დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1997 წლის 8 აგვისტოს N194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულებაში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 511/240 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/10/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 121, 20/10/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000190.04(0).000.000008 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ერთობლივი
ბრძანება №511/240
2003 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულებაში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
სახაზინო ვალდებულებების ეფექტიანად მიმოქცევის, ინვესტორთა რაოდენობის გაზრდისა და სახაზინო ვალდებულებების ბაზრის სტიმულირების მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულებაში", რომელიც გამოქვეყნებული იყო გაზეთ „ბანკი Plus“-ის 1997 წლის აგვისტოს №28-29(100) ნომერში (2-4 გვერდები), შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 1.6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.6. აუქციონზე გატანილი სახაზინო ვალდებულებების 40 პროცენტი დაიჯავშნება არაკონკურენტული განაცხადების დასაკმაყოფილებლად. არაკონკურენტული განაცხადების წარმოუდგენლობის ან მათი სრულად დაკმაყოფილების შემდეგ სახაზინო ვალდებულებების დარჩენილი ოდენობა გამოიყენება კონკურენტული განაცხადების დასაკმაყოფილებლად."
2. დებულების 1.6 პუნქტის შემდეგ დაემატოს 1.61 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„1.61. არაკონკურენტული განაცხადებისათვის დაჯავშნილი ლიმიტიდან ათ-ათი პროცენტი გამოიყენება პირველადი დილერი ბანკების და სხვა ინვესტორების არაკონკურენტული განაცხადებისათვის. ემისიის 30%-იანი არაკონკურენტული ლიმიტის სრულად გამოუყენებლობის შემთხვევაში დარჩენილი ოდენობა გადადის პირველადი დილერი ბანკების და/ან სხვა არაკონკურენტული განაცხადების დასაკმაყოფილებლად.“
3. 2.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.1. აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ პირველად დილერ ბანკებს, კომერციულ ბანკებს და მათი მეშვეობით - რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
ინვესტორების თანხებით აუქციონზე არ დაიშვებიან ის ბანკები, რომელთაც ეროვნული ბანკის მიერ შეზღუდული აქვთ ვალდებულებების გაზრდა, მათ შორის ბანკის კლიენტების მხრიდან სახსრების მოზიდვა სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში ინვესტირების განსახორციელებლად“.
4. 2.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.4. პირველად დილერ ბანკებს უფლება აქვთ წარმოადგინონ როგორც კონკურენტული, ისე არაკონკურენტული განაცხადები, ამასთან არაკონკურენტული განაცხადები - არაუმეტეს გამოშვებული ემისიის 10%-ისა. სხვა ინვესტორებს უფლება აქვთ წარადგინონ მხოლოდ ერთი არაკონკურენტული განაცხადი - არაუმეტეს 200 ცალი სახაზინო ვალდებულებების ყიდვის თაობაზე და შეუზღუდავად კონკურენტული განაცხადები".
5. 3.9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3.91 და 3.92 პუნქტები:
„3.91 იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი სახაზინო ვალდებულებები სრულად ვერ გაიყიდება, ემისიის დარჩენილ ნაწილს აუქციონის კომიტეტი შესასყიდად შესთავაზებს პირველად დილერ ბანკებს აუქციონზე დაფიქსირებულ საშუალო შეწონილ ფასად.
3.92 პირველადმა დილერმა ბანკებმა შეთავაზებიდან 1 საათში უნდა წარმოადგინონ განაცხადები. იმ შემთხვევაში, თუ დილერი ბანკების მიერ სახაზინო ვალდებულებების მოთხოვნა აღემატება მიწოდებას, განაცხადები დაკმაყოფილდება პროპორციულად, აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასით.“
6. 4.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.4 სახაზინო ვალდებულებების გასხვისებისას, ნომინალურ მფლობელობაში გადაცემისას (დანართი №11), ასევე ინვესტორის სურვილით მომსახურე ბანკის გამოცვლისას ბანკი ვალდებულია მასთან შემოსული შეტყობინების საფუძველზე (დანართი №7, №8) სუბრეესტრში დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო ჩანაწერები და იმავდროულად წარუდგინოს აუქციონის კომიტეტს შეტყობინება რეესტრში ცვლილებების შესატანად (გამორიცხულია სახაზინო ვალდებულებების დაფარვის დღეს სუბრეესტრში და რეესტრში ცვლილებების შეტანა), დაფარვის ვადის დადგომისას ახალი მფლობელისათვის სახაზინო ვალდებულებების ნომინალური ღირებულებით ანაზღაურების მიზნით. ამავე პირობის დაცვით უნდა იქნეს წარდგენილი შეტყობინება კომიტეტისათვის ბანკის კუთვნილი სახაზინო ვალდებულების გასხვისების ან დაგირავებისას, მაშინაც, როდესაც სახაზინო ვალდებულებების გამსხვისებელს და მის ახალ მფლობელს ემსახურება სხვადასხვა ბანკი."
7. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სახაზინო ვალდებულებები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, სადაც მოვალედ გამოდის სახელმწიფო.
სახაზინო ვალდებულებების აუქციონი – სახაზინო ვალდებულებების გაყიდვა წინასწარ დადგენილ დროსა და დანიშნულ ადგილზე.
აუქციონის მონაწილეები – საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული სერტიფიცირებული კომერციული ბანკები.
ნომინალური ღირებულება – ფასიანი ქაღალდების ღირებულების სიდიდე.
საანგარიშსწორებო ფასი – ფასი, რომელსაც იხდის მყიდველი სახაზინო ვალდებულებების შეძენისას.
საპროცენტო განაკვეთი – სახაზინო ვალდებულებების მყიდველების მიერ განცხადებული შემოსავლიანობის წლიური პროცენტი.
დისკონტის თანხა – სახაზინო ვალდებულებების ნომინალურ ღირებულებასა და საანგარიშსწორებო ფასს შორის სხვაობა.
მრავალი ფასის მეთოდი – მეთოდი, რომლის დროსაც აუქციონში გამარჯვებული მყიდველი დაკმაყოფილდება განაცხადში მის მიერ მითითებული პროცენტიდან გამოთვლილი ფასით.
კონკურენტული განაცხადები – განაცხადები, რომლებიც მონაწილეობს კონკურსში.
არაკონკურენტული განაცხადები - განაცხადები, რომლებიც არ მონაწილეობს კონკურსში და მათი დაკმაყოფილება ხდება აუქციონზე წარმატებული კონკურენტული განაცხადების საშუალო შეწონილი ფასით.
გარიგების დღე – აუქციონის ჩატარების დღე.
დაფარვამდე დღეების რაოდენობა – სახაზინო ვალდებულებების შეძენის დღიდან მის დაფარვამდე დღეების რაოდენობა.
სახაზინო ვალდებულებების ნომინალური მფლობელი – სახაზინო ვალდებულებების ბაზრის შუამავალი, რომელსაც მესაკუთრე წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს უფლებას ფასიანი ქაღალდები თავის სახელზე აღრიცხოს რეესტრში.
პირველადი დილერი ბანკი – კომერციული ბანკი, რომელსაც ეროვნული ბანკი მიანიჭებს დილერის სტატუსს ფინანსური მდგომარეობის, სახაზინო ვალდებულებების ბაზარზე აქტივობისა და კლიენტებთან მუშაობის გამოცდილების გათვალისწინებით.
ემისიის სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი – ნომერი, რომელსაც ანიჭებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახაზინო ვალდებულებების ყოველ გამოშვებას (ემისიას)."
8. დებულებას დაემატოს დანართი №11 ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
დავით გალეგაშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის დეპარტამენტის უფროსი
მიხეილ დოლაბერიძე
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
ქეთევან გელეიშვილი
„დანართი №11
შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა №
სახაზინო ვალდებულებების ნომინალურ მფლობელობაში გადაცემის თაობაზე
სახაზინო ვალდებულებების მფლობელის დასახელება _____________________
ბანკის კოდი, პირადი ანგარიშის ნომერი:
ნომინალურ მფლობელობაში გადასაცემი სახაზინო ვალდებულებების რეკვიზიტები:
|
|
ემისიის ნომერი |
აუქციონის ნომერი |
სახაზინო ვალდებულებების რაოდენობა |
|
1. |
|
|
|
|
2. |
|
|
|
|
3. |
|
|
|
სახაზინო ვალდებულებების მფლობელის ხელმოწერა: ბ.ა
მომსახურე ბანკის ხელმოწერა: ბ.ა
ახალი მფლობელის დასახელება ________________________________
ბანკის კოდი პირადი ანგარიშის ნომერი:
ხელმოწერა
ბ.ა
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მ ხ ო ლ ო დ ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ე რ ო ვ ნ უ ლ ი ბ ა ნ კ ი ს ა თ ვ ი ს
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შეტყობინება შემოვიდა ეროვნულ ბანკში 200_ წლის ___ _________ და შეტანილია ცვლილებები სახაზინო ვალდებულებების რეესტრში.
ხელმოწერები:
ბ.ა
________________________________
აღნიშნული შეტყობინება დგება 4 ცალად, ერთი ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში, მეორე -კომერციულ ბანკში, ხოლო თითო-თითო კონტრაგენტებთან."
შემსრულებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები