დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 23/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300300000.16.009.016627 |
25
23/06/2023
ვებგვერდი, 29/06/2023
300300000.16.009.016627
„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
|
„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
|
„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის №58 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 20.11.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016409; შემდგომში – დადგენილება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-6 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მოახდინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგეტიკული საწარმოების საბალანსო პროდუქტზე/პროდუქტებზე ფიზიკური ტესტირების გარეშე კვალიფიკაცია ერთი წლის ვადით, არაუგვიანეს ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებულ თარიღამდე. ამ შემთხვევაში კვალიფიკაციის მოქმედების ვადის ათვლა დაიწყება ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებული თარიღიდან.“;
ბ) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ დადგენილების მიზნებისთვის, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის მომენტში არ მოითხოვება ფინანსური გარანტიის წარდგენა. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ფინანსური გარანტიის წარდგენა უზრუნველყოს ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებულ თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე. ამასთან, გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს ფინანსური გარანტიის წარსადგენად განუსაზღვროს დამატებითი ვადა, თუმცა, არაუმეტეს ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებულ თარიღამდე წინა სამუშაო დღისა. დადგენილ თარიღამდე ფინანსური გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი ჩერდება.“;
გ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებულ დღეს ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფა
1. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებულ დღეს ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიურ ბაზარზე ელექტრონერგიით ვაჭრობა განხორციელდეს ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებული თარიღის წინა დღეს, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების შესაბამისად.
2. ის ელექტროენერგეტიკული საწარმოები, რომელთაც, კონცეფციის შესაბამისად, ეკისრებათ ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება, ვალდებული არიან, არაუგვიანეს ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებული თარიღის წინა დღისა, კონცეფციით გათვალისწინებული ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის ამოქმედების პირველივე დღეს ფიზიკური მიწოდების პერიოდისათვის, უზრუნველყონ ელექტროენერგიის ყიდვაზე ან გაყიდვაზე განაცხადების წარდგენა დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მოთხოვნების შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად ელექტრონერგიის დღით ადრე და დღიურ ბაზარზე ელექტროენერგიით ვაჭრობის უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს დღით ადრე და დღიური ბაზრების წესებითა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ღონისძიების, მათ შორის, გარანტიასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.“;
დ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებულ დღეს საბალანსო ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფა
1. ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებულ თარიღამდე, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლების მიერ, სატენდერო განაცხადების წარდგენა საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად ხდება ამ მუხლის მე-4 - მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ დღეებში გამოცხადებულ საბალანსო სიმძლავრისა და საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერებზე.
2. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ელექტროენერგიის საბალანსო ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებული დღის წინა ორი კალენდარული დღის განმავლობაში, თითოეული კალენდარული დღისათვის ცალ-ცალკე, უზრუნველყოს ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების ამსახველი ნომინაციების/ტრანსსასაზღვრო ნომინაციების წარდგენა, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად.
3. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი ვალდებულია, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებული თარიღის წინა დღეს უზრუნველყოს დღით ადრე და დღიურ ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების ამსახველი ნომინაციების საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორისთვის წარდგენა, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად.
4. საბალანსო სიმძლავრით ვაჭრობის უზრუნველყოფისთვის, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის მიერ, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად, საბალანსო სიმძლავრის ტენდერი ცხადდება ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებულ თარიღამდე მე-12 კალენდარულ დღეს, ხოლო თუ ხსენებულ დღეს გამოცხადებულ საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე წარდგენილი სატენდერო განაცხადებით გათვალისწინებული საბალანსო სიმძლავრის ჯამური მოცულობა აღმოჩნდა ელექტროენერგიის მიწოდების კვირისთვის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ პროგნოზირებულ შესასყიდ საბალანსო სიმძლავრის მოცულობაზე ნაკლები, – საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე ცხადდება დამატებითი სატენდერო განაცხადების მიღება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებულ თარიღამდე მე-8 კალენდარული დღის 15:01 საათამდე, ცენტრალური ევროპის დროით.
5. საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებული თარიღიდან პირველ კალენდარულ კვირაში საბალანსო ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფისათვის, საბალანსო სიმძლავრის ტენდერი ცხადდება, ასევე, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებულ თარიღამდე მე-5 კალენდარულ დღეს, ხოლო თუ ხსენებულ დღეს გამოცხადებულ საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე წარდგენილი სატენდერო განაცხადებით გათვალისწინებული საბალანსო სიმძლავრის ჯამური მოცულობა აღმოჩნდა ელექტროენერგიის მიწოდების კვირისთვის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ პროგნოზირებულ შესასყიდ საბალანსო სიმძლავრის მოცულობაზე ნაკლები - საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე გრძელდება დამატებითი სატენდერო განაცხადების მიღება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებული თარიღის წინა დღის 15:01 საათამდე, ცენტრალური ევროპის დროით.
6. საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობის უზრუნველყოფისთვის, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის მიერ, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერი ცხადდება ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებული დღის წინა კალენდარული კვირის ყოველ კალენდარულ დღეს.“;
ე) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. დასკვნითი დებულებები
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები