ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ

ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 12/11/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 300300000.16.009.016409
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
58
12/11/2020
ვებგვერდი, 20/11/2020
300300000.16.009.016409
ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/11/2020 - 24/06/2021)

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  58

2020 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებისა და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია) ადგენს:

მუხლი 1. მოქმედების სფერო
ეს დადგენილება განსაზღვრავს ელექტროენერგიის სექტორში, მათ შორის, ელექტროენერგიის საბითუმო და საცალო ბაზრებზე განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების შინაარსს, ფორმას, ამ ღონისძიებების განხორციელების ვადებსა და პასუხისმგებელ სუბიექტებს.

მუხლი 2. მიზანი
ამ დადგენილების მიზანია „ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ კომისიის  2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესებისა“ (შემდგომში – დღით ადრე და დღიური ბაზრების წესები) და „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების“ (შემდგომში – საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესები), აგრეთვე, „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ (შემდგომში – საცალო ბაზრის წესები) მოთხოვნების ეფექტიანი შესრულებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონში, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესებში, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებსა და საცალო ბაზრის წესებში.

მუხლი 4. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის ვალდებულებები
1. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი  ვალდებულია, არაუგვიანეს 2021 წლის პირველი მარტისა: 
ა) დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბირჟაზე მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ფორმა;
ბ) შეიმუშაოს და კომისიას შესათანხმებლად წარუდგინოს დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ფასისა და რაოდენობის, ასევე, განაცხადების რაოდენობის ტექნიკური ზღვრები;
გ) დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ლიკვიდურობის ხელშეწყობის თაობაზე ხელშეკრულების სტანდარტული პირობები და მონაწილეთა შერჩევის პროცედურა.
2. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი ვალდებულია: 
ა) 2021 წლის პირველი აპრილიდან 30 ივნისამდე პერიოდში, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაწილის სავაჭრო წარმომადგენლის კვალიფიკაციის შეფასების მიზნით, უზრუნველყოს ბირჟაზე ვაჭრობაში გამოცდის ჩატარება, სულ მცირე, თვეში ერთხელ მაინც. თითოეული გამოცდის ჩატარების ზუსტი თარიღი ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს წინასწარ, გამოცდის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე;
ბ) უზრუნველყოს დღით ადრე ბაზრის მონაწილეთა რეგისტრაცია შესაბამის რეესტრში, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხოლო, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს მონაწილეთა სია და მათი საიდენტიფიკაციო კოდები;
გ) არაუგვიანეს 2021 წლის პირველი მაისისა, საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს იმ ელექტროენერგეტიკული საწარმოების სია, რომელთაც, კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის  (შემდგომში – კონცეფცია) თანახმად, ეკისრებათ დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება.
3. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი არ არის უფლებამოსილი:
ა) 2021 წლის 23 ივნისამდე მოსთხოვოს მონაწილეს დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების 54-ე მუხლის შესაბამისად გადახდისუნარიანობაზე ინფორმაციის მიწოდება;
ბ) 2021 წლის 30 ივნისამდე მონაწილეს მოსთხოვოს დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაწილედ რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

მუხლი 5. ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის ვალდებულებები
ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორი ვალდებულია:
ა) არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბაზრის ლიკვიდურობის უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული ფორმა;
ბ) არაუგვიანეს 2021 წლის პირველი მარტისა, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, საკვალიფიკაციო ტესტირების გარეშე, უზრუნველყოს ამ დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ.“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონერგეტიკული საწარმოების კვალიფიკაცია.

მუხლი 6. სისტემის ოპერატორის (ელექტროენერგიის გადაცემის/განაწილების ლიცენზიატის) ვალდებულებები
1. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი) ვალდებულია:
ა) არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა:

ა.ა.) შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს:

ა.ა.ა) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული ფორმა;

ა.ა.ბ.) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-8 მუხლით გათვალისწინებული დაბალანსების მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული ფორმა;

ა.ა.გ.) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის სტანდარტული სარეგისტრაციო განაცხადი;

ა.ა.დ.) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-15 მუხლით გათვალისწინებული დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სარეგისტრაციო განაცხადი;

ა.ბ.) შეიმუშაოს, საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორს მიაწოდოს იმ ელექტროენერგეტიკული საწარმოების სია, რომლებმაც, არაუგვიანეს 2021 წლის პირველი მარტამდე, უნდა გაიარონ ამ დადგენილების მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვალიფიკაცია შემდეგ საბალანსო პროდუქტებზე:

ა.ბ.ა). სიხშირის შენარჩუნების რეზერვი;

ა.ბ.ბ) სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვი;

ა.ბ.გ) სიხშირის ხელით აღდგენის რეზერვი.

ბ) ამ დადგენილების მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაციიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, შესაბამის ელექტროენერგეტიკულ საწარმოსთან/საწარმოებთან დადოს დაბალანსების მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულება;
გ) შექმნას საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დაბალანსების მომსახურების პირების რეესტრი და ამ რეესტრში დაარეგისტრიროს ის სუბიექტები, რომლებთანაც ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაიდო დაბალანსების მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება;
დ) შექმნას დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების  რეესტრი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ.“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სია შედგენილ უნდა იქნეს იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული თითოეული საბალანსო პროდუქტისთვის ცალ-ცალკე და თითოეული სიის შედგენისას ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორმა (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატმა) უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი კრიტერიუმებით: 
ა) სიხშირის შენარჩუნების რეზერვის საბალანსო პროდუქტის შემთხვევაში:

ა.ა) ელექტროსადგურის ბლოკის/აგრეგატის სიჩქარის რეგულატორი უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში;

ა.ბ) ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს ელექტროენერგიის წარმოების დღეღამური რეგულირება წყალსაცავის მეშვეობით;

ა.გ) ელექტროსადგური ჩართული უნდა იყოს SCADA-ში;

ა.დ) სასურველია ელექტროსადგურს წარმატებით ჰქონდეს გავლილი „ნულიდან გაშვების“ ტესტირება (არასავალდებულო კრიტერიუმი).

ბ) სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის საბალანსო პროდუქტის შემთხვევაში:

ბ.ა) ელექტროსადგური ჩართული უნდა იყოს SCADA-ს გენერაციის ავტომატური რეგულირების სისტემაში და ავტომატურად უნდა შეეძლოს სიმძლავრის რეგულირება;

ბ.ბ) ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს ელექტროენერგიის წარმოების დღეღამური რეგულირება წყალსაცავის მეშვეობით.

გ) სიხშირის ხელით აღდგენის რეზერვის შემთხვევაში:

გ.ა) ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს სიმძლავრის რეგულირება;

გ.ბ) ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს ელექტროენერგიის წარმოების დღეღამური რეგულირება წყალსაცავის მეშვეობით.

3. ელექტროენერგეტიკული საწარმო, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიით, უფლებამოსილია, მიმართოს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორს, შესაბამის საბალანსო პროდუქტზე ამ დადგენილების მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით კვალიფიკაციის გავლის მიზნით.
4.  ელექტროენერგიის გამანაწილებელი და გადამცემი სისტემის ოპერატორები (ელექტროენერგიის განაწილებისა და გადაცემის ლიცენზიატები) ვალდებული არიან, 2021 წლის პირველ თებერვლამდე შეიმუშაონ და კომისიაში წარადგინონ ქსელისა და  მომხმარებელთა შესაბამისი კატეგორიების დატვირთვის დღეღამური (საათობრივი) სახასიათო დატვირთვის გრაფიკები (სტანდარტული საათობრივი პროფილები), ამ გრაფიკების (პროფილების) შემუშავებისას გამოყენებულ მეთოდოლოგიასთან ერთად.
5. ელექტროენერგიის გამანაწილებელი და გადამცემი სისტემის ოპერატორები (ელექტროენერგიის განაწილებისა და გადაცემის ლიცენზიატები) ვალდებული არიან, 2021 წლის პირველ მაისამდე უზრუნველყონ აღრიცხვის ან/და ბილინგისა და პროფილირების პლატფორმებს შორის მონაცემთა ურთიერთგაცვლის სისტემის ამოქმედება.
6. ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი (ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი) ვალდებულია, არაუგვიანეს 2021 წლის პირველი მაისისა, კომისიის 2014 წლის 17 აპრილის  4 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ 105-ე მუხლის შესაბამისად, შეიმუშაოს აღრიცხვიანობის რეესტრი ელექტრონული ფორმით.

მუხლი 7. რეგისტრაციის ვალდებულება
1. ის ელექტროენერგეტიკული საწარმოები, რომელთაც, კონცეფციის შესაბამისად, ეკისრებათ დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება, ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორთან 2021 წლის 23 ივნისამდე უნდა დარეგისტრირდნენ დღით ადრე  ბაზრის მონაწილეებად, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-12 მუხლის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგეტიკული საწარმოები ვალდებული არიან, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-3 თავით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, არაუგვიანეს 2021 წლის 15 იანვრისა მიმართონ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატს) დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან დაბალანსების ჯგუფის წევრად რეგისტრაციის მიზნით, ხოლო ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი) ვალდებულია, დაადასტუროს კანდიდატის კვალიფიკაცია და დაასრულოს სარეგისტრაციო პროცედურა საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-12-მე-14 მუხლებით განსაზღვრულ ვადებში.
3. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან დაბალანსების ჯგუფის წევრად რეგისტრაციის მსურველი, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგეტიკული საწარმოებისა, უფლებამოსილია, არაუგვიანეს 2021 წლის 20 ივნისისა, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-3 თავით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, დარეგისტრირდეს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან დაბალანსების ჯგუფის წევრად. 
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ელექტროენერგეტიკულ საწარმოებთან დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულების დადების მომენტში არ არის აუცილებელი საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების 34-ე მუხლით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიის (შემდგომში – ფინანსური გარანტია) წარდგენა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულების დადების მომენტში არ იქნება წარდგენილი ფინანსური გარანტია, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ელექტროენერგეტიკული საწარმოები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ფინანსური გარანტიის წარდგენა არაუგვიანეს 2021 წლის 23 ივნისისა. დადგენილ თარიღამდე ფინანსური გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულება ითვლება შეწყვეტილად.

მუხლი 8. 2021 წლის პირველ ივლისს ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფა
1. 2021 წლის პირველ ივლისს ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ელექტრონერგიით ვაჭრობა განხორციელდეს 2021 წლის 30 ივნისს, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების შესაბამისად. 
2. ის ელექტროენერგეტიკული საწარმოები, რომელთაც, კონცეფციის შესაბამისად, ეკისრებათ დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება, ვალდებული არიან, არაუგვიანეს 2021 წლის 30 ივნისისა უზრუნველყონ  ელექტროენერგიის ყიდვაზე ან გაყიდვაზე განაცხადების წარდგენა დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მოთხოვნების შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად ელექტრონერგიით ვაჭრობის უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს დღით ადრე და დღიური ბაზრების წესებითა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ღონისძიების, მათ შორის,  გარანტიასთან დაკავშირებული ღონისძიებების, განხორციელება.

მუხლი 9. 2021 წლის პირველ ივლისს საბალანსო ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფა
1. 2021 წლის პირველ ივლისს საბალანსო ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა განხორციელდეს 2021 წლის 30 ივნისს, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად.
2. ამ დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაბალანსების მომსახურების პირების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტები ვალდებული არიან, არაუგვიანეს 2021 წლის 30 ივნისისა, უზრუნველყონ საბალანსო ელექტროენერგიაზე სატენდერო წინადადების წარდგენა საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად.
3. ამ დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტები ვალდებული არიან, 2021 წლის 30 ივნისს უზრუნველყონ ნომინაციების წარდგენა, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად.
4. საბალანსო  სიმძლავრით ვაჭრობის უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი) ვალდებულია, სიხშირის შენარჩუნების რეზერვის, სიხშირის ავტომატური აღდგენისა და სიხშირის ხელით მართვის აღდგენის რეზერვების შესყიდვის მიზნით, საბალანსო პროდუქტის მოცულობის განსაზღვრის საფუძველზე, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2021 წლის 21 ივნისს გამოაცხადოს ტენდერი საბალანსო სიმძლავრის შესყიდვაზე. 
5. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების შესაბამისად საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობის უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებითა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელება.

მუხლი 10. ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებები
1. იმ შემთხვევაში, თუ საცალო ბაზრის წესების ამოქმედებამდე ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მომხმარებლად (აბონენტად) რეგისტრირებული მომხმარებელი, ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების დასრულებისა და ავტორიზაციისთანავე, არ უზრუნველყოფს მიწოდების ხელშეკრულების დადებას თავისუფალ მიმწოდებელთან, იგი ავტომატურად, სპეციალური მოთხოვნის წარდგენის გარეშე, მიიღებს მიწოდების მომსახურებას შემდეგი წესით:
ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი და მცირე საწარმო – ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისგან და ჩაითვლება კომისიის მიერ დამტკიცებულ უნივერსალური მომსახურების მიწოდების სტანდარტულ ხელშეკრულებაზე მიერთებულად;
ბ) მომხმარებელი, რომელიც აკმაყოფილებს კონცეფციით დადგენილ კრიტერიუმებს და რომელზეც არ ვრცელდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უნივერსალური მომსახურება – კონცეფციის შესაბამისად განსაზღვრული ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლისგან და ჩაითვლება კომისიის მიერ დამტკიცებულ ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების სტანდარტულ ხელშეკრულებაზე მიერთებულად.
2.  თავისუფალი მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელთან მიწოდების ხელშეკრულება დადოს საცალო ბაზრის წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
3. ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების დასრულებისა და ავტორიზაციის შემდეგ, მიწოდების, მათ შორის, უნივერსალური მომსახურების მიწოდების ან ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების დაწყებამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვის უზრუნველყოფის მიზნით,   ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი (ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი) უფლებამოსილია, მოსთხოვოს მომხმარებელს მრიცხველის ჩვენების ელექტრონულად გაგზავნა 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, შესაბამისი ტელეფონის ნომრის ან ელექტრონული მისამართის მითითებით.
4. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ იყენებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი (ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი) ვალდებულია, მრიცხველის წაკითხვა უზრუნველყოს დაუყოვნებლივ, შესაძლო უმოკლეს ვადაში, ხოლო მიმწოდებლის, მათ შორის, უნივერსალური მომსახურებისა და ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა განსაზღვროს მომხმარებლის საშუალო დღიური მოხმარების გამრავლებით იმ დღეების რაოდენობაზე, როდესაც ხორციელდებოდა, შესაბამისად, მიწოდება.
5. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი (ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი) ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით მრიცხველის ჩვენების ელექტრონულად მიწოდების უფლებამოსილების, აგრეთვე, უნივერსალური მომსახურების მიწოდებისა და ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების დაწყების თარიღის შესახებ მასთან აბონენტად რეგისტრირებულ მომხმარებლებს აცნობოს მატერიალური ფორმით ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, აგრეთვე, ვებგვერდზე განათავსოს შესაბამისი ინფორმაცია არაუგვიანეს 2021 წლის 15 ივნისისა.
6. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი (ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი) ვალდებულია, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელსა და ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელს აცნობოს იმ მომხმარებლების შესახებ, რომლებიც ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილი არიან, მიიღონ უნივერსალური მომსახურების მიწოდების ან ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების მომსახურება. მიწოდებული ინფორმაცია, მათ შორის, უნდა შეიცავდეს:

ა) მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის საიდენტიფიკაციო ნომერს;

ბ) მისამართს, სადაც ხორციელდება მიწოდება;

გ) მომხმარებლის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემებს;

დ) მომხმარებლის კატეგორიას.

7. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი და ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელი ვალდებული არიან, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინონ მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები.

მუხლი 11. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის შესყიდვა უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ
ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი (ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი) ვალდებულია, მიკროსიმძლავრის მფლობელ მომხმარებელთან კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლით გათვალისწინებული წესით ანგარიშსწორების მიზნით, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებლის მრიცხველის წაკითხვა უზრუნველყოს 2021 წლის 30 ივნისს.

 


მუხლი 12. დასკვნითი დებულებები
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2021 წლის 1 ივლისამდე.


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
10. 11/08/2020 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 46 - ვებგვერდი, 20/08/2020 9. 23/06/2023 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 25 - ვებგვერდი, 29/06/2023 8. 30/03/2023 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 19 - ვებგვერდი, 30/03/2023 7. 26/01/2023 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 2 - ვებგვერდი, 01/02/2023 6. 30/08/2022 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 37 - ვებგვერდი, 30/08/2022 5. 30/06/2022 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 28 - ვებგვერდი, 04/07/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 28/02/2022 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 5 - ვებგვერდი, 28/02/2022 3. 28/12/2021 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 61 - ვებგვერდი, 30/12/2021 2. 07/10/2021 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 41 - ვებგვერდი, 11/10/2021 1. 24/06/2021 - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება - 16 - ვებგვერდი, 29/06/2021