„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 30/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 300300000.16.009.016554
37
30/08/2022
ვებგვერდი, 30/08/2022
300300000.16.009.016554
„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №37

2022 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის №58 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 20.11.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016409; შემდგომში – დადგენილება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაციიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, შესაბამისი ელექტროენერგეტიკული საწარმო დაარეგისტრიროს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად და მიანიჭოს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსი;“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების 55-ე მუხლის შესაბამისად,  შექმნას დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირებისა და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლების რეესტრი;“ж

ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მოახდინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგეტიკული საწარმოების საბალანსო პროდუქტზე/პროდუქტებზე ფიზიკური ტესტირების გარეშე კვალიფიკაცია ერთი წლის ვადით, არაუგვიანეს 2023 წლის 24 მარტისა. ამ შემთხვევაში კვალიფიკაციის მოქმედების ვადის ათვლა დაიწყება ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებული თარიღიდან.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ელექტროენერგიის გამანაწილებელი და გადამცემი სისტემების ოპერატორები ვალდებული არიან, 2023 წლის 31 მარტამდე უზრუნველყონ აღრიცხვის ან/და ბილინგისა და პროფილირების პლატფორმებს შორის მონაცემთა ურთიერთგაცვლის პროგრამულად სინქრონიზებული ელექტრონული სისტემის ამოქმედება.“.

2. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 71 მუხლის მე-7 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) ელექტროენერგიის ბაზარზე სავაჭრო განაცხადები/სატენდერო განაცხადები განათავსოს ელექტროენერგიის წარმოების/მოხმარების რეალური გეგმების შესაბამისად, კომისიის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ბაზრის წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორისთვის სატენდერო განაცხადების წარდგენისას, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღოს მათი გააქტიურების შესაძლებლობები;“;

გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა გადამცემი სისტემის ოპერატორს, ყოველდღიურად, ცენტრალური ევროპის დროით არაუგვიანეს 08:00 საათისა, უნდა მიაწოდოს პროფილირების მეთოდოლოგიის შესაბამისად გამოთვლილი  გასული დღის საათობრივი ხარჯის მონაცემები იმ დაბალანსების ჯგუფების აღრიცხვის წერტილებზე, რომლებიც ჩართული არ არის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზებული (ესკაა) შესაბამისი დონის სისტემაში და რომელთა ავტომატურად გაგზავნა არ ხდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის პლატფორმაზე.“;

დ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორმა ყოველი კვირის სამშაბათს უზრუნველყოს თავის ვებგვერდზე გასული 7 დღის შემდეგი მონაცემების გამოქვეყნება:

ვ.ა) საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე შესყიდული სიხშირის აღდგენის რეზერვის მოცულობა;

ვ.ბ) შესყიდული საბალანსო სიმძლავრის საშუალო ფასი ერთი მეგავატისათვის;

ვ.გ) უბალანსობის ფასი უბალანსობის ანგარიშსწორების ყოველი პერიოდისათვის.“.

4. მე-8 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. 2023 წლის 31 მარტს ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფა“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2023 წლის 31 მარტს ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ელექტრონერგიით ვაჭრობა განხორციელდეს 2023 წლის 30 მარტს, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების შესაბამისად.

2. ის ელექტროენერგეტიკული საწარმოები, რომელთაც, კონცეფციის შესაბამისად, ეკისრებათ დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება, ვალდებული არიან, არაუგვიანეს 2023 წლის 30 მარტისა, 2023 წლის 31 მარტის ფიზიკური მიწოდების პერიოდისათვის, უზრუნველყონ ელექტროენერგიის ყიდვაზე ან გაყიდვაზე განაცხადების წარდგენა დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მოთხოვნების შესაბამისად.“.

5. მე-9 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. 2022 წლის 31 მარტს საბალანსო ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფა“;

ბ) პირველი-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2023 წლის 31 მარტს საბალანსო ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა განხორციელდეს 2023 წლის 30 მარტს, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად.

2. ამ დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლების რეესტრში რეგისტრირებული დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან, არაუგვიანეს 2023 წლის 30 მარტისა, უზრუნველყონ საბალანსო ელექტროენერგიაზე სატენდერო განაცხადების წარდგენა საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად.

3. ამ დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტები ვალდებული არიან, 2023 წლის 29 და 30 მარტს უზრუნველყონ საბითუმო ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების შესახებ ნომინაციების წარდგენა, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად.

4. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი ვალდებულია, 2023 წლის 30 მარტს უზრუნველყოს დღით ადრე ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების ამსახველი ნომინაციების საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორისთვის წარდგენა, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად.

5. საბალანსო სიმძლავრით ვაჭრობის უზრუნველყოფისთვის, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2023 წლის 21 მარტს გამოაცხადოს ტენდერი საბალანსო სიმძლავრის შესყიდვაზე.“.

6. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2023 წლის 31 მარტამდე.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე