ჩატარების დღეს დაუბრუნდება ბანკებს.

3.10. აუქციონის შედეგები გამოქვეყნდება მისი დამთავრების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 1 საათისა ეროვნული ბანკის შენობის პირველ სართულზე განთავსებულ სტენდზე და გადაეცემა დასაბეჭდად გაზეთებში: „ბანკი +“ და „ფინანსები“.

4. სახაზინო ვალდებულებების ყიდვაზე შემდგარი გარიგებების რეგისტრაცია

4.1. კომიტეტი აწარმოებს ბანკების მონაწილეობით აუქციონზე შემდგარი გარიგებების რეგისტრაციას (დანართი №5).

4.2. რეესტრს ენიჭება 11 ციფრისაგან შემდგარი ნომერი, რომლის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს აუქციონის ნომერს, მისი მომდევნო ციფრი აღნიშნავს მიმოქცევის ვადას, შემდეგი აღნიშვნის გათვალისწინებით:

„1“ ასახავს 28 დღის ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს.

„2“ ------- 91 დღის ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს.

„3“ -------- 181 დღის ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს.

„4“ --------- 9 თვის ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს.

„5“ --------- 1 წლის ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს.

„6“ 1 წელზე მეტი ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს.

შემდეგი რვა ციფრი აღნიშნავს გამოშვების რიცხვს თვესა და წელს.

4.3. აუქციონში მონაწილე ბანკები ვალდებული არიან, აწარმოონ სუბრეესტრები იმავე პრინციპით ინვესტორების ჭრილში (დანართი №6)

4.4. სახაზინო ვალდებულებების გასხვისებისას ბანკი ვალდებულია, მასთან შემოსული შეტყობინების საფუძველზე (დანართი №7) სუბრეესტრში დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო  ჩანაწერები და იმავდროულად წარუდგინოს აუქციონის კომიტეტს შეტყობინება სახაზინო ვალდებულებების (გასხვისების თაობაზე რეესტრში ცვლილების შესატანად გამორიცხულია სახაზინო ვალდებულებების დაფარვის დღეს სუბრეესტრსა და რეესტრში ცვლილებების შეტანა), დაფარვის ვადის დადგომისას ახალი მფლობელისთვის სახაზინო ვალდებულებების ნომინალური ღირებულებით ანაზღაურების მიზნით. ამავე პირობის დაცვით უნდა იქნეს წარდგენილი შეტყობინება კომიტეტში, ბანკის კუთვნილი სახაზინო ვალდებულების გასხვისებისას, ან დაგირავებისას, აგრეთვე მაშინ, როდესაც სახაზინო ვალდებულების გამსხვისებელს და მის ახალ მფლობელს ემსახურება სხვადასხვა ბანკი.

4.5. კომიტეტი ვალდებულია პერიოდულად შეამოწმოს ბანკების მიერ სუბრეესტრების წარმოება, ასევე მათ მიერ კლიენტებისათვის შეძენილი სახაზინო ვალდებულებების ნომინალური ღირებულების საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხვიდან ერთი საბანკო დღის განმავლობაში კუთვნილებისამებრ ანგარიშებზე ჩარიცხვა. დარღვევების გამოვლენისას აუქციონის კომიტეტს შეუძლია დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით:

ა) არ დაუშვას ბანკი აუქციონებზე;

ბ) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის 30-ე მუხლის თანახმად, დასვას საკითხი საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის წინაშე ბანკისათვის სანქციების მიყენების თაობაზე.

5. სახაზინო ვალდებულებების ყიდვა-გაყიდვასთან და დაფარვასთან დაკავშირებული ანგარიშსწორების წესები

5.1. სახაზინო ვალდებულებების შესყიდვის შესახებ დაკმაყოფილებული განაცხადებით ანგარიშსწორება მთლიანად უნდა დასრულდეს აუქციონის ჩატარების დღეს.

5.2. აუქციონში გამარჯვებულ ბანკებს სახაზინო ვალდებულებების საყიდლად გადახდილ თანხასა და ნაყიდი სახაზინო ვალდებულების საანგარიშსწორებო ფასს შორის სხვაობის თანხა დაუბრუნდებათ აუქციონის ჩატარების დღეს, №915 პირადი ანგარიშის დადებეტებით და ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშის დაკრედიტების გზით, ხოლო მითითებულ ანგარიშზე დარჩენილი თანხა იმავე დღეს გადაერიცხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს №103 საბალანსო ანგარიშზე.

5.3. ბანკები ვალდებულნი არიან საკორესპონდენტო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დასტურის მიღებიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში ჩაურიცხონ თანხები კუთვნილებისამებრ მფლობელებს.

5.4. განთავსებული სახაზინო ვალდებულებების დაფარვის ვადის დადგომისას კომიტეტი ფინანსთა სამინისტროს №102 საბალანსო ანგარიშიდან ჩამოწერს დაფარვის დღეს რეესტრით გათვალისწინებული სახაზინო ვალდებულებების რაოდენობის ეკვივალენტურ თანხას ნომინალური ღირებულებით და ჩარიცხავს მათ პირად ანგარიშებზე სახაზინო ვალდებულებების დაფარვის კალენდარული დღის გამოსასვლელ დღეებზე დამთხვევისას, დაფარვა განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს საანგარიშსწორებო ფასის განსაზღვრისას, დაფარვის დღეების რაოდენობის კორექტირებით.

6. მხარეთა პასუხისმგებლობა

6.1. აუქციონის მონაწილეები ვალდებულნი არიან განუხრელად დაიცვან აუქციონის დებულების მოთხოვნები.

6.2. კომიტეტი უფლებამოსილია გააკონტროლოს აუქციონის მონაწილეების მიერ ამ დებულების პირობების დაცვის მდგომარეობა.

7. დებულებაში ცვლილებების შეტანა

ეს დებულება შეიძლება შეიცვალოს მუშაობის გამოცდილების დაგროვებასთან ერთად. მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება აუქციონის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე.

8. დებულებაში გამოყენებული ტერმინები

სახაზინო ვალდებულებები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, სადაც მოვალედ გამოდის სახელმწიფო.

სახაზინო ვალდებულებების აუქციონი – სახაზინო ვალდებულებების გაყიდვა წინასწარ დადგენილ  დროს და დანიშნულ ადგილზე.

აუქციონის მონაწილეები – საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული სერტიფიცირებული კომერციული ბანკები.

ნომინალური ღირებულება ფასიანი ქაღალდების ღირებულების სიდიდე.

საანგარიშსწორებო ფასი – ფასი, რომელსაც იხდის მყიდველი სახაზინო ვალდებულებების შეძენისას.

საპროცენტო განაკვეთი – სახაზინო ვალდებულებების მყიდველების მიერ განცხადებული შემოსავლიანობის წლიური პროცენტი.

დისკონტის თანხა – სახაზინო ვალდებულებების ნომინალურ ღირებულებასა და საანგარიშსწორებო ფასს შორის სხვაობა.

მრავალი ფასის მეთოდი – მეთოდი, როლის დროსაც აუქციონში გამარჯვებული მყიდველი დაკმაყოფილდება განაცხადში მის მიერ მითითებული პროცენტიდან გამოთვლილი ფასით.

კონკურენტული განაცხადები  –  განაცხადები, რომლებიც მონაწილეობს კონკურსში.

არაკონკურენტული განაცხადები – განაცხადები, რომლებიც არ მონაწილეობს კონკურსში და მათი დაკმაყოფილება ხდება აუქციონზე წარმატებული კონკურენტული განაცხადების საშუალო შეწონილი ფასით.

გარიგების დღე – აუქციონის ჩატარების დღე.

დაფარვამდე დღეების რაოდენობა სახაზინო ვალდებულებების შეძენის დღიდან მის დაფარვამდე დღეების რაოდენობა.

დანართი №1

საქართველოს ეროვნულ ბანკს

შეტყობინება N

------ ------------------------ 1997 წელი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ

სახაზინო ვალდებულებების გამოშვების შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების გამოშვების და მისი მომსახურების შესახებ

1997 წლის ----------- ---------------------- N --------------

ხელშეკრულების საფუძველზე და შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად გთხოვთ, უზრუნველყოთ აუქციონის ჩატარება

1997 წლის ------------------ შემდეგი პირობებით:

                                                                                          (რიცხვი, თვე)

ემისიის სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი -----------------------------------------

ემისიის მოცულობა: --------------------------------------------------- ლარი.

                                          (თანხა ციფრებით და სიტყვებით)

ერთი სახაზინო ვალდებულების ნომინალური ღირებულება: ---------------------ლარი.

                                                                                               (თანხა ციფრებით და სიტყვებით)

სახაზინო ვალდებულებების დაფარვის ვადა 1997 წლის --------------------------

                                                                                                                (რიცხვი, თვე)

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი /მიხეილ ჭკუასელი/

დანართი №2

საქართველოს ეროვნული ბანკის შეტყობინება სახაზინო

ვალდებულებების აუქციონზე გაყიდვის თაობაზე

-- დღიანი სახაზინო ვალდებულებები.........................................ლარის ღირებულებით,

                                                                           (თანხა სიტყვებით)

რომლის დაფარვა განხორციელდება 199 წლის „----„ ------------გამოტანილი იქნება აუქციონზე 1997 წლის ......................................................................

                                                  (თვე, რიცხვი, საათი)

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განაცხადი დადგენილი ფორმით წარუდგინონ საქართველოს ეროვნულ ბანკს, სერტიფიცირებული კომერციული ბანკების მეშვეობით არა უგვიანეს 199   წლის ..................................................

                                                                    (თვე, რიცხვი, საათი)

აუქციონის შედეგები სახაზინო ვალდებულებების მყიდველ ბანკებს ეცნობებათ იმავე დღეს და გამოქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

აუქციონში მონაწილეობის მსურველნი გაცნობილი უნდა იყვნენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულებას და აღიარებდნენ მის სავალდებულო შესრულებას. განაცხადის ფორმების მიღება შეიძლება ეროვნულ ბანკში, ან ნებისმიერ სერტიფიცირებულ კომერციულ ბანკში.

 

აუქციონის კომიტეტი

დანართი №3

ბანკების საკუთარი განაცხადებისათვის

----------------------------------------------------------------------------

(ბანკის დასახელება, კოდი და 904* ანგარიშის პირადი ანგარიში)

გ ა ნ ა ც ხ ა დ ი

აუქციონის კომიტეტს

აუქციონზე წარმოდგენილი --- დღიანი

სახაზინო ვალდებულებების ყიდვაზე

თქვენი 199 წლის .............................. შეტყობინების საფუძველზე, მოგმართავთ აუქციონში მონაწილეობის

მისაღებად განაცხადით ............ დღიანი სახაზინო ვალდებულებების ყიდვის თაობაზე

.......................................................................................................................................... ლარზე.

(აღინიშნება შესასყიდი სახაზინო ვალდებულებების რაოდენობა და ნომინალური ღირებულება)

 გთხოვთ დაგვიშვათ აუქციონზე, რომელიც შედგება ეროვნულ ბანკში 199  წლის .......................

 

შესასყიდი სახაზინო ვალდებულებების ნომინალური ღირებულება

 

განცხადებული საპროცენტო განაკვეთი

(,.....)

(მძიმის მარჯვნივ მეასედის სიზუსტით)

 

1

2

3

განაცხადი 1

განაცხადი 2

განაცხადი 3

განაცხადი 4

განაცხადი 5

 

 

ჯ ა მ ი:

 

*

 

ჩვენთვის ცნობილია აუქციონის დებულებით გათვალისწინებული პირობები და უზრუნველვყოფთ მათ დაცვას.

                                    ხელმოწერები: 1.

                                                               2.

                                                                                                               ბ.ა.

                                                    199 წლის .........................

------------------------------

904 ანგარიშის პირადი ანგარიში –  „საკუთრივ კომერციული ბანკისათვის სახაზინო ვალდებულებების შესაძენად ეროვნულ ბანკში გადარიცხული სახსრები“ ცხრა თანრიგით.

მეორე სვეტში კონკრეტული განაცხადის გასწვრივ ნაჩვენები უნდა იყოს შესასყიდი სახაზინო ვალდებულებების რაოდენობისა და სახაზინო ვალდებულებების ნომინალური ღირებულების ნამრავლი.

 

დანართი №4

-------------------------------------

(ბანკის დასახელება და კოდი)

გ ა ნ ა ც ხ ა დ ი

აუქციონის კომიტეტს

აუქციონზე წარმოდგენილი ---- დღიანი

სახაზინო ვალდებულებების ყიდვაზე

თქვენი 199 წლის .......................... შეტყობინების საფუძველზე აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მოგმართავთ განაცხადით ---- დღიანი სახაზინო ვალდებულებების ყიდვის თაობაზე

------------------------------------------------------------------------------ ლარზე

(აღინიშნება შესასყიდი სახაზინო ვალდებულებების რაოდენობა და ნომინალური ღირებულება)

გთხოვთ დაგვიშვათ აუქციონზე, რომელიც შედგება ეროვნულ ბანკში 199   წლის ..........

 

კლიენტის

დასახელება

კლიენტის

პირადი ანგარიშის ნომერი

 

შესასყიდი

სახაზინო

ვალდებულებების ნომინალური

ღირებულება

 

 

განცხადებული

საპროცენტო

განაკვეთი

(მძიმის მარჯვნივ

მეასედის

სიზუსტით)

1

2

3

4

5

კონკურენტული

განაცხადები

განაცხადი 1

განაცხადი 2

განაცხადი 3

განაცხადი 4

განაცხადი 5

 

 

 

 

 

არაკონკურენტული

განაცხადები

განაცხადი 1

განაცხადი 2

განაცხადი 3

განაცხადი 4

განაცხადი 5

 

 

 

 

*

ჯ ა მ ი:

*

*

 

*

ჩვენთვის ცნობილია აუქციონის დებულებით გათვალისწინებული პირობები და უზრუნველვყოფთ მათ დაცვას.

                                    ხელმოწერები: 1.

                                                               2.

                                                                                                               ბ.ა.

                                                    199 წლის .........................

--------------------------

მეოთხე სვეტში კონკრეტული განაცხადის გასწვრივ ნაჩვენები უნდა იყოს შესასყიდი სახაზინო ვალდებულებების რაოდენობისა და ნომინალური ღირებულების ნამრავლი.

№4 დანართს ბანკები ადგენენ მხოლოდ იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ წარდგენილი განაცხადების საფუძველზე.

 

 

დანართი N5

აუქციონზე შემდგარი გარიგებების რეესტრი N

 

ბანკის დასახ ელება

კოდი

პირადი ანგარიში

სახაზინო ვალდებულებების რაოდენობა

შესყი დული სახაზინო

ვალდებუ ლებების ნომინა ლური ღირებ ულება

წლიური  საპრო ცენტო განაკვეთი

სახაზინო ვალდე ბულებების  დაფარვის,

რიცხვი, თვე, წელი

სახაზინო ვალდებუ ლებების  გასხვისებაზე შემოსული შეტყობინების მონაცემები

გასხვისებული (დაგირავებული) სახაზინო ვალდებულებების მფლობელის

გასხვისებული სახ. ვალდებუ ლებების

კოდი

პირადი ანგარიში

სახაზინო ვალდებ ულებების

გარიგების დღეს

გასხვი სების (დაგირავების) გათვა ლისწ.

გარი გების დღეს

გასხვი სების (დაგი რავების) გათვა ლისწ.

თვე, რიცხვი, წელი

რაო დენობა (-)

თანხა (-)

რ-ბა (+)

ნომ. ღირ-ბა (+)

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი N6

 

აუქციონში მონაწილე ბანკების სუბრეესტრი N

 

ბანკის დასახ ელება

პირადი ანგარიში

სახაზინო ვალდებულებების რაოდენობა

შესყიდული სახაზინო ვალდებულებების ნომინალური ღირებულება

საპრო ცენტო განაკვეთი

სახაზინო ვალდე ბულებების  დაფარვის,

რიცხვი, თვე, წელი

სახაზინო ვალდებუ ლებების  გასხვისებაზე შემოსული შეტყობინების მონაცემები

გასხვისებული (დაგირავებული) სახაზინო ვალდებულებების მფლობელის

გასხვისებული სახ. ვალდებულებების

კოდი

პირადი ანგარიში

სახაზინო ვალდებ ულებების

გარიგების დღეს

გასხვისების (დაგირავების) გათვალისწ.

გარიგების დღეს

გასხვისების (დაგირავების) გათვალისწ.

თვე, რიცხვი, წელი

რაო დენობა

თანხა

რ-ბა (+)

ნომ. ღირ-ბა (+)

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

13

14

15

16

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №7

შეტყობინება №

სახაზინო ვალდებულებების გასხვისების ან დაგირავების თაობაზე

„-----„                 199 წ.

სახაზინო ვალდებულებების გამსხვისებლის /დამგირავებლის/ დასახელება -----------

ბანკის კოდი, პირადი ანგარიშის ნომერი: -----------------------------------------------------

გაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ 199  წლის „    „ --------------------------N ----- აუქციონზე ნაყიდი სახაზინო ვალდებულებებიდან გასხვისებულია /დაგირავებულია/

რაოდენობა: ---------------------------------------------------------------------------------------

                                                 (ციფრებით და სიტყვები)

ნომინალური ღირებულებით: -----------------------------------------------------------------

                                                                         (ციფრებით და სიტყვებით)

სახაზინო ვალდებულებების ახალი მფლობელის /მოგირავნის/ დასახელება: -----------

ბანკის კოდი, პირადი ანგარიშის ნომერი: -----------------------------------------------------

გთხოვთ, შეიტანოთ ცვლილება სუბრეესტრში და აცნობოთ საქართველოს ეროვნულ ბანკს დაფარვის ვადის დადგომისას ახალი მფლობელისათვის /მოგირავნისათვის /სახაზინო ვალდებულებების ნომინალური ღირებულებით ანაზღაურების მიზნით.

გამსხვისებლის /დამგირავებლის ხელმოწერა:                                ბ.ა.

ახალი მფლობელის/ მოგირავნის ხელმოწერა:                                ბ.ა

------------------------------------------------------------------------------------------------------

მხოლოდ ბანკებისათვის

------------------------------------------------------------------------------------------------------ბანკში შეტყობინების შემოსვლის თარიღი:

ვადასტურებთ სუბრეესტრში ცვლილებების შეტანას

                                                                                      ხელმოწერები: 1.

                                                                                                                  2.            ბ.ა.

------------------------------------------------------------------------------------------------------

მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის

------------------------------------------------------------------------------------------------------

შეტყობინება გასხვისების – დაგირავების თაობაზე შემოვიდა ეროვნულ ბანკში 199 წლის „----“ ------------------ და შეტანილია ცვლილებები აუქციონზე შემდგარი გარიგებების რეესტრში. სახაზინო ვალდებულებების ვადის დადგომისას ანგარიშსწორება განხორციელდება შეტყობინებაში მითითებული ანგარიშების მიხედვით.

ამ შეტყობინების სამი, პირი ეგზავნება სუბრეესტრის მწარმოებელ ბანკს; ორი მათგანი განკუთვნილია სახაზინო ვალდებულებების გასხვისებასთან / გირავნობასთან დაკავშირებულ პირებზე გადასაცემად.

                                                                                      ხელმოწერები: 1.

                                                                                                                  2.            ბ.ა.

-----------------------

აღნიშნული შეტყობინება დგება 4 ცალად. ერთი ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში, მეორე – სერტიფიცირებულ ბანკში, ხოლო თითო-თითო – სახაზინო ვალდებულებების გასხვისების / გირავნობის მონაწილეებთან.