„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 27/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 300300000.16.009.016706
22
27/06/2024
ვებგვერდი, 28/06/2024
300300000.16.009.016706
„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №22

2024 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი.ზ“ ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

 


მუხლი 1
„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 20/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016398) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების“ (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს წესები ვრცელდება დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ელექტროენერგიით ვაჭრობაზე, რა დროსაც გარიგების ერთი მხარეა მონაწილე, ხოლო მეორე – ბირჟის ოპერატორი.“;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესებით გათვალისწინებული დრო (საათი) შეესაბამება ცენტრალურ ევროპულ დროს, თუ ამავე წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ცენტრალური ევროპული დრო (CET) – დრო, რომელიც ორი საათით ჩამორჩება თბილისის დროს ყოველი კალენდარული წლის მარტის ბოლო კვირა დღის 05:00 საათიდან ოქტომბრის ბოლო კვირა დღის 05:00 საათის ჩათვლით, ხოლო სხვა პერიოდში – 3 საათით.“;

გ) 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მატერიალური დოკუმენტის სახით, ბირჟის ოპერატორის მიერ განსაზღვრული ფორმით;“;

დ) 28-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. გამონაკლის შემთხვევაში, როცა ტექნიკური ხარვეზის გამო ამ მუხლის მე-8 პუნქტში მოცემული ვადის დაცვა შეუძლებელია, ბაზრის წონასწორობის წერტილის დასადგენად ბირჟის ოპერატორს ეძლევა დამატებითი დრო იმავე დღის 18:00 საათამდე. ამ ვადაში ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია განაცხადები მიიღოს ელექტრონული ფოსტით და დაადგინოს ბაზრის წონასწორობის წერტილი ევროპული ბაზრების ინტეგრირების ალგორითმის (EUPHEMIA) ალტერნატიული მექანიზმის გამოყენებით, კომისიასთან შეთანხმებული წესის შესაბამისად. წესი, სხვა შესაბამის საკითხებთან ერთად, შესაძლოა, განსაზღვრავდეს დღით ადრე ბაზრის წონასწორობის წერტილის დადგენის, შესაბამისი შედეგების მონაწილეთათვის ინფორმირებისა და კლირინგის ამ წესებით განსაზღვრულისგან განსხვავებულ პირობებს.“;

ე) 57-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 58-ე მუხლი:

„58. გარდამავალი პერიოდი

2025 წლის პირველ ივლისამდე:

ა) ბირჟაზე ვაჭრობის წინაპირობას წარმოადგენს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაცია;

ბ) დღიურ ბაზარზე ვაჭრობა (განაცხადის დადება) შესაძლებელია ყოველი კალენდარული დღის 09:00 საათიდან 12:00 საათამდე პერიოდში;

გ) მონაწილე უფლებამოსილია, ვაჭრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე ტექნიკური დახმარება, მიიღოს ბირჟის ოპერატორის ცხელი ხაზის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რომელიც ხელმისაწვდომია თბილისის დროით:

გ.ა) სამუშაო დღეებში – 10:00-18:00 პერიოდში;

გ.ბ) არასამუშაო დღეებში – 11:00-15:00 პერიოდში;

დ) ბირჟის მონაწილედ პირი რეგისტრირდება საბითუმო ვაჭრობაში მისი მოქმედი საქმიანობების/აქტივობების მიხედვით ცალ-ცალკე, რაც გულისხმობს, რომ ის ბირჟაზე რეგისტრაციის მიზნით სარეგისტრაციო განცხადებას წარადგენს თითოეული საქმიანობის/აქტივობის შესაბამისად ცალ-ცალკე;

ე) მონაწილე, რომელიც საბითუმო ვაჭრობაში რამდენიმე სტატუსით ან/და მიზნით არის რეგისტრირებული, ბირჟაზე ვაჭრობაში მონაწილეობს თითოეული სტატუსისთვის ან/და მიზნისთვის ცალ-ცალკე რეგისტრირებული პორტფელით. ერთი პორტფელი არ შეიძლება დაკავშირებული იყოს რამდენიმე სტატუსთან ან ვაჭრობის მიზანთან, თუმცა რამდენიმე პორტფელით შესაძლებელია ერთი სტატუსის/მიზნის ფარგლებში ვაჭრობა;

ვ) მონაწილის მიერ პლატფორმაზე განთავსებული განაცხადი გამოხატავს მის ნებას იყიდოს/გაყიდოს ელექტროენერგია იმ მიზნით, რაც გაცხადებულია მის მიერ ბირჟაზე რეგისტრაციისას და იმ სტატუსის ფარგლებში, რომელთან დაკავშირებული პორტფელითაც განათავსდა ეს განაცხადი. შესაბამისად, მონაწილე ბირჟის ოპერატორთან გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს იმ სტატუსით და მიზნით, რომელთან დაკავშირებული პორტფელის მეშვეობითაც ყიდის ან ყიდულობს ელექტროენერგიას. ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია შეუზღუდოს მონაწილეს უფლება განათავსოს ბირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვის/გაყიდვის განაცხადი/განაცხადები, რომელიც არაა ბირჟაზე განთავსებული იმ მიზნით და იმ სტატუსის ფარგლებში, რომელიც მონაწილის მიერ გაცხადებულია ბირჟაზე რეგისტრაციისას;

ზ) მონაწილის მიერ ბირჟაზე განთავსებული განაცხადები უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი საათისათვის მისი გამომუშავების/მოხმარების რეალურ შესაძლებლობებს;

თ) მონაწილემ უნდა უზრუნველყოს, რომ მის მიერ ბირჟაზე მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში (ბირჟასთან დადებულ გარიგებაში) მითითებული სტატუსი მუდმივად შესაბამისობაში იყოს საბითუმო ვაჭრობაში რეგისტრირებულ სტატუსთან. თუ მონაწილის პორტფელთან დაკავშირებული სტატუსის რეგისტრაცია საბითუმო ვაჭრობაში არ არის აქტიური/მოქმედი, მას არ შეეძლება აღნიშნული პორტფელით ბირჟაზე ვაჭრობა. მონაწილე ვალდებულია, მის პორტფელთან დაკავშირებული სტატუსის საბითუმო ვაჭრობაში რეგისტრაციის გაუქმების ან შეჩერების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბირჟის ოპერატორს. თუ მონაწილემ ამ პუნქტში გათვალისწინებული ინფორმაცია დროულად არ წარუდგინა ბირჟის ოპერატორს, რამაც გამოიწვია ზიანი ბირჟის ოპერატორის მიმართ, მონაწილე პასუხისმგებელია მის სრულ ანაზღაურებაზე;

ი) იმ მონაწილისთვის გაგზავნილ ინვოისში, რომელიც ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში რეგისტრირებული სტატუსიდან გამომდინარე, ბირჟაზე რეგისტრირებულია საბოლოო საკუთარი მოხმარებისათვის ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით, გადასახდელ თანხებში ასევე მოცემულია დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ);

კ) ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, პლატფორმაზე გამოწერილი ინვოისის კორექტირების მიზნით, პლატფორმის მიღმა გამოწეროს და მონაწილეს რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში (ბირჟასთან დადებულ გარიგებაში) დაფიქსირებულ საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიაწოდოს დამატებითი ინვოისი, რომელიც ჩაითვლება საბოლოო ინვოისად;

ლ) დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობა არ იმართება კალენდარული თვის უკანასკნელი დღის ფიზიკური მიწოდების პერიოდისთვის. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე დღით ადრე ბაზარზე განათავსებს განაცხადს კალენდარული თვის უკანასკნელი დღის ფიზიკური მიწოდების პერიოდისთვის, ბირჟის ოპერატორი ამ განაცხადს გააუქმებს;

მ) დღიურ ბაზარზე ვაჭრობა არ იმართება კალენდარული თვის უკანასკნელი დღის  21:00 – 00:00 ფიზიკური მიწოდების საათებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე დღიურ ბაზარზე განათავსებს განაცხადს კალენდარული თვის უკანასკნელის დღის 21:00 – 00:00 ფიზიკური მიწოდების საათებისათვის, ბირჟის ოპერატორი ამ განაცხადს გააუქმებს.“.

2. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების“ (დანართი №1) მე-11 მუხლის, მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 28-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 30-ე მუხლის, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის მეორე პუნქტის და 39-ე მუხლის, აგრეთვე, „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების“ (დანართი №2) და „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის წესებისა“ (დანართი №3) ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.“.

3. დადგენილების მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების“ (დანართი №1) მე-11 მუხლი, მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი, მე-15 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, 28-ე მუხლის მე-9 პუნქტი, 30-ე მუხლი, 33-ე მუხლის პირველი პუნქტი, 34-ე მუხლის მეორე პუნქტი და 39-ე მუხლი, აგრეთვე, „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესები“ (დანართი №2) და „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის წესები“ (დანართი №3) ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.“.

4. დადგენილების მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე