დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 იანვრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ №1 დადგენილებაში ცვლილების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 44 |
დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016484 |
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021წლის 26 იანვრის„მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ №1 დადგენილებაში ცვლილების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 იანვრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 27/01/2021, №190020020.35.159.016441) და |
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: თანხა ათას ლარებში“
|
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:“ თანხა ათას ლარებში
|
3.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 41501,3 ათასი ლარის ოდენობით:“ თანხა ათას ლარებში
|
4.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7853,6 ათასი ლარის ოდენობით.“ თანხა ათას ლარებში
|
5.
მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 11011,9 ათასი ლარის ოდენობით.“ თანხა ათას ლარებში
|
6.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 25168,2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:“ თანხა ათას ლარებში
|
7.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 21472,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 22292,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:“
|
ბ)
განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 819,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
8.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:“
|
9.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო“
|
10.
მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ინფრასტრუქტურის განვითარება (ორგანიზაციული კოდი 02 00)“
|
11.
მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ა,ბ“, „ბ“ , „ბ.ა“, „ბ.ბ“, „გ“, „გ.ბ“, „ე“, „ე.ბ“ „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება“
„ა.ბ.) გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია“
„ბ) წყლის სისტემების განვითარება“
„ბ.ა) სასმელი წყლის სისტემის ექსპლოატაცია“
„ბ.ბ) სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია“
„გ) გარე განათება“
„გ.ბ) გარე განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი“
„ე) კეთილმოწყობა“
„ე.ბ)შენობების ფასადების რეაბილიტაცია“
„ვ) სარიტუალო ღონისძიებები“
„თ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება“
|
12.
მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.გარემოს დაცვა“
|
13.
მე-13 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„ა) დასუფთავება და ნარჩენების მართვა“
„ა.ბ) ნარჩენების გადამუშავება“
|
14.
მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. განათლება (კოდი 0400)“
|
15.
მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“, „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება
„გ) ზოგადი განათლების ხელშეწყობა“
„გ.ა) პედაგოგთა დახმარება“
„გ.ბ) საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტირება“
|
16.
მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (კოდი 05 00 )“
|
17.
მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ა.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით
„ა) სპორტის სფეროს განვითარება“
„ა.გ) სპორტული ობიექტების აღჭურვა, რეაბილიტაცია, მშენებლობა“
„ბ.დ) რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობა (050204)“
|
18.
მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის ცხრილი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (კოდი 0600)“
|
19.
მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“, „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„ბ) სოციალური დაცვა“
„ბ.ა) ავადმყოფთა სოციალური დაცვა“
„ბ.ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა“
|
20.
მე-13 მუხლის მეექვსე პუნქტის ცხრილი და „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (კოდი 0100)“
„ა) მუნიციპალიტეტის ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა“
|
21.
მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.“
|
22.
23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 23. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი“ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 174.0 ათასი ლარის ოდენობით. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
დოკუმენტის კომენტარები