დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31/84 |
| დოკუმენტის მიმღები | ფინანსთა სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 22/03/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 28, 03/04/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000090.01(2).004.000159 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №31/84
2000 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის 58-ე მუხლის და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიზნით ვბრძანებთ:
1. დებულების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.5 პუნქტი:
„საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის 58-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით ეროვნული ბანკისათვის დასაშვებია ფინანსთა სამინისტროდან სახაზინო ვალდებულებების შეძენა შესაბამის აუქციონზე დადგენილი საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთით.“
1.5-1.11 პუნაქტები ხელახლა დაინომროს და ჩაითვალოს შესაბამისად 1.6-1.12 პუნქტებად.
2. დებულების მე-4 მუხლის 4.1 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კომიტეტი აწარმოებს ბანკების მონაწილეობით აუქციონზე შემდგარი გარიგებების, აგრეთვე ეროვნული ბანკის მიერ ნაყიდი სახაზინო ვალდებულებების რეგისტრაციას (დანართი № 5).“.
3. დებულების № 1 დანართის პირველ წინადადებაში სიტყვები: „აუქციონის ჩატარება“ შეიცვალოს სიტყვებით „სახაზინო ვალდებულებების განთავსება“.
ამავე დანართში სიტყვების „ემისიის მოცულობა -------------- ლარი“
შემდეგ დაემატოს სიტყვები:
„მათ შორის:
აუქციონის მეშვეობით განთავსებული ---------------------- ლარი,
(თანხა ციფრებით და სიტყვებით)
ეროვნული ბანკისათვის აუქციონის გარეშე მიყიდვით --------------------ლარი
(თანხა ციფრებით და სიტყვებით)
აუქციონზე დადგენილი საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთით.“
და შემდეგ როგორც ტექსტშია.
4. შეიცვალოს №5 დანართის სათაური და ნაცვლად „აუქციონზე შემდგარი გარიგებების რეესტრისა“ ეწოდოს „სახაზინო ვალდებულებებით შემდგარი გარიგებების რეესტრი“. ამავე დანართის პირველ სვეტს დაემატოს სიტყვები: „ა) კომერციული ბანკების ჩამონათვალი, „ბ) საქართველოს ეროვნული ბანკი.“
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრი დ. ონოფრიშვილი |
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის მ. კაკულია |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები