დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 24/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300300000.16.009.016453 |
|
„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის №58 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 20.11.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016409) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-4 მუხლის: |
ა)
მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) 2021 წლის პირველი აპრილიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაწილის სავაჭრო წარმომადგენლის კვალიფიკაციის შეფასების მიზნით, უზრუნველყოს ბირჟაზე ვაჭრობაში გამოცდის ჩატარება, სულ მცირე, სამ თვეში ერთხელ მაინც. თითოეული გამოცდის ჩატარების ზუსტი თარიღი ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს წინასწარ, გამოცდის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე.“;
|
ბ)
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი არ არის უფლებამოსილი: ა) 2021 წლის 24 დეკემბრამდე მოსთხოვოს მონაწილეს დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების 54-ე მუხლის შესაბამისად გადახდისუნარიანობაზე ინფორმაციის მიწოდება; ბ) 2021 წლის 31 დეკემბრამდე მონაწილეს მოსთხოვოს დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაწილედ რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.“.
|
2.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის ვალდებულებები. ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორი ვალდებულია: ა) არაუგვიანეს 2021 წლის პირველი ოქტომბრისა შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბაზრის ლიკვიდურობის ხელშეწყობის თაობაზე ხელშეკრულების სტანდარტული ფორმა და ლიკვიდურობის ხელშემწყობი პირის შერჩევის პროცედურა; ბ) არაუგვიანეს 2021 წლის 29 ოქტომბრისა, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, საკვალიფიკაციო ტესტირების გარეშე, უზრუნველყოს ამ დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ.“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგეტიკული საწარმოების კვალიფიკაცია.“.
|
3.
მე-6 მუხლის: |
ა)
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ელექტროენერგეტიკული საწარმო, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიით, უფლებამოსილია, 2021 წლის პირველი ნოემბრიდან მიმართოს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორს, შესაბამის საბალანსო პროდუქტზე ამ დადგენილების მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით კვალიფიკაციის გავლის მიზნით.“; |
ბ)
მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ელექტროენერგიის გამანაწილებელი და გადამცემი სისტემის ოპერატორები (ელექტროენერგიის განაწილებისა და გადაცემის ლიცენზიატები) ვალდებული არიან, 2021 წლის პირველ დეკემბრამდე უზრუნველყონ აღრიცხვის ან/და ბილინგისა და პროფილირების პლატფორმებს შორის მონაცემთა ურთიერთგაცვლის სისტემის ამოქმედება.“. |
4.
მე-7-მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. რეგისტრაციის ვალდებულება 1. ის ელექტროენერგეტიკული საწარმოები, რომელთაც, კონცეფციის შესაბამისად, ეკისრებათ დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება, ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორთან 2021 წლის 17 დეკემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ დღით ადრე ბაზრის მონაწილეებად, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-12 მუხლის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგეტიკული საწარმოები ვალდებული არიან, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-3 თავით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, არაუგვიანეს 2021 წლის პირველი ოქტომბრისა მიმართონ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატს) დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან დაბალანსების ჯგუფის წევრად რეგისტრაციის მიზნით, ხოლო ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი) ვალდებულია, დაადასტუროს კანდიდატის კვალიფიკაცია და დაასრულოს სარეგისტრაციო პროცედურა საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-12-მე-14 მუხლებით განსაზღვრულ ვადებში. 3. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან დაბალანსების ჯგუფის წევრად რეგისტრაციის მსურველი, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგეტიკული საწარმოებისა, უფლებამოსილია, არაუგვიანეს 2021 წლის პირველი დეკემბრისა, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-3 თავით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, დარეგისტრირდეს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან დაბალანსების ჯგუფის წევრად. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ელექტროენერგეტიკულ საწარმოებთან დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულების დადების მომენტში არ არის აუცილებელი საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების 33-ე მუხლით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიის (შემდგომში – ფინანსური გარანტია) წარდგენა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულების დადების მომენტში არ იქნება წარდგენილი ფინანსური გარანტია, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ელექტროენერგეტიკული საწარმოები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ფინანსური გარანტიის წარდგენა არაუგვიანეს 2021 წლის 24 დეკემბრისა. დადგენილ თარიღამდე ფინანსური გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის შესახებ შესაბამისი ხელშეკრულება ითვლება შეწყვეტილად. მუხლი 8. 2022 წლის პირველ იანვარს ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფა 1. 2022 წლის პირველ იანვარს ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ელექტრონერგიით ვაჭრობა განხორციელდეს 2021 წლის 31 დეკემბერს, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების შესაბამისად. 2. ის ელექტროენერგეტიკული საწარმოები, რომელთაც, კონცეფციის შესაბამისად, ეკისრებათ დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება, ვალდებული არიან, არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა უზრუნველყონ ელექტროენერგიის ყიდვაზე ან გაყიდვაზე განაცხადების წარდგენა დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მოთხოვნების შესაბამისად. 3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად ელექტრონერგიის დღით ადრე ბაზარზე ელექტროენერგიით ვაჭრობის უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს დღით ადრე და დღიური ბაზრების წესებითა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ღონისძიების, მათ შორის, გარანტიასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 9. 2022 წლის პირველ იანვარს საბალანსო ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფა 1. 2022 წლის პირველ იანვარს საბალანსო ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა განხორციელდეს 2021 წლის 31 დეკემბერს, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად. 2. ამ დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი პირების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტები ვალდებული არიან, არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა, უზრუნველყონ საბალანსო ელექტროენერგიაზე სატენდერო წინადადების წარდგენა საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად. 3. ამ დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტები ვალდებული არიან, 2021 წლის 30 და 31 დეკემბერს უზრუნველყონ საბითუმო ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების შესახებ ნომინაციების წარდგენა, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად. 4. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი ვალდებულია 2021 წლის 31 დეკემბერს უზრუნველყოს დღით ადრე ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების ამსახველი ნომინაციების წარდგენა, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად. 5. საბალანსო სიმძლავრით ვაჭრობის უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი) ვალდებულია, სიხშირის შენარჩუნების რეზერვის, სიხშირის ავტომატური აღდგენისა და სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვების შესყიდვის მიზნით, საბალანსო პროდუქტის მოცულობის განსაზღვრის საფუძველზე, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2021 წლის 21 დეკემბერს, გამოაცხადოს ტენდერი საბალანსო სიმძლავრის შესყიდვაზე. 6. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების შესაბამისად საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობის უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებითა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელება.“. |
5.
მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი (ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი) ან მომხმარებელი არ იყენებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ან მომხმარებელი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს (ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს) აწვდის არასწორ ინფორმაციას, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი (ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი) ვალდებულია, მრიცხველის წაკითხვა უზრუნველყოს დაუყოვნებლივ, შესაძლო უმოკლეს ვადაში, ხოლო მიმწოდებლის, მათ შორის, უნივერსალური მომსახურებისა და ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა განსაზღვროს მომხმარებლის საშუალო დღიური მოხმარების გამრავლებით იმ დღეების რაოდენობაზე, როდესაც ხორციელდებოდა, შესაბამისად, მიწოდება.“. |
6.
მე-11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის შესყიდვა უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ. 1. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი (ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი) ვალდებულია, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებელთან კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 252 მუხლით გათვალისწინებული წესით ანგარიშსწორების მიზნით, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებლის მრიცხველის წაკითხვა უზრუნველყოს 2021 წლის 30 ივნისს. 2. ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებელს შორის კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 252 მუხლით გათვალისწინებული წესით ანგარიშსწორების ბოლო პერიოდად განისაზღვროს 2021 წლის პირველი მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით დროის მონაკვეთი. მუხლი 12. დასკვნითი დებულებები. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2022 წლის პირველ იანვრამდე.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები