„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 55/28
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/02/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18(25), 21/04/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 22/07/2009
სარეგისტრაციო კოდი 0090.012..00.3.000490
55/28
26/02/1999
სსმ, 18(25), 21/04/1999
0090.012..00.3.000490
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანასთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკის

ერთობლივი ბრძანება 55/28

 

1999 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

სახაზინო ვალდებულებების აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად ინვესტორთა მოზიდვის, მათი ინტერესების დაცვის და აქედან გამომდინარე, მოქმედი დებულების სრულყოფის მიზნითსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ბანკის 1997 წლის 8 აგვისტოს 194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების 2.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს კომერციულ ბანკებს (შემდგომშიბანკებს“) და მათი მეშვეობით - რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

ინვესტორების თანხებით აუქციონზე არ დაიშვებიან ის ბანკები, რომელთაც ეროვნული ბანკის მიერ შეზღუდული აქვთ ვალდებულებების გაზრდა, მათ შორის ბანკის კლიენტების მხრიდან სახსრების მოზიდვა სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში ინვესტირების განსახორციელებლად".

2. დებულების 4 დანართის მე-2, მე-3 და მე-5 სვეტებიდან ამოღებულ იქნესვარსკვლავები“ (*).

3. დებულების 4 დანართს შენიშვნაში დაემატოსმეორე სვეტი ივსება კლიენტის სურვილის გათვალისწინებით“. 

4. დებულების 7 დანართს შენიშვნებში დაემატოსსახაზინო ვალდებულებების გამსხვისებლის (დამგირავებლის) და ახალი მფლობელის (მოგირავნის) დასახელება და ხელმოწერები მიეთითება კლიენტის სურვილის გათვალისწინებით“.

5. დებულების 8 დანართს შენიშვნებში დაემატოსინვესტორის დასახელება და ხელმოწერა მიეთითება კლიენტის სურვილის გათვალისწინებით“.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი    დავით ონოფრიშვილი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე