„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 28/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 300300000.16.009.016522
5
28/02/2022
ვებგვერდი, 28/02/2022
300300000.16.009.016522
„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №5

2022 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის N58 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 20.11.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016409) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 2021 წლის პირველი აპრილიდან შესაბამისი ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებულ თარიღამდე პერიოდში, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაწილის სავაჭრო წარმომადგენლის კვალიფიკაციის შეფასების მიზნით, უზრუნველყოს ბირჟაზე ვაჭრობაში გამოცდის ჩატარება, სულ მცირე, სამ თვეში ერთხელ მაინც. თითოეული გამოცდის ჩატარების ზუსტი თარიღი ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს წინასწარ, გამოცდის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე.“;

ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) არაუგვიანეს დღიური ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებულ თარიღამდე კომისიაში წარმოადგინოს და საკუთარ ვებგვერდზე განათავსოს დღიური ბაზრის პლატფორმის გამოყენების ინსტრუქცია.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი არ არის უფლებამოსილი, 2022 წლის 24 აგვისტომდე მონაწილეს მოსთხოვოს დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების:

ა) 54-ე მუხლის შესაბამისად გადახდისუნარიანობაზე ინფორმაციის მიწოდება;

ბ) მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაწილედ რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შექმნას ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლების რეესტრი და ამ რეესტრში დაარეგისტრიროს ის სუბიექტები, რომლებსაც ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭათ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსი.“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) არაუგვიანეს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებულ თარიღამდე დაასრულოს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირების შესახებ ბაზრის მონაწილეთა ტრენინგი.“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ის ელექტროენერგეტიკული საწარმოები, რომელთაც, კონცეფციის შესაბამისად, ეკისრებათ დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება, ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორთან 2022 წლის პირველ აგვისტომდე უნდა დარეგისტრირდნენ დღით ადრე ბაზრის მონაწილეებად, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-12 მუხლის შესაბამისად.“.

4. მე-8 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. 2022 წლის 1 სექტემბერს ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფა“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2022 წლის პირველ სექტემბერს ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ელექტრონერგიით ვაჭრობა განხორციელდეს 2022 წლის 31 აგვისტოს, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების შესაბამისად.

2. ის ელექტროენერგეტიკული საწარმოები, რომელთაც, კონცეფციის შესაბამისად, ეკისრებათ დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება, ვალდებული არიან, არაუგვიანეს 2022 წლის 31 აგვისტოსი, 2022 წლის პირველი სექტემბრის ფიზიკური მიწოდების პერიოდისათვის, უზრუნველყონ ელექტროენერგიის ყიდვაზე ან გაყიდვაზე განაცხადების წარდგენა დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მოთხოვნების შესაბამისად.“.

5. მე-9 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. 2022 წლის 1 სექტემბერს საბალანსო ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფა“;

ბ) პირველი-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2022 წლის პირველ სექტემბერს საბალანსო ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა განხორციელდეს 2022 წლის 31 აგვისტოს, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად.

2. ამ დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტები ვალდებული არიან, არაუგვიანეს 2022 წლის 31 აგვისტოსი, უზრუნველყონ საბალანსო ელექტროენერგიაზე სატენდერო წინადადების წარდგენა საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად.

3. ამ დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტები ვალდებული არიან, 2022 წლის 30 და 31 აგვისტოს უზრუნველყონ საბითუმო ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების შესახებ ნომინაციების წარდგენა, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად.

4. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი ვალდებულია, 2022 წლის 31 აგვისტოს უზრუნველყოს დღით ადრე ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების ამსახველი ნომინაციების საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორისთვის წარდგენა, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად.

5. საბალანსო სიმძლავრით ვაჭრობის უზრუნველყოფისთვის, ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, სიხშირის შენარჩუნების რეზერვის, სიხშირის ავტომატური აღდგენისა და სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვების შესყიდვის მიზნით, საბალანსო პროდუქტის მოცულობის განსაზღვრის საფუძველზე, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2022 წლის 22 აგვისტოს გამოაცხადოს ტენდერი საბალანსო სიმძლავრის შესყიდვაზე.“.

6. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. დასკვნითი დებულებები

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2022 წლის პირველ სექტემბრამდე.“. 

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე