დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01 |
დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/01/2021 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016441 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/01/2021 - 19/02/2021)
|
„მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი თანდართული რედაქციით.
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადიმაჩვენებლები |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
თანხა ათას ლარებში
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
თანხა ათას ლარებში
|
თავი II
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
მუხლი 3.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 34612,5 ათასი ლარის ოდენობით:
თანხა ათას ლარებში
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 21511.0ათასი ლარის ოდენობით.
თანხა ათას ლარებში
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5301,2 ათასი ლარის ოდენობით.
თანხა ათას ლარებში
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 7800,3ათასი ლარის ოდენობით.
თანხა ათას ლარებში
|
თავი III
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი
ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 19579,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
თანხა ათას ლარებში
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 14970,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 15291,6ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
ბ)
განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 321.6ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
თავი IV
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა
და ვალდებულებების ცვლილება |
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ადგილობრივი ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 5694,246.28 ლარი, აქედან ეროვნულ ხაზინაში დაბრუნებას ექვემდებარება 19,617 ლარი, მათ შორის 12550,53 ლარი მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, 7066,47 ლარი კაპიტალური ტრანსფერი. დარჩენილი 5674,629,28 ლარიდან 4680,782.62 ლარი არის ადგილობრივი სახსრების ნაშთი, ხოლო 993,846.66 ლარი ტრანსფერის ნაშთი, მათ შორის: 25357,62 ლარი საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის №136 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან (სოფ.კირაჩ-მუღანლოს სასმელი წყალი, 71,806.0 ლარი საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31დეკემბრის №2577 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან (ძეგლი „კიდევაც დაიზრდებიან“ რეაბილიტაცია) ნაშთი, 387,585.72 ლარი საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის №13 განკარგულებით გამოყოფილი თანხის (საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები და მოსწავლეთა ტრანსპორტირება) ნაშთი, 237077,32ლარი საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №554 განკარგულებით გამოყოფილი თანხის(სოფ.სადახლოს, ქურთლიარის, შაუმიანის სასწრაფოს მშენებლობა) ნაშთი, 217,215 ლარი საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 იანვრის №136 განკარგულების საფუძველზე სოფ.ბურმაში სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოებზე მიმართული თანახა, 54,805 ლარი საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 იანვრის №137 განკარგულების საფუძველზე ქ.მარნეულში და სოფ.აზიზქენდსა და წერაქვში მინი სტადიონების მოწყობის სამუშაოების დაფინანსება. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ბიუჯეტის ნაშთმა 2020 წლის 1 მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ბიუჯეტის ნაშთმა 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 73,652.27 ლარი, მათ შორის: შპს „მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკი“–ს -34163,46 ლარი, შპს „მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს“ -4636,88 ლარი, შპს „მარნეულის სოფწყალი“–ს -17444,05 ლარი, ა(ა)იპ მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის, საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება „კულტურის ცენტრი“-ს -3141,5 ლარი, ა(ა)იპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლ“-ის -5752,0 ლარი, ა(ა)იპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ -8514,38 ლარი. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
2021 წლის პირველი იანვრისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტის ვალი შეადგენს 250,696.0 ლარს, რომელიც წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებულ "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის" ქონების გადაცემის ხელშეკრულების ფარგლებში აღებულ სესხს. 31 დეკემბრისათვის იგეგმება ვალის შემცირება 62,674 ლარის ოდენობით. |
თავი V
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2021-2024 წლებისთვის, პროგრამები/ქვეპროგრამები |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2021-2024 წლების პრიორიტეტები და პროგრამები/ქვეპროგრამები |
განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები, პროგრამები და ქვეპროგრამები შემდეგი რედაქციით: |
1.
ინფრასტრუქტურის განვითარება (ორგანიზაციული კოდი 02 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე 2020 წლის განმავლობაში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, არსებული წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემის, აგრეთვე გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია. თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიულ ორგანოებში უზრუნველყოფილი იქნება სარწყავი არხების გაწმენდა-რეაბილიტაცია. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
|
ა)
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება
|
ა.ა)
გზების მიმდინარე მოვლა შენახვა
|
ა.ბ)
გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია
|
ბ)
წყლის სისტემების განვითარება
|
ბ.ა)
სასმელი წყლის სისტემის ექსპლოატაცია
|
ბ.ბ)
სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია
|
ბ.გ)
საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის განვითარება და მოვლა შენახვა
|
ბ.დ)
სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია
|
გ)
გარე განათება
|
გ.ა)
გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია
|
გ.ბ)
გარე განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი
|
გ.გ)
გარე განათების ახალი წერტილების მოწყობა
|
დ)
მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება
|
დ.ა)
მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის სუბსიდირება
|
დ.ბ)
მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება
|
ე)
კეთილმოწყობა
|
ე.ა)
საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია
|
ე.ბ)
შენობების ფასადების რეაბილიტაცია
|
ე.გ)
სადღესასწაულო ღონისძიებები
|
ვ)
სარიტუალო ღონისძიებები
|
2.
გარემოს დაცვა
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია გარემოს დაცვა, რაც თავის თავში მოიცავს მუნიციპალიტეტის დასუფთავებას და ნარჩენების გატანას, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობას, კაპიტალურ დაბანდებებს დასუფთავების სფეროში. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს სუბსიდირება.
|
ა)
დასუფთავება და ნარჩენების მართვა
|
ა.ა)
მუნიციპალიტეტის დასუფთავება და ნარჩენების გატანა
|
ა.ბ)
ნარჩენების გადამუშავება
|
ა.გ)
გარემოს დაცვითი სხვა ღონისძიებები
|
ბ)
მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება
|
გ)
კაპიტალური დაბანდებები დასუფთავების სფეროში
|
3.
განათლება (კოდი 0400)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია. ასევე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ხორციელდება საჯარო სკოლი მოსწავლეთა ტრანსპორტირება და სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები.
|
ა)
სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება
|
ბ)
სკოლამდელი დაწესებულებების აღჭურვა, რეაბილიტაცია,მშენებლობა
|
გ)
ზოგადი განათლების ხელშეწყობა
|
გ.ა)
პედაგოგთა დახმარება
|
4.
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (კოდი 05 00 )
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტული და კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპის, დემოკრატიის გზით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა. რისთვისაც ერთ–ერთი საჭირო და მნიშვნელოვანი მექანიზმია მოსახლეობის ინფორმირება ადგილობრივი ხელისუფლების (როგორც წარმომადგენლობითი ისე აღმასრულებელი ორგანოს) მიერ მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის შესახებ.
|
ა)
სპორტის სფეროს განვითარება
|
ა.ა)
სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა
|
ა.ბ)
სპორტული ღონისძიებები
|
ა.გ)
სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
|
ბ)
კულტურის სფეროს განვითარება
|
ბ.ა)
კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა
|
ბ.ბ)
კულტურის სფეროს ღონისძიებები
|
ბ.გ)
კულტურის ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა
|
ბ.დ)
რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობა (050204)
|
გ)
ახალგაზრდობის მხარდაჭერა (კოდი 0503)
|
დ)
ტელე-რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა
|
5.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. |
ა)
ჯანმრთელობის დაცვა (კოდი 0601)
პროგრამის მიზანი: მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება; პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, პროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული ჯანდაცვის ობიექტების რეაბილიტაცია და მშენებლობა. არსებულ ეტაპზე პროგრამით გათვალისწინებულია კოდი 060101 „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“ დაფინანსება.
|
ა.ა)
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
|
ბ)
სოციალური დაცვა
|
ბ.ა)
ავადმყოფთა სოციალური დაცვა
|
ბ.ბ)
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
|
ბ.გ)
სარიტუალო მომსახურება (კოდი 060203)
|
6.
მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (კოდი 0100)
პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და სხვა. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის ხარჯებს, მათ შორის: მუნიციპალიტეტის ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა. კერძოდ:
(კოდი 010101) ქვეპროგრამაში 15,0 ათასი ლარი გათვალისწინებულია საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ფუნქციონირების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გასახორციელებლად. (კოდი 010102) ქვეპროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ „ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებული არის გრანტის სახით 45.0 ათასი ლარით დაფინანსება. (კოდი 010203) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული სესხების საპროცენტო და სესხების ძირი თანხების დაფარვა, კერძოდ "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის" ქონების გადაცემის ხელშეკრულების ფარგლებში თანხის გადახდის დღისათვის (28 აპრილი და 28 ოქტომბერი) გადასახდელი ძირი და დარიცხული საპროცენტო თანხა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შესაბამისად.
|
ა)
მუნიციპალიტეტის ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა
|
თავი VI
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 14.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
თავი VII
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 16 |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“–ს 101–ე მუხლის საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებებში 44.0 ათასი ლარი გათვალისწინებულია მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის. |
მუხლი 17 |
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 18 |
1. მარნეულის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი კვარტლის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მარნეულის მუნიციპალიტეტის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე.
2. საფინანსო–საბიუჯეტო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 19 |
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. |
მუხლი 20 |
მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სსიპ და ა(ა)იპ–ების ბიუჯეტების და საშტატო ნუსხების დამტკიცება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 21 |
საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის 6-ე პუნქტის შესაბამისად წლიური ბიუჯეტის დაზუსტება განხორციელდეს შემდეგი წესით:
1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით. 2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. 4. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებს/ღონისძიებებს და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ასიგენებების გადანაწილება (მათ შორის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა), შესაძლებელია განხორციელდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე; 5. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შესაძლებელია განახორციელდეს ცვლილებები (მათ შორის: პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით უნდა წარედგინოს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს; 6. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო/არაკომერციული პირების ხარჯთაღრიცხვების დაზუსტება მათთვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში განხორციელდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 7. ამ მუხლის 2-5 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის წლიურ ბიუჯეტში ცვლილებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახური, განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსი. აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი. |
მუხლი 22 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
მუხლი 23.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 150.0 ათასი ლარის ოდენობით. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
მუხლი 24.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 250,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 158,1 ათასი ლარის ოდენობით ; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 86,9 ათასი ლარის ოდენობით; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5,0 ათასი ლარის ოდენობით; 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
თავი VIII
დასკვნითი დებულებანი |
მუხლი 25.
დადგენილების ამოქმედება |
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;
2. დადგენილების ამოქმედებისთანავე გამოცხადდეს ძალადაკარგულად მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის №47 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge 26/12/2019, №190020020.35.159.016399). |
|
დოკუმენტის კომენტარები