დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1997 წლის 8 აგვისტოს N194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ" დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 526/249 |
| დოკუმენტის მიმღები | ფინანსთა სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 21/10/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 124, 28/10/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 00190.040.00(0).11.000117 |
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთობლივი
ბრძანება №526/249
2003 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ" დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
სახაზინო ვალდებულებების პირველადი ბაზრის ადმინისტრირების გაძლიერების მიზნით, „ნორმატიული აქტების“ შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ვბრძანებთ:
მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ" დებულებაში (გაზეთი „ბანკი plus+“, 1997 წელი, №28-29(100), მე-2-მე-4 გვ.) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-3 თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტები:
„3.7.1. აუქციონზე დაკმაყოფილდება მხოლოდ ის განაცხადები, რომელთა საპროცენტო განაკვეთი არ აღემატება აუქციონის განკვეთის დონეს.
3.8.1. აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი პროცენტი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
|
საშ. შეწონილი პროცენტი =
|
ნომინალური ღირებულება
|
- 1) *
|
365
|
* 100"
|
|
|
(საშ. შეწონილი ფასი
|
დღეები დაფარვამდე
|
2. დებულების პუნქტი 1.11 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფინანსთა სამინისტრო ძირითადი და დამატებითი აუქციონის მოწყობის თაობაზე, ხუთი დღით ადრე წარუდგენს შეტყობინებას ეროვნულ ბანკს (დანართი №1).“
3. დებულების პუნქტი 3.1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კომიტეტი ფინანსთა სამინისტროს შეტყობინების მიღებიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში აქვეყნებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით შეტყობინებას (დანართი №2) აუქციონის ჩატარების შესახებ, რომელშიც აღინიშნება გამოტანილი სახაზინო ვალდებულებების რაოდენობა, დაფარვის თარიღი და განაცხადების წარდგენის ვადა.“
4. მე-8 მუხლს „დებულებაში გამოყენებული ტერმინები“ დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცები:
„აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი პროცენტი – დებულების 3.6 პუნქტის შესაბამისად დადგენილი სახაზინო ვალდებულებების მოცულობის საშუალო შეწონილი პროცენტი.
გადახრის სიდიდე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ციფრი გამოსახული პროცენტულ პუნქტებში.
აუქციონის განკვეთის დონე – აუქციონზე დაფიქსირებულ საშუალო შეწონილ პროცენტს დამატებული გადახრის სიდიდე.“
5. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი №2
საქართველოს ეროვნული ბანკის შეტყობინება სახაზინო
ვალდებულებების აუქციონის ჩატარების თაობაზე
"____" __________ 20 წელი
20 წლის __________________ შედგება სახაზინო ვალდებულებების აუქციონი.
(თვე, რიცხვი, საათი)
აუქციონზე გამოტანილი იქნება _______________ ლარის ნომინალური ღირებულების
(თანხა სიტყვებით)
სახაზინო ვალდებულებები.
გადახრის სიდიდე განისაზღვრება ____________ პროცენტული პუნქტით.
სახაზინო ვალდებულებების დაფარვა განხორციელდება 20 წლის "___"_____.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განაცხადი დადგენილი ფორმით წარუდგინონ საქართველოს ეროვნულ ბანკს, კომერციული ბანკების მეშვეობით არაუგვიანეს 20 წლის ________________
(თვე, რიცხვი, საათი)
აუქციონის შედეგები სახაზინო ვალდებულებების მყიდველ ბანკებს ეცნობებათ იმავე დღეს და გამოქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.
აუქციონში მონაწილეობის მსურველნი გაცნობილნი უნდა იყვნენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ" დებულებას და აღიარებდნენ მის სავალდებულო შესრულებას. განაცხადის ფორმების მიღება შეიძლება ეროვნულ ბანკში ან ნებისმიერ კომერციულ ბანკში.
აუქციონის კომიტეტი
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2003 წლის 1 ნოემბრიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მირიან გოგიაშვილი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის სახელმწიფო საშინაო ვალის დეპარტამენტის უფროსი
მიხეილ დოლაბერიძე
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
ქეთევან გელეიშვილი
შემსრულებელი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საშინაო ვალის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ელიოსიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები