„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 07/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/10/2021
სარეგისტრაციო კოდი 300300000.16.009.016478
41
07/10/2021
ვებგვერდი, 11/10/2021
300300000.16.009.016478
„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №41

2021 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის №58 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 20.11.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016409) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი მონაწილის რეგისტრაციისას უფლებამოსილია, მონაწილეს (მის წარმომადგენელს) პლატფორმასთან წვდომისათვის საჭირო რეკვიზიტები მიაწოდოს  „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესებით“ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომაც, მაგრამ არაუგვიანეს ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებულ ვადამდე 14 კალენდარული დღით ადრე.“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. გადამცემი სისტემის ოპერატორისა და ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის ვალდებულებები

ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორი ვალდებულია არაუგვიანეს 2021 წლის 29 ოქტომბრისა, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, საკვალიფიკაციო ტესტირების გარეშე, უზრუნველყოს ამ დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ.“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგეტიკული საწარმოების კვალიფიკაცია.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ.) შეიმუშაოს, საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორს მიაწოდოს იმ ელექტროენერგეტიკული საწარმოების სია, რომლებმაც, არაუგვიანეს 2021 წლის პირველი 29 ოქტომბრისა უნდა გაიარონ ამ დადგენილების მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვალიფიკაცია შემდეგ საბალანსო პროდუქტებზე:

ა.ბ.ა). სიხშირის შენარჩუნების რეზერვი;

ა.ბ.ბ) სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვი;

ა.ბ.გ) სიხშირის ხელით აღდგენის რეზერვი.“;


ა.ბ) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ დადგენილების მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაციიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, შესაბამისი ელექტროენერგეტიკული საწარმო დაარეგისტრიროს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად და მიანიჭოს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსი;

გ) შექმნას ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დაბალანსების მომსახურების პირების მიმწოდებლების რეესტრი და ამ რეესტრში დაარეგისტრიროს ის სუბიექტები, რომლებსაც ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭათ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსი;“;

ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი) ვალდებულია, არაუგვიანეს 2021 წლის პირველი ოქტომბრისა შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბაზრის ლიკვიდურობის ხელშეწყობის თაობაზე ხელშეკრულების სტანდარტული ფორმა და ლიკვიდურობის ხელშემწყობი პირის შერჩევის პროცედურა.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტროენერგეტიკული საწარმო, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიით, უფლებამოსილია, 2021 წლის პირველი ნოემბრიდან მიმართოს ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორს, შესაბამის საბალანსო პროდუქტზე ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-4 თავით დადგენილი წესით დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მიზნით.“.

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ელექტროენერგიის გამანაწილებელი და გადამცემი სისტემის ოპერატორები (ელექტროენერგიის განაწილებისა და გადაცემის ლიცენზიატები) ვალდებული არიან, 2021 წლის 15 ნოემბრამდე შეიმუშაონ და კომისიაში წარადგინონ ქსელისა და  მომხმარებელთა შესაბამისი კატეგორიების დღეღამური (საათობრივი) სახასიათო დატვირთვის გრაფიკები (სტანდარტული საათობრივი პროფილები), ამ გრაფიკების (პროფილების) შემუშავებისას გამოყენებულ მეთოდოლოგიასთან ერთად.“;

4. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტროენერგეტიკული საწარმოები და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები ვალდებული არიან, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-3 თავით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, არაუგვიანეს 2021 წლის 15 ოქტომბრისა, მიმართონ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატს) დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან დაბალანსების ჯგუფის წევრად რეგისტრაციის მოთხოვნით.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი) უფლებამოსილია, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან დაბალანსების ჯგუფის წევრად დროებით, ამ დადგენილების 71 მუხლით გათვალისწინებულ სიმულაციურ რეჟიმში მონაწილეობის მისაღებად, დაარეგისტრიროს ის ელექტროენერგეტიკული საწარმოები და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები, რომლებმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნით და ვადის დაცვით არ მიმართეს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატს) და აღნიშნულის შესახებ, არაუგვიანეს 2021 წლის 25 ოქტომბრისა აცნობოს შესაბამის ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს, ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლებსა და კომისიას.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგეტიკული საწარმოები და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები ვალდებული არიან, არაუგვიანეს 2021 წლის 19 ნოემბრისა, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-3 თავით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, მიმართონ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატს) დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან დაბალანსების ჯგუფის წევრად რეგისტრაციის მოთხოვნით, ხოლო ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი) ვალდებულია, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-3 თავით დადგენილი წესით, იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიკაცია დადასტურებულ იქნა 2021 წლის 7 ოქტომბრამდე, კვალიფიკაციის ხელახალი დადასტურების გარეშე უზრუნველყოს სარეგისტრაციო პროცედურის დასრულება. “;

დ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ელექტროენერგეტიკული საწარმოს/ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათი ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი რეგისტრაცია ჩაითვლება გაუქმებულად და ასეთი ელექტროენერგეტიკული საწარმოები და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები ვალდებული არიან, საბითუმო ბაზარზე ვაჭრობის მიზნით შესაბამის ბაზრის ოპერატორს მიმართონ ელექტროენერგიის ბაზრის წესების მოთხოვნათა დაცვით.“;

ე) ამ მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკული საწარმოების და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლების დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის მომენტში არ არის აუცილებელი ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების 33-ე მუხლით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიის (შემდგომში – ფინანსური გარანტია) წარდგენა.“;

ვ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის მომენტში არ იქნება წარდგენილი ფინანსური გარანტია, ელექტროენერგეტიკული საწარმოები და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები ვალდებული არიან, ფინანსური გარანტიის წარდგენა უზრუნველყონ არაუგვიანეს ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებულ თარიღამდე ერთი თვით ადრე. დადგენილ თარიღამდე ფინანსური გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი ითვლება შეწყვეტილად.“;

ზ) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6მე-8 პუნქტები:

 „6. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან დაბალანსების ჯგუფის წევრად რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი სარეგისტრაციო განაცხადის განხილვის ფარგლებში ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი) მიერ დადგენილ იქნა რეგისტრაციის მსურველი ელექტროენერგეტიკული საწარმოს ან/და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის აღრიცხვის კვანძების შეუსაბამობა ქსელის წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი) უფლებამოსილია,  ელექტროენერგეტიკული საწარმო ან/და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი დაარეგისტრიროს აღრიცხვის სრული პერიმეტრით ან მოახდინოს შესაბამისი ელექტროენერგეტიკული საწარმოსათვის ან/და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისათვის  აღრიცხვის პერიმეტრის მონიშვნა მხოლოდ იმ აღრიცხვის კვანძების გათვალისწინებით, რომლებიც შეესაბამება ქსელის წესებით დადგენილ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგეტიკული საწარმო ან/და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი  ვალდებულია, სათანადო ცვლილებების განხორციელებამდე იმოქმედოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი) მიერ დადგენილი აღრიცხვის პერიმეტრის შესაბამისად.

7. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი) ვალდებულია, ამ მუხლის მე-2  პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგეტიკული საწარმოების/ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლების დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების/დაბალანსების ჯგუფების რეგისტრაცია დაასრულოს არაუგვიანეს 2021 წლის 25 ოქტომბრისა და აღნიშნულის თაობაზე, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა აცნობოს კომისიას და ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორს.

8. ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, კომისიას და ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორს არაუგვიანეს 2021 წლის 2 დეკემბრისა წარუდგინოს ინფორმაცია იმ ელექტროენერგეტიკული საწარმოებისა და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლების შესახებ, რომლებმაც ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში არ მიმართეს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატს) დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან/და დაბალანსების ჯგუფის წევრად რეგისტრაციის მოთხოვნით.“.

5. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 მუხლები:

„მუხლი 71. ელექტროენერგიის ბაზარზე სიმულაციურ რეჟიმში მონაწილეობა

1. ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ელექტროენერგეტიკული საწარმოები და პირდაპირი მომხმარებლები ვალდებული არიან, სიმულაციურ რეჟიმში მონაწილეობის მიზნით სატესტო პლატფორმაზე რეგისტრაციის მოთხოვნით არაუგვიანეს 2021 წლის 26 ოქტომბრისა მიმართონ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორს, ოპერატორის მიერ დადგენილი წესით, რომელიც განთავსებულია ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი უზრუნველყოფს მოთხოვნილი რეგისტრაციის დასრულებას არაუგვიანეს 2021 წლის 30 ოქტომბრისა.

2. ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული ყველა ელექტროენერგეტიკული საწარმო და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორისა და ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის ოპერატორის მიერ ორგანიზებულ სიმულაციურ ვაჭრობაში.

3. თუ ამ დადგენილების მე-7 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული საწარმოები და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები არ მიმართავენ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის ოპერატორს სიმულაციურ რეჟიმში მონაწილეობის მოთხოვნით, მათი სიმძლავრის სიმულაციურ ვაჭრობაში მონაწილეობას უზრუნველყოფენ ბაზრის ოპერატორები, ვირტუალური ტრეიდერის/წარმომადგენლის მეშვეობით.

4. სიმულაციურ რეჟიმში მონაწილეობა როგორც რეალური, ისე ვირტუალური ტრეიდერის/წარმომადგენლის მეშვეობით, ხორციელდება რეალურ საპროგნოზო მონაცემებზე დაყრდნობით. ვირტუალური ტრეიდერის/წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილე ელექტროენერგეტიკული საწარმოებისა და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლების სიმულაციურ რეჟიმში ვაჭრობის შედეგების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი.

5. იმ შემთხვევაში, თუ სიმულაციაში მონაწილე ელექტროენერგეტიკული საწარმოს აღრიცხვის პერიმეტრის ნაწილი ჩართული არ არის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზებულ (ესკაა) სისტემაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი (გადაცემის ლიცენზიატი) უფლებამოსილია, გამოიყენოს პროფილირების მეთოდი.

მუხლი 72. სარეგისტრაციო პროცესის შეჩერება

დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან დაბალანსების ჯგუფის წევრად ან დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის, აგრეთვე, აღრიცხვის პერიმეტრის ცვლილების პროცესი ჩერდება ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით დადგენილ თარიღამდე ერთი თვით ადრე. ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის ამოქმედების შემდგომ დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან დაბალანსების ჯგუფის წევრად, ასევე, დაბალანსების მომსახურების მომწოდებლად რეგისტრაციისა და აღრიცხვის პერიმეტრის ცვლილება განხორციელდება ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე