დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1997 წლის 8 აგვისტოს №104/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 207/222 |
| დოკუმენტის მიმღები | ფინანსთა სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 14/09/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 100, 24/09/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/07/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.11.117.004980 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის თავმჯდომარის
2001 წლის 14 სექტემბერი ერთობლივი ბრძანება №207/222 ქ. თბილისი |
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
1.სახაზინო ვალდებულებების ეფექტურად მიმოქცევის, სახაზინო ვალდებულებების აუქციონებში მონაწილე ინვესტორთა რაოდენობის გაზრდისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირების ხელშეწყობის მიზნით, სახაზინო ვალდებულებების მიმოქცევის ვადის აღმნიშვნელი ციფრები გაიზარდოს ორით და დებულების 4.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
რეესტრს ენიჭება 11 ციფრისგან შემდგარი ნომერი, რომლის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს აუქციონის ნომერს, მისი მომდევნო ციფრი აღნიშნავს მიმოქცევის ვადას, შემდეგი აღნიშვნის გათვალისწინებით: „1“ ასახავს 28 დღის ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს. „2“ - 56 დღის ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს. „3“ - 91 დღის ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს. „4“ - 140 დღის ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს. „5“ - 182 დღის ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს. „6“ - 273 დღის ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს. „7“ - 364 დღის ვადით გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს. შემდეგი რვა ციფრი აღნიშნავს გამოშვების რიცხვს, თვეს და წელს. 2.ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი ი. მანაგაძე |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები