დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის 1997 წლის 8 აგვისტოს №104/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 747/255 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/11/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 141, 02/12/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020100.18.011.006869 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ერთობლივი ბრძანება №747/255
2004 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ერთიანი სახაზინო ანგარიშის შემოღებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 მარტის №3 დადგენილებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2004 წლის 18 მარტის №161 ბრძანების შესასრულებლად, ამასთანავე საქართვე-ლოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში (გაზეთი ”ბანკი plus“, 1997 წელი, №28-29(100), 2-4 გვ.) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) 5.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.2. აუქციონში გამარჯვებული ბანკების მიერ ნაყიდი სახაზინო ვალდებულებების საანგარიშსწორებო ფასის თანხას კომიტეტი იმავე დღეს ურიცხავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს №300121500 პასიურ საბალანსო ანგარიშზე – „ცენტრალიზებული შემოსულობების სატრანზიტო ანგარიში“.
ბ) 5.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.4. განთავსებული სახაზინო ვალდებულებების დაფარვის ვადის დადგომისას კომიტეტი რეესტრით გათვალისწინებული სახაზინო ვალდებულებების საან-გარიშსწორებო ფასის შესაბამის თანხას ჩამოწერს ფინანსთა სამინისტროს №200122900 პასიური „ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან”, ხოლო სახაზინო ვალდებულებების დისკონტის თანხას – №102115002 საბალანსო „ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების ანგარიშიდან” და ჩარიცხავს ინვესტორების პირად ანგარიშებზე. თუ სახაზინო ვალდებულებების დაფარვის კალენდარული დღე გამოსასვლელ დღეებს დაემთხვა, დაფარვა განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს დამატებითი პროცენტების დაურიცხავად.”
მუხლი 2. წარმოდგენილი ბრძანება ამოქმედდეს „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი ზ. ნოღაიდელი
მინისტრი ი. მანაგაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები