დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 26/01/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/02/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300300000.16.009.016604 |
|
„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის №58 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 20.11.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016409) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
1.
მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.ბ) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უზრუნველყოს დღით ადრე ბაზრის მონაწილეთა რეგისტრაცია დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-12 მუხლის შესაბამისად, ხოლო, ამავე წესების მე-13 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს მონაწილეთა სია და მათი საიდენტიფიკაციო კოდები; გ) უზრუნველყოს საკუთარ ვებგვერდზე იმ ელექტროენერგეტიკული საწარმოების სიის ხელმისაწვდომობა, რომელთაც, კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის (შემდგომში – კონცეფცია) თანახმად, ეკისრებათ დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება;“. ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი არ არის უფლებამოსილი, დღით ადრე ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებულ თარიღამდე არაუადრეს 7 დღისა მონაწილეს მოსთხოვოს დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების: ა) მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბირჟაზე დაშვებისთვის წლიური საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა;“; ბ) 54-ე მუხლის შესაბამისად გადახდისუნარიანობაზე ინფორმაციის მიწოდება;“. |
2.
მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტის: ა.ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ.) შეიმუშაოს, საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორს მიაწოდოს იმ ელექტროენერგეტიკული საწარმოების სია, რომლებმაც, არაუგვიანეს 2021 წლის პირველი 29 ოქტომბრისა უნდა გაიარონ კვალიფიკაცია შემდეგ საბალანსო პროდუქტებზე: ა.ბ.ა). სიხშირის შენარჩუნების რეზერვი; ა.ბ.ბ) სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვი; ა.ბ.გ) სიხშირის ხელით აღდგენის რეზერვი.“; ა.ბ) „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.გ“ ქვეპუნქტი: „ა.გ) უზრუნველყოს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმისა და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმის ხელმისაწვდომობა თავის ვებგვერდზე.“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ დადგენილების მე-5 მუხლის ან/და ამ მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაციიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, შესაბამისი ელექტროენერგეტიკული საწარმო დაარეგისტრიროს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად და მიანიჭოს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსი; აგრეთვე, უზრუნველყოს შესაბამისი საწარმოების სიის ხელმისაწვდომობა თავის ვებგვერდზე;“; გ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების 55-ე მუხლის შესაბამისად, შექმნას დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირებისა და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლების რეესტრი და უზრუნველყოს შესაბამისი საწარმოების სიის ხელმისაწვდომობა თავის ვებგვერდზე; ე) არაუგვიანეს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებულ თარიღამდე: ე.ა) დაასრულოს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირების შესახებ ბაზრის მონაწილეთა ტრენინგი; ე.ბ) არაუგვიანეს ერთი თვით ადრე, უზრუნველყოს კომისიისთვის ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემით (პლატფორმით) წარმოებული მონაცემების ციფრულ ფორმატში მიწოდება და მისი შემდგომი განახლება ყოველდღიურად.“. |
3.
მე-7 მუხლის:
ა) პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ის ელექტროენერგეტიკული საწარმოები, რომელთაც, კონცეფციის შესაბამისად, ეკისრებათ დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება, ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორთან 2023 წლის პირველ მარტამდე უნდა დარეგისტრირდნენ დღით ადრე ბაზრის მონაწილეებად, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების შესაბამისად. 2. ელექტროენერგეტიკული საწარმოები და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები ვალდებული არიან, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების III თავით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, არაუგვიანეს 2023 წლის პირველი მარტისა, მიმართონ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატს) დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან დაბალანსების ჯგუფის წევრად რეგისტრაციის მოთხოვნით.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი) ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგეტიკული საწარმოების/ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლების დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების/დაბალანსების ჯგუფების რეგისტრაცია დაასრულოს არაუგვიანეს 2023 წლის 15 მარტისა და აღნიშნულის თაობაზე, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, აცნობოს კომისიას და ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორს.“. |
4.
71 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სიმულაციურ რეჟიმში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებული ყველა ელექტროენერგეტიკული საწარმო და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორისა და ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის ოპერატორის მიერ ორგანიზებულ სიმულაციურ ვაჭრობაში. “; ბ) მე-3 ამოღებულ იქნეს; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სიმულაციურ რეჟიმში მონაწილეობა ხორციელდება რეალურ საპროგნოზო მონაცემებზე დაყრდნობით.“; დ) მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორმა ყოველი კვირის პარასკევს უზრუნველყოს თავის ვებგვერდზე გასული 7 დღის შემდეგი მონაცემების გამოქვეყნება: ვ.ა) საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე შესყიდული სიხშირის აღდგენის რეზერვის მოცულობა; ვ.ბ) შესყიდული საბალანსო სიმძლავრის საშუალო ფასი ერთი მეგავატისათვის; ვ.გ) უბალანსობის ფასი უბალანსობის ანგარიშსწორების ყოველი პერიოდისათვის.“. |
5.
მე-9 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. 2023 წლის 31 მარტს საბალანსო ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფა“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები