დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 156/50 |
| დოკუმენტის მიმღები | ფინანსთა სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 15/06/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 19/06/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000090.01(2).003.000299 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ერთობლივი ბრძანება № 156/50 1998 წლის 15 ივნისი ქ. თბილისი |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ და საქართველოს კანონის „სახელმწიფო ვალის შესახებ“ ამოქმედებასთან დაკავშირებით, ასევე სახაზინო ვალდებულებების ეფექტურად მიმოქცევის, სახაზინო ვალდებულებების აუქციონებში მონაწილე ინვესტორთა რაოდენობის გაზრდისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებისთვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების 1.2. მუხლში საანგარიშსწორებო ფასის გამოთვლის ფორმულის მნიშვნელში „360“, შეიცვალოს „365“-ით. 2. დებულების 5.4. მუხლის ბოლო წინადადება შეიცვალოს შემდეგი რედაქციით: „სახაზინო ვალდებულებების დაფარვის კალენდარული დღის გამოსასვლელ დღეებზე დამთხვევისას დაფარვა განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს, დამატებითი პროცენტების დაურიცხავად“. 3. დებულების 3.1. პუნქტში ციფრი „7“ შეიცვალოს ციფრი „6“-ით. 4. დებულების 2.3. მუხლი გაიყოს ორ ნაწილად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.3. სახაზინო ვალდებულებების ყიდვაზე იურიდიული პირების მიერ წარდგენილ კონკრეტულ განაცხადებში სახაზინო ვალდებულებების რაოდენობა არ უნდა იყოს 10 ცალზე ნაკლები. 2.4. სახაზინო ვალდებულებების მყიდველ არასაბანკო რეზიდენტ, ასევე არარეზიდენტ, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ნება ეძლევათ, წარმოადგინონ მხოლოდ ერთი არაკონკრეტული განაცხადი არაუმეტეს 100 ცალი სახაზინო ვალდებულებების ყიდვაზე. ამასთან, მათ შეუძლიათ წარადგინონ კონკრეტული განაცხადები შეუზღუდავად“. 5. დებულების 4.2. მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აუქციონზე შემდგარი გარიგებების რეესტრს ენიჭება 11 ციფრისაგან შემდგარი ნომერი, რომლის პირველი ორი ციფრი – აღნიშნავს აუქციონის ნომერს, მომდევნო ციფრი – მიმოქცევის ვადას, შემდეგი აღნიშვნის გათვალისწინებით: „1“ ასახავს 28 დღის გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს; „2“ – 91 დღის ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს; „3“ – 182 დღის ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს; „4“ – 273 დღის ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს; „5“ – 364 დღის ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს. შემდეგი რვა ციფრი აღნიშნავს გამოშვების რიცხვს, თვესა და წელს. 6. დებულების მე-7 მუხლში სიტყვა „ორი“ შეიცვალოს სიტყვა „ერთი“-თ. 7. დებულების №5 დანართს დაემატოს მე-17 სვეტი დასახელებით „სარგებელი – %“ და მე-18 სვეტი „ დაკმაყოფილების ვადა 199 – წლის „__“ _____“. № 6 დანართს დაემატოს მე-16 სვეტი დასახელებით – „სარგებელი – %“ და მე-17 სვეტი „** დაკმაყოფილების ვადა 199 – წლის „____“ ______“. შენიშვნაში : „* და** ივსება სახაზინო ვალდებულებების დაგირავებისას“. 8. დებულების №7 დანართში მოცემულ შეტყობინებას „საანგარიშსწორებო ფასის“ შემდეგ დაემატოს სტრიქონები: „* სარგებელი ______________ %“. „** დაკმაყოფილების ვადა 199 ____ წლის „__“ _______“. შენიშვნაში: „* და ** ივსება სახაზინო ვალდებულებების დაგირავებისას“.
საქართველოს ფინანსთა საქართველოს ეროვნული ბანკის მინისტრი პრეზიდენტი მ. ჭკუასელი ი. მანაგაძე |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები