„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვის და დაფარვის შესახებ დებულებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვის და დაფარვის შესახებ დებულებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 288/72
დოკუმენტის მიმღები ფინანსთა სამინისტრო
მიღების თარიღი 16/12/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, -, 18/12/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 22/07/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).003.000138
288/72
16/12/1997
გამოუქვეყნებელი, -, 18/12/1997
000000090.01(2).003.000138
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვის და დაფარვის შესახებ დებულებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა  მინისტრისა და

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №288/72

1997 წლის 16 დეკემბერი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვის და დაფარვის შესახებ დებულებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულად და ეფექტურად მიმოქცევის, ასევე ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებისთვის ხელშეწყობის მიზნით, სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების და ანგარიშსწორების საქმეში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ბანკის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის აღრიცხვის და დაფარვის შესახებ დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების 1.2. მუხლში რიცხვი „1000“ შეიცვალოს „100“-ით.

2. დებულების 1.5. მუხლში სიტყვების „20 პროცენტი დაიჯავშნებას“ შემდეგ ჩაემატოს „არასაბანკო იურიდიული და“.

3. დებულების 1.8. მუხლში ამოღებულ იქნეს სიტყვები „ხუთშაბათობით, დღის 12 საათზე“ და ჩაემატოს  „ოთხშაბათობით, დღის 10 საათზე“.

4. დებულების 2.1. მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სერტიფიცირებულ კომერციულ ბანკებს (შემდგომში „ბანკებს“) და მათი მეშვეობით რეზიდენტ  და არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.“

5. დებულების 2.2. მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები  „არაუგვიანეს ორი საათით ადრე“.

6. დებულების 2.3. მუხლი გაიყოს ორ ნაწილად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.3. სახაზინო ვალდებულებების ყიდვაზე იურიდიული პირების მიერ წარდგენილ კონკურენტულ განაცხადებში სახაზინო ვალდებულებების რაოდენობა არ უნდა იყოს 10 ცალზე ნაკლები“.

„2.4. სახაზინო ვალდებულებების მყიდველი არასაბანკო რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტ, იურიდიულ და ფიზიკური პირებს ნება ეძლევათ, წარმოადგინონ მხოლოდ ერთი არაკონკურენტული განაცხადი არაუმეტეს 10 ცალი სახაზინო ვალდებულების ყიდვაზე.

ამასთან, მათ შეუძლიათ წარადგინონ კონკურენტული განაცხადები შეუზღუდავად.“

7. დებულების 2.4. მუხლი გადაკეთდეს 2.5. მუხლად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აუქციონში მონაწილე ბანკები ვალდებული არიან, აუქციონის დაწყებამდე უზრუნველყონ თანხის დაჯავშნა ეროვნულ ბანკში თავიანთ საკორესპონდენტო ანგარიშებზე. განაცხადში მითითებული საანგარიშსწორებო ფასის ოდენობით.“

8. დებულების 2.5. მუხლი გადაკეთდეს 2.6. მუხლად, და ციფრებს „2.2.“ და „2.3.“ დაემატოს „2.4.“

9. დებულების 2.6. მუხლი ამოღებულ იქნეს.

10. დებულების 2.7. მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აუქციონზე დაიშვებიან მხოლოდ ის ბანკები, რომლებმაც აუქციონის დაწყებამდე წარადგინეს სწორად შევსებული განაცხადები და უზრუნველყვეს განაცხადით გათვალისწინებული თანხის საკორესპონდენტო ანგარიშზე დაჯავშნა ეროვნულ ბანკში.“

11. დებულების 3.2. მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „გადარიცხული“ და მის მაგივრად ჩაისვას „დაჯავშნული“.

12. დებულების 3.3. მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„არასწორად შევსებული განაცხადები აუქციონზე არ დაიშვება. საკორესპონდენტო ანგარიშზე დაჯავშნილი თანხის, განაცხადში მითითებულ თანხაზე ნაკლებობისას დასაშვებია მისი მიღება საკორესპონდენტო ანგარიშზე რიცხული თანხის ფარგლებში.“

13. დებულების 3.7. მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „ასეულის“ და მის ნაცვლად ჩაისვას „ათეულის“.

14. დებულების 3.9. მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აუქციონის კომიტეტს უფლება აქვს გასაყიდად გამოტანილი სახაზინო ვალდებულებების თანხა აუცილებლობის (განპირობებული პროპორციული განაწილების პრინციპით განაცხადების დაკმაყოფილებისას ემისიის და ფაქტიურად განთავსებულ მოცულობას შორის სხვაობით) გათვალისწინებით გაზარდოს ან შეამციროს 100 ლარამდე.“

15. დებულების 4.2. მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აუქციონზე შემდგარი გარიგებების რეესტრს ენიჭება 11 ციფრისაგან შემდგარი ნომერი, რომლის პირველი ორი ციფრი - აღნიშნავს აუქციონის ნომერს, მომდევნო ციფრი -  მიმოქცევის ვადას, შემდეგი აღნიშვნის გათვალისწინებით:

 „1“ ასახავს 28 დღის ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს.

,,2“ --- 91 დღის ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს.

„3“ ------182 დღის ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს.

„4“ ------- 273 დღის ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს.

„5“ -------- 357 დღის ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს.

შემდეგი რვა ციფრი აღნიშნავს გამოშვების რიცხვს, თვეს და წელს.“

16. დებულების 4.4. მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახაზინო ვალდებულებების გასხვისებისას, ასევე ინვესტორის სურვილით მომსახურე ბანკის გამოცვლისას, ბანკი ვალდებულია, მასთან შემოსული შეტყობინების საფუძველზე (დანართი №7, №8) სუბრეესტრში დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო ჩანაწერები და იმავდროულად წარუდგინოს აუქციონის კომიტეტს შეტყობინება რეესტრში ცვლილებების შესატანად (გამორიცხულია სახაზინო ვალდებულებების დაფარვის დღეს სუბრეესტრში და რეესტრში ცვლილებების შეტანა), დაფარვის ვადის დადგომისას, ახალი მფლობელისთვის სახაზინო ვალდებულებების ნომინალური ღირებულებით ანაზღაურების მიზნით. ამავე პირობის დაცვით უნდა იქნეს წარდგენილი შეტყობინება კომიტეტში, ბანკის კუთვნილი სახაზინო ვალდებულების გასხვისებისას, ან დაგირავებისას, აგრეთვე მაშინ, როდესაც სახაზინო ვალდებულებების გამსხვისებელს და მის ახალ მფლობელს ემსახურება სხვადასხვა ბანკი.“

17. დებულების 4.5. მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კომიტეტი ვალდებულია:

- აუქციონის დამთავრებიდან ერთი დღის განმავლობაში უზრუნველყოს ინფორმაციით ბანკები აუქციონის შედეგების შესახებ და სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე მათი მონაწილეობის თაობაზე ამონაწერით (დანართი №9).

- პერიოდულად შეამოწმოს ბანკების მიერ სუბრეესტრების წარმოება, ასევე მათ მიერ

კლიენტებისათვის შეძენილი სახაზინო ვალდებულებების ნომინალური ღირებულების საკორესპონდენტო ანგარიშზე ჩარიცხვიდან ერთი საბანკო დღის განმავლობაში, კუთვნილებისამებრ, ანგარიშებზე ჩარიცხვა. დარღვევების გამოვლენისას, აუქციონის კომიტეტს შეუძლია დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით:

ა) არ დაუშვას ბანკი აუქციონზე;

ბ) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის 30-ე მუხლის თანახმად, დასვას საკითხი საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის წინაშე ბანკისათვის სანქციების მიყენების თაობაზე.“

18. დებულების 5.2. მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აუქციონში გამარჯვებული ბანკების მიერ ნაყიდი სახაზინო ვალდებულებების საანგარიშსწორებო ფასის თანხას კომიტეტი იმავე დღეს ურიცხავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს №103 პასიურ საბალანსო ანგარიშზე „ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლები, კარი 16 სიმბოლო 06.“

19. დებულების 5.4. მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„განთავსებული სახაზინო ვალდებულებების დაფარვის ვადის დადგომისას, კომიტეტი რეესტრით გათვალისწინებული სახაზინო ვალდებულებების საანგარიშსწორებო ფასის შესაბამის თანხას ჩამოწერს ფინანსთა სამინისტროს №103 პასიური ანგარიშიდან, ხოლო სახაზინო ვალდებულებების დისკონტის თანხას №102 საბალანსო ანგარიშიდან „ცენტრალური ბიუჯეტის სახსრების განაწილება“ და ჩარიცხავს ინვესტორების პირად ანგარიშებზე. სახაზინო ვალდებულებების დაფარვის კალენდარული დღის გამოსასვლელ დღეებზე დამთხვევისას დაფარვა განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს, ამასთან, საანგარიშსწორებო ფასი განისაზღვრება დაფარვის დღეების რაოდენობის კორექტირებით.“

20. დებულების №3 დანართში სიტყვებს „904 ანგარიშის პირადი ანგარიში“ დაემატოს

„საკონტაქტო ტელეფონი“, ხოლო პირველ წინადადებაში სიტყვები „ნომინალური

ღირებულებით“ შეიცვალოს სიტყვებით „საანგარიშსწორებო ფასი“.

21. დებულების № დანართში სიტყვებს „ბანკის დასახელება, კოდი“ დაემატოს „საკონტაქტო ტელეფონი“, ხოლო პირველ წინადადებაში სიტყვები „ნომინალური ღირებულებით“ შეიცვალოს სიტყვებით „საანგარიშსწორებო ფასი“.

22. დებულებას დაემატოს დანართები №8 და №9.

(თან ერთვის)

საქართველოს ფინანსთა

მინისტრი                                                                      მიხეილ ჭკუასელი

საქართველოს ეროვნული

ბანკის პრეზიდენტი                                                        ნოდარ ჯავახიშვილი

დანართი №8

ინვესტორის მიერ მომსახურე ბანკის გამოცვლასთან დაკავშირებით

რეესტრში ცვლილების შეტანის თაობაზე

შეტყობინება №

„---„ ------------- 199 წ.

------------------------------------------------------------------------------------------------------

(ინვესტორის დასახელება, მომსახურე ბანკის კოდი, პირადი ანგარიშის ნომერი)

გაცნობებთ, რომ 199 წლის „-----„ -----------------------დან მომსახურებას გაგვიწევს:

------------------------------------------------------------------------------------------------------

(ბანკის დასახელება, კოდი, პირადი ანგარიშის ნომერი)

გთხოვთ, შეიტანოთ ცვლილება სუბრეესტრში ჩვენ მიერ 199 --- წლის „---„ -------- №-აუქციონზე ნაყიდი სახაზინო ვალდებულებებზე -------------------------------------------

                                                                                 (რაოდენობა, ნომინალური ღირებულება)

აცნობოთ საქართველოს ეროვნულ ბანკს რეესტრში ცვლილების შეტანის მიზნით.

                                                                       კლიენტის ხელმოწერა:

ბ.ა.

მხოლოდ ბანკებისათვის:

ბანკში შეტყობინების შემოსვლის თარიღი:

ვადასტურებთ სუბრეესტრში ცვლილებების შეტანას და გთხოვთ ინვესტორის ინტერესების გათვალისწინებით რეესტრში სათანადო ჩანაწერების განხორციელებას.

                                                                                ხელმოწერები: 1.

                                                                                                                       2. ბ.ა.

მ ხ ო ლ ო დ  ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს  ე რ ო ვ ნ უ ლ ი  ბ ა ნ კ ი ს ა თ ვ ი ს:

შეტყობინება შემოვიდა ეროვნულ ბანკში 199 წლის „-----“ -----------------და შეტანილია

ცვლილებები აუქციონზე შემდგარი გარიგებების რეესტრში. სახაზინო ვალდებულებების ვადის დადგომისას, ანგარიშსწორება განხორციელდება შეტყობინებაში მითითებული ანგარიშების მიხედვით.

ამ შეტყობინების სამი პირი ეგზავნება სუბრეესტრის მწარმოებელ ბანკებს; ერთი მათგანი ეკუთვნის სახაზინო ვალდებულებების მფლობელს.

                                                                                ხელმოწერები: 1.

                                                                                                            2.

                                                                                                                        ბ.ა.

------------------------------

შეტყობინება დგება 4 ცალად, ერთი ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში. თითო-თითო ბანკებში, ხოლო ერთი სახაზინო -  ვალდებულებების მფლობელთან.

 

 

დანართი №9

ამონაწერი

კ.ბ. „-------------------------------„ N --- სახაზინო ვალდებულებების

აუქციონზე მონაწილეობის თაობაზე

დაკმაყოფილებული განცხადები •

NN

ბანკის დასახელება

პირადი ანგარიში

დაფარვის

ვადა

სახაზინო ვალდებულებების

საპროც. განაკ.

ერთი სახ. ვალდებულების საანგარიშსწორებო ფასი  (ლარებში, თეთრებში)

ნაყიდი სახაზ. ვალდებულები

საანგარიშსწორებო ფასი (ლარებში, თეთრებში)

რაოდენობა

ნომინალური ღირებულება (ლარებში)

1

2

3

4

5

6

7

8

9

1

 

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

 

 

დაუკმაყოფილებული  განაცხადები

4

 

 

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

 

 

სახაზინო ვალდებულებების

        აუქციონის კომიტეტის წევრები:

* ამონაწერის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6,მე-7 გრაფები გადატანილია აუქციონზე შემდგარი გარიგებების რეესტრში.