დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ” დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 259/292 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/12/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 130, 05/12/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020100.11.117.005071 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ერთობლივი ბრძანება №259/292
2001 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ” დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
სახაზინო ვალდებულებების ეფექტურად მიმოქცევის, სახაზინო ვალდებულებების აუქციონებში მონაწილე ინვესტორთა რაოდენობის გაზრდისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ” დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. პუნქტ 1.4.-ს დაემატოს შემდეგი ჩანაწერი „აუქციონზე გაიყიდება ერთ წლამდე დაფარვის ვადის მქონე სახაზინო ვალდებულებები. სახაზინო ვალდებულებების ვადიანობა უნდა იყოს 7 დღის ჯერადი.“.
2. პუნქტი 4.2. შიეცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აუქციონზე შემდგარი გარიგებების რეესტრს ენიჭება 10 ციფრისაგან შემდგარი ნომერი, რომლის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს აუქციონის ნომერს, შემდეგი რვა ციფრი აღნიშნავს ემისიის დაფარვის რიცხვს, თვეს და წელს.“.
3. დანართი №2 პირველი აბზაცის დასაწძისში ჩანაწერი „--- დღიანი“ ამოღებულ იქნეს.
4. დანართი №3 განაცხადის მე-2 სტრიქონში ჩანაწერი „აუქციონზე წარმოდგენილი --- დღიანი” შეიცვალოს ჩანაწერით „№--- აუქციონზე წარმოდგენილი”.
მე-4 სტრიქონში ჩანაწერი „199“ შეიცვალოს ჩანაწერით „200”.
მე-5 სტრიქონში ჩანაწერი „--- დღიანი“ შეიცვალოს ჩანაწერით „__ წლის ---დაფარვის ვადით“.
მე-8 სტრიქონში ჩანაწერი „2000“ შეიცვალოს ჩანაწერით “200”.
5. დანართი №4 განაცხადის მე-2 სტრიქონში ჩანაწერი „აუქციონზე წარმოდგენილი --- დღიანი” შეიცვალოს ჩანაწერით „N--- აუქციონზე წარმოდგენილი“.
მე-4 სტრიქონში ჩანაწერი „199” შეიცვალოს ჩანაწერით „200”.
მე-5 სტრიქონში ჩანაწერი „--- დღიანი” შეიცვალოს ჩანაწერით „200 --- წლის “-“ ---- დაფარვის ვადით”.
მე-8 სტრიქონში ჩანაწერი „199” შეიცვალოს ჩანაწერით „200”.
ბოლო სტრიქონში ჩანაწერი „199” შეიცვალოს ჩანაწერით „200”.
I. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ზ. სოსელია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები