დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 იანვრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ №1 დადგენილებაში ცვლილების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 36 |
დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 08/11/2021 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/11/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016476 |
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 იანვრის„მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ №1 დადგენილებაში ცვლილების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26იანვრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 27/01/2021, №190020020.35.159.016441) და |
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: თანხა ათას ლარებში“
|
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:“ თანხა ათას ლარებში
|
3.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 41538,2 ათასი ლარის ოდენობით:“ თანხა ათას ლარებში
|
4.
მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 10987,1 ათასი ლარის ოდენობით.“ თანხა ათას ლარებში
|
5.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 24381,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:“ თანხა ათას ლარებში
|
6.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 22296,2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 23115,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:“
|
ბ)
განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 819,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
7.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:“
|
8.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო“
|
9.
მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ინფრასტრუქტურის განვითარება (ორგანიზაციული კოდი 02 00)“
|
10.
მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „გ.გ“, „დ“, „დ.ა“, „დ.ბ“, „ე“, „ე.ბ“, „ე.გ“ და „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გარე განათება“
„გ.გ) გარე განათების ახალი წერტილების მოწყობა“
„დ) მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება“
„დ.ა) მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის სუბსიდირება“
„დ.ბ) მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება“
„ე) კეთილმოწყობა“
„ე.ბ) შენობების ფასადების რეაბილიტაცია“
„ე.გ) სადღესასწაულო ღონისძიებები“
„ზ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები“
|
11.
მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.გარემოს დაცვა (კოდი 03 00)“
|
12.
მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ა.ა“, „ა.ბ“ და „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დასუფთავება და ნარჩენების მართვა“
„ა.ა)მუნიციპალიტეტის დასუფთავება და ნარჩენების გატანა“
„ა.ბ) ნარჩენების გადამუშავება“
„ბ) მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება“
|
13.
მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.განათლება (კოდი 0400)“
|
14.
მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ზოგადი განათლების ხელშეწყობა“
„გ.ა) პედაგოგთა დახმარება“
|
15.
მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (კოდი 05 00 )“
|
16.
მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“, „ბ.ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კულტურის სფეროს განვითარება“
„ბ.ბ) კულტურის სფეროს ღონისძიებები“
„გ) ახალგაზრდობის მხარდაჭერა (კოდი 0503)“
|
17.
მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის ცხრილი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (კოდი 0600)“
|
18.
მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“, „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„ბ) სოციალური დაცვა“
„ბ.ა) ავადმყოფთა სოციალური დაცვა“
„ბ.ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა“
|
19.
მე-13 მუხლის მეექვსე პუნქტის ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (კოდი 0100)“
|
20.
მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.“
|
მუხლი 2 |
ბიუჯეტის დანართი №1 – „საქართველოს მთავრობის 2021 წლის 05 იანვრის №168 განკარგულებით „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის განაწილება სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესაბამისად“ ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე; |
|
დანართი №1
|
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 05 იანვრის №168 განკარგულებით „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის განაწილება სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესაბამისად.
|
|
დოკუმენტის კომენტარები