დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 61 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 28/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300300000.16.009.016498 |
|
„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის №58 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 20.11.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016409; შემდგომში – დადგენილება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) 2021 წლის პირველი აპრილიდან 2022 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-14 მუხლით გათვალისწინებული მონაწილის სავაჭრო წარმომადგენლის კვალიფიკაციის შეფასების მიზნით, უზრუნველყოს ბირჟაზე ვაჭრობაში გამოცდის ჩატარება, სულ მცირე, სამ თვეში ერთხელ მაინც. თითოეული გამოცდის ჩატარების ზუსტი თარიღი ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს წინასწარ, გამოცდის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე.“; ბ) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი მონაწილის რეგისტრაციისას უფლებამოსილია, მონაწილეს (მის წარმომადგენელს) პლატფორმასთან წვდომისათვის საჭირო რეკვიზიტები მიაწოდოს „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესებით“ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომაც, მაგრამ არაუგვიანეს ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებულ ვადამდე 7 კალენდარული დღით ადრე.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი არ არის უფლებამოსილი: ა) 2022 წლის 21 თებერვლამდე მოსთხოვოს მონაწილეს დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების 54-ე მუხლის შესაბამისად გადახდისუნარიანობაზე ინფორმაციის მიწოდება; ბ) 2022 წლის 21 თებერვლამდე მონაწილეს მოსთხოვოს დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაწილედ რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.“.
|
2.
მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ელექტროენერგიის გამანაწილებელი და გადამცემი სისტემის ოპერატორები (ელექტროენერგიის განაწილებისა და გადაცემის ლიცენზიატები) ვალდებული არიან, 2022 წლის 28 თებერვლამდე უზრუნველყონ აღრიცხვის ან/და ბილინგისა და პროფილირების პლატფორმებს შორის მონაცემთა ურთიერთგაცვლის სისტემის ამოქმედება.“.
|
3.
მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ის ელექტროენერგეტიკული საწარმოები, რომელთაც, კონცეფციის შესაბამისად, ეკისრებათ დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება, ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორთან 2022 წლის 31 იანვრამდე უნდა დარეგისტრირდნენ დღით ადრე ბაზრის მონაწილეებად, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-12 მუხლის შესაბამისად.“; ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის მომენტში არ იქნება წარდგენილი ფინანსური გარანტია, ელექტროენერგეტიკული საწარმოები და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები ვალდებული არიან, ფინანსური გარანტიის წარდგენა უზრუნველყონ ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებულ თარიღამდე არაუგვიანეს 7 სამუშაო დღით ადრე. დადგენილ თარიღამდე ფინანსური გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი ითვლება შეწყვეტილად. 6. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან დაბალანსების ჯგუფის წევრად რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი სარეგისტრაციო განაცხადის განხილვის ფარგლებში ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი) მიერ დადგენილ იქნა რეგისტრაციის მსურველი ელექტროენერგეტიკული საწარმოს ან/და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის აღრიცხვის კვანძების შეუსაბამობა ქსელის წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი) უფლებამოსილია, ელექტროენერგეტიკული საწარმო ან/და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი დაარეგისტრიროს აღრიცხვის სრული პერიმეტრით ან მოახდინოს შესაბამისი ელექტროენერგეტიკული საწარმოსათვის ან/და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისათვის აღრიცხვის პერიმეტრის მონიშვნა მხოლოდ იმ აღრიცხვის კვანძების გათვალისწინებით, რომლებიც შეესაბამება ქსელის წესებით დადგენილ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგეტიკული საწარმო ან/და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი ვალდებულია, სათანადო ცვლილებების განხორციელებამდე იმოქმედოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი) მიერ დადგენილი აღრიცხვის პერიმეტრის შესაბამისად.“; გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ელექტროენერგეტიკული საწარმო ან/და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი ვალდებულია აღრიცხვის კვანძების ქსელის წესებთან შესაბამისობა და სათანადო ცვლილების განხორციელება უზრუნველყოს ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით დადგენილ თარიღამდე ერთი თვით ადრე. დადგენილ თარიღამდე აღრიცხვის კვანძების ქსელის წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შესაბამისი აღრიცხვის კვანძები ექვემდებარება შესაბამისი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის აღრიცხვის პერიმეტრიდან ამოღებას.".
|
4.
71 მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:
„6.საბალანსო ბაზრის ოპერატორი და ბირჟის ოპერატორი ვალდებული არიან დაასრულონ დღით ადრე, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრების სიმულაციური ვაჭრობის რეჟიმი (შემდგომში – სიმულაცია) ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით დადგენილ თარიღამდე ერთი თვით ადრე, ხოლო სიმულაციური ვაჭრობის შედეგები შესაბამისი სეგმენტების მიხედვით, სათანადო დასკვნებითა და გამოვლენილი ხარვეზების მითითებით სიმულაციური ვაჭრობის რეჟიმის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინონ კომისიას. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული სიმულაცია უნდა მოიცავდეს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ დაბალანსების ჯგუფების შესაბამისად ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭრო განაცხადების განთავსების, ნომინაციების, სავაჭრო პლატფორმების გამოცდის, საბალანსო პროდუქტების შესყიდვისა და გააქტიურების, აღრიცხვის მონაცემების (მათ შორის პროფილირების გამოყენებით) დაბალანსების ჯგუფების მიხედვით აგრეგირების, საბალანსო ბაზრის ოპერატორისთვის მიწოდებისა და უბალანსობის გამოთვლის პროცესს.“.
|
5.
72 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 72. სარეგისტრაციო პროცესის შეჩერება 1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან დაბალანსების ჯგუფის წევრად ან დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მიზნით განცხადებების მიღების პროცესი ჩერდება ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით დადგენილ თარიღამდე ერთი თვით ადრე, ხოლო დაბალანსების ჯგუფის ცვლილების მიზნით განცხადებების მიღების პროცესი – ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით დადგენილ თარიღამდე 10 სამუშაო დღით ადრე. ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის ამოქმედების შემდგომ დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან დაბალანსების ჯგუფის წევრად, ასევე, დაბალანსების მომსახურების მომწოდებლად რეგისტრაცია და დაბალანსების ჯგუფის ცვლილება განხორციელდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად. 2. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების მონაწილედ რეგისტრაციის მიზნით განცხადებების მიღების პროცესი ჩერდება ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის ამოქმედების კონცეფციით დადგენილ თარიღამდე ორი კვირით ადრე. ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის ამოქმედების შემდგომ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების მონაწილედ რეგისტრაცია განხორციელდება დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების შესაბამისად.“.
|
6.
მე-8 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. 2022 წლის 1 მარტს ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფა“; ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 2022 წლის პირველ მარტს ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ელექტრონერგიით ვაჭრობა განხორციელდეს 2022 წლის 28 თებერვალს, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების შესაბამისად. 2. ის ელექტროენერგეტიკული საწარმოები, რომელთაც, კონცეფციის შესაბამისად, ეკისრებათ დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება, ვალდებული არიან, არაუგვიანეს 2022 წლის 28 თებერვლისა, 2022 წლის პირველი მარტის ფიზიკური მიწოდების პერიოდისათვის. უზრუნველყონ ელექტროენერგიის ყიდვაზე ან გაყიდვაზე განაცხადების წარდგენა დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მოთხოვნების შესაბამისად.“.
|
7.
მე-9 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. 2022 წლის 1 მარტს საბალანსო ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფა“; ბ) პირველი-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. 2022 წლის პირველ მარტს საბალანსო ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა განხორციელდეს 2022 წლის 28 თებერვალს, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად. 2. ამ დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი პირების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტები ვალდებული არიან, არაუგვიანეს 2022 წლის 28 თებერვლისა, უზრუნველყონ საბალანსო ელექტროენერგიაზე სატენდერო წინადადების წარდგენა საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად. 3. ამ დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტები ვალდებული არიან, 2022 წლის 27 და 28 თებერვალს უზრუნველყონ საბითუმო ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების შესახებ ნომინაციების წარდგენა, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად. 4. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი ვალდებულია 2022 წლის 28 თებერვალს უზრუნველყოს დღით ადრე ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების ამსახველი ნომინაციების წარდგენა, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად. 5. საბალანსო სიმძლავრით ვაჭრობის უზრუნველყოფისთვის, ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, სიხშირის შენარჩუნების რეზერვის, სიხშირის ავტომატური აღდგენისა და სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვების შესყიდვის მიზნით, საბალანსო პროდუქტის მოცულობის განსაზღვრის საფუძველზე, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2022 წლის 18 თებერვალს, გამოაცხადოს ტენდერი საბალანსო სიმძლავრის შესყიდვაზე.“.
|
8.
მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. დასკვნითი დებულებები. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2022 წლის პირველ მარტამდე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები