დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის,აღრიცხვის და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 162/165 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/07/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35(42), 24/07/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000090.01(2).003.000676 |
საქართვლოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკის
ერთობლივი ბრძანება №162/165
1999 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვის და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახაზინო ვალდებულებების აუქციონებში ფიზიკური და არასაბანკო იურიდიული პირების მონაწილეობის სტიმულირების და კომერციული ბანკების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ვბრძანებთ:
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვის და დაფარვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ბანკის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში აღნიშნული დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების 2.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.2. განაცხადებს აუქციონში მონაწილეობის შესახებ ბანკები წარადგენენ დაბეჭდილი კონცერტებით (დანართი №3-4) და ათავსებენ სპეციალურ ყუთში, რომელიც განთავსებულია ეროვნული ბანკის შენობის პირველ სართულზე, ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკს შორის დადებული ხელშეკრულების (დანართი №10) შესაბამისად;
ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე განაცხადის წარდგენა.“.
2. დებულების 2.4 პუნქტში ციფრი 100 შეიცვლება ციფრით 200.
3. დებულების 3.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.2. აუქციონის ჩატარების დღეს, 10 საათზე წყდება განაცხადის მიღება როგორც დაბეჭდილი კონვერტებით, ისე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. კომიტეტის წევრები ამოწმებენ გამოგზავნილი განაცხადების შევსების სისწორეს, ყველა რეკვიზიტისა და ხელმოწერის არსებობას, ასევე განაცხადში მითითებული თანხის შესაბამისობას სახაზინო ვალდებულებების შესაძენად ეროვნულ ბანკში დაჯავშნილ თანხასთან.
4. დებულების 3.10 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „და „ფინანსები“, ხოლო სიტყვა „ბანკი +“-ის ჩაიწეროს: „საქართველოს რესპუბლიკა“ და“.
5. დებულებას დაემატოს დანართი №10, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი დავით ონოფრიშვილი
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე
დანართი №10
ხელ შეკრულება
თბილისი
199 წ „---“---------------------
ერთი მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში „ეროვნული ბანკი“), მისი პრეზიდენტის ირაკლი მანაგაძის სახით, რომელიც მოქმედებს „საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის“ შესაბამისად, და მეორე მხრივ, კომერციული ბანკი --------------------------------------- (შემდგომში „ბანკი“) მისი ხელმძღვანელის (პრეზიდენტის, გენერალური დირექტორის, გამგეობის თავმჯდომარის, მმართველის) სახით, რომელიც მოქმედებს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის საფუძველზე, ვდებთ ხელშეკრულებას შემდეგზე:
I. ხელშეკრულების საგანი
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების“ მე-2 მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად კომერციული ბანკების მიერ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სახაზინო ვალდებულებების აუქციონებში მონაწილეობის მიღება.
II. მხარეთა ვალდებულებანი
ეროვნული ბანკი ვალდებულია:
1. მისცეს ბანკს ეროვნული ბანკის კომპიუტერულ სისტემაში შესასვლელი ანგარიში (სახელისა და პაროლის წყვილი) და სახაზინო ვალდებულებების აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად ელექტრონული განაცხადის დამცავი დისკეტი, რომელიც ბანკს საშუალებას მისცემს აუქციონზე უსაფრთხოდ წარმოადგინოს განაცხადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
2. ბანკის მიერ წარმოდგენილი განაცხადი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო ოპერაციების სამმართველოს სამუშაო სადგურში შესვლის პარალელურად მოხვდება ეროვნული ბანკის უშიშროებისა და ინფორმაციის დაცვის სამმართველოს არქივში, მიღებული ინფორმაციის გახსნა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ უშიშროებისა და ინფორმაციის დაცვისა სამმართველოს და ბანკის თანდასწრებით.
3. ბანკის მიერ ელექტრონული ფოსტით და დოკუმენტურად წარმოდგენილი განაცხადებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში მხედველობაში მიიღოს ელექტრონული ფოსტით წარმოდგენილი საბუთი.
4. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი პრეტენზიას გამოთქვამს ეროვნულ ბანკში მის მიერ ელექტრონული კავშირით გამოგზავნილ და აუქციონზე დაშვებული ინფორმაციის შესაბამისობაზე, ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად აუქციონის დამთავრების შემდეგ მოახდინოს ეროვნული ბანკის უშიშროებისა და ინფორმაციის დაცვის სამმართველოს არქივში შენახული ინფორმაციის გახსნა ბანკის წარმომადგენელთან ერთად.
5. აუქციონის კომიტეტის მიერ სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დაშავებული და ეროვნული ბანკის უშიშროების და ინფორმაციის დაცვის სამმართველოს არქივში შენახული ინფორმაციის შეუსაბამობის შემთხვევაში აუნაზღაუროს ბანკს მიყენებული ზარალი.
ბანკი ვალდებულია:
6. დაიცვას ეროვნული ბანკის სისტემაში შესასვლელი პაროლისა და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მისთვის გადაცემულ დისკეტაში მოთავსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა;
7. აუქციონის დაწყებამდე უზრუნველყოს კომერციული ბანკების მიერ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარმოსადგენი განაცხადის ფაილების სტრუქტურის თანდართული ფორმით განაცხადის წარდგენა და დაელოდოს ეროვნული ბანკისაგან დადასტურებას განაცხადის მიღების თაობაზე.
8. ეროვნული ბანკიდან დასტურის მიუღებლობის შემთხვევაში, მაგრამ არა უგვიანეს აუქციონის დაწყებამდე, მოახდინოს განაცხადის ხელმეორედ გადაგზავნა;
9. ელექტრონული კავშირის დროებითი გამორთვის ან მისი დაზიანების შემთხვევაში აუქციონის დაწყებამდე უზრუნველყოს წერილობითი განაცხადის დადგენილი წესისამებრ წარდგენა.
10. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარმოდგენილი განაცხადის შემდეგ, იმავე სამუშაოს დღეს, წარმოადგინოს სწორად შევსებული განაცხადი დაბეჭდილი კონვერტით, რომლის ყველა რეკვიზიტი უნდა შეესაბამებოდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარმოდგენილი განაცხადის რეკვიზიტებს.
III. განსაკუთრებული პირობები
11. ეროვნული ბანკი პასუხისმგებლობას იღებს მხოლოდ ეროვნული ბანკის კომპიუტერულ სისტემაში შემოსული ინფორმაციის დაცვისათვის და ამ ინფორმაციის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ სტანდარტთან შესაბამისობისას ბანკის სახაზინო ვალდებულებების აუქციონში დაშვებისათვის.
12.ბანკი პასუხისმგებელია აუქციონის დაწყებამდე არა უგვიანეს 10 საათამდე უზრუნველყოს ელექტრონული განაცხადით მითითებული თანხის დეპონირება ეროვნულ ბანკში თავის საკორესპონდენტო ანგარიშზე.
IV. სადავო საკითხების გადაწყვეტა
13. მხარეები იღებენ ვალდებულებას, განახორციელონ აუცილებელი მოქმედებები სადავო საკითხების რეგულირებისათვის. პრეტენზიების განხილვის ვადაა 3 სამუშაო დღე.
14. მხარეთა შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო.
V. მხარეთა რეკვიზიტები
საქართველოს ეროვნული ბანკი - ქ. თბილისი, ლეონიძის ქ. 3/5
კომერციული ბანკი --------------------------------------------------------
საქართველოს ეროვნული ბანკის კომერციული ბანკის
პრეზიდენტი ----------------------- --------------------------
(ხელმოწერა)
ბ. ა. ბ. ა
ხელშეკრულების დანართი
კომერციული ბანკების მიერ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით
წარმოსადგენი განაცხადის ფაილების სტრუქტურა
DISO.DBF
სტრუქტურა
NB CHAR 3 ბანკის 3 თანრიგა კოდი
DATE DATE 8 თარიღი თთ. დდ. წწ.
GANACH.DBF
სტრუქტურა
NAME CHAR 50 დასახელება (ბანკის, ორგანიზაციის, კლიენტის)
NLS CHAR 9 პირადი ანგარიშის ნომერი
SUM_NG NUM 13.2 ნომინალური ღირებულება
PR_SH NUM 6.2 შემოთავაზებული პროცენტები
KG CHAR 1 კოდი 1-დან 5-ის ჩათვლით
მათ შორის :
1. ბანკი;
2. არასაბანკო რეზიდენტი იურიდიული პირი;
3. არარეზიდენტი იურიდიული პირი;
4. რეზიდენტი ფიზიკური პირი;
5. არარეზიდენტი ფიზიკური პირი;
პირველ ჩანაწერად უნდა იყოს:
SUM_NG და PR_SH ველების საკონტროლო ჯამები. ამავე ჩანაწერში დარჩენილი ველები: NAME, NLS, KG იქნება ცარიელი.
ფაილების დაცვა და გადაცემა
შევსების შემდგომ განაცხადის ფაილები დამუშავდა სპეციალური დამშიფრავი პროგრამით და დაშიფრული სახით გაეგზავნება ეროვნული ბანკს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. შიფრაციის საშუალებები და ინსტრუქცია კომერციულ ბანკებს გადაეცემა ეროვნული ბანკის უშიშროების და ინფორმაციის დაცვის სამმართველოს მიერ. აღნიშნულ ფორმატში მომზადებული და სათანადოდ დაშიფრული განაცხადის ფაილები უნდა იქნეს გამოგზავნილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე auction@nbg.iberiapac.ge. ფაილების გაგზავნისას განმარტების ველში (Subject) მიუთითეთ თქვენი ბანკის დასახელება და თარიღი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები