დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 იანვრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ №1 დადგენილებაში ცვლილების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 40 |
დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 19/11/2021 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/11/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016480 |
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 იანვრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ №1 დადგენილებაში ცვლილების შესახებ
|
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 იანვრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/01/2021, №190020020.35.159.016441) და
|
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: თანხა ათას ლარებში
|
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: თანხა ათას ლარებში
|
3.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 41627.7 ათასი ლარის ოდენობით: თანხა ათას ლარებში
|
4.
მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 11076.6 ათასი ლარის ოდენობით. თანხა ათას ლარებში
|
5.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 24389.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: თანხა ათას ლარებში
|
6.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება – 22378.2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 23197.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
ბ)
განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 819,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
7.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
8.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო
|
9.
მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. ინფრასტრუქტურის განვითარება (ორგანიზაციული კოდი 02 00)
|
10.
მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ე.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ე) კეთილმოწყობა
ე.გ) სადღესასწაულო ღონისძიებები
|
11.
მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2.გარემოს დაცვა (კოდი 03 00)
|
12.
მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) კაპიტალური დაბანდებები დასუფთავების სფეროში
|
13.
მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4.კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (კოდი 05 00)
|
14.
მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) კულტურის სფეროს განვითარება
ბ.დ) რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობა (050204)
|
15.
მე-14. მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 14. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
|
|
დოკუმენტის კომენტარები