დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 იანვრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ №1 დადგენილებაში ცვლილების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 31 |
დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 15/09/2021 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016471 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზემარნეულის მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26იანვრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 27/01/2021, №190020020.35.159.016441) და
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: თანხა ათას ლარებში“
2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:“ თანხა ათას ლარებში
3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 23181,9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:“ თანხა ათას ლარებში
4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 22760.8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 23574.3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:“
ბ) განისაზღვროს მარნეულის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 813,6ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:“
6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო“
7. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ინფრასტრუქტურის განვითარება ( ორგანიზაციული კოდი 02 00)“
8. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ , „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება“
„ა.ა) გზების მიმდინარე მოვლა შენახვა“
„ა.ბ.) გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია“
9. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“და „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) წყლის სისტემების განვითარება“
„ბ.ა) სასმელი წყლის სისტემის ექსპლოატაცია“
10. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ვ) სარიტუალო ღონისძიებები
11. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები“
12. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება“
13. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.“
|
მუხლი 2 |
ბიუჯეტის დანართი №1 – „საქართველოს მთავრობის 2021 წლის 05 იანვრის №168 განკარგულებით „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის განაწილება სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესაბამისად“ ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
დანართი № 1
|
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 05 იანვრის №168 განკარგულებით „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის განაწილება სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესაბამისად.
|
|
დოკუმენტის კომენტარები