დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის N58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 30/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300300000.16.009.016545 |
|
„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის N58 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 20.11.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016409; შემდგომში - დადგენილება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ტესტირების გარეშე საწარმოს კვალიფიკაცია ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია არაუგვიანეს 2021 წლის 29 ოქტომბრისა, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, საკვალიფიკაციო ტესტირების გარეშე, უზრუნველყოს ამ დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ.“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგეტიკული საწარმოების კვალიფიკაცია ერთი წლის ვადით. ამ შემთხვევაში, საწარმოს კვალიფიკაციის მოქმედების ვადის ათვლა დაიწყება ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებული თარიღიდან.“. 2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მოახდინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგეტიკული საწარმოების საბალანსო პროდუქტზე/პროდუქტებზე ფიზიკური ტესტირების გარეშე კვალიფიკაცია ერთი წლის ვადით, არაუგვიანეს 2022 წლის 29 ივლისისა. ამ შემთხვევაში კვალიფიკაციის მოქმედების ვადის ათვლა დაიწყება ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებული თარიღიდან.“. 3. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ დადგენილების მიზნებისთვის, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის მომენტში არ მოითხოვება ფინანსური გარანტიის წარდგენა. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ფინანსური გარანტიის წარდგენა უზრუნველყოს ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებულ თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე. დადგენილ თარიღამდე ფინანსური გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი წყდება.“. 4. 71 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სიმულაციურ რეჟიმში მონაწილეობა როგორც რეალური, ისე - ვირტუალური ტრეიდერის/წარმომადგენლის მეშვეობით, ხორციელდება რეალურ საპროგნოზო მონაცემებზე დაყრდნობით.“; ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ელექტროენერგიის ბაზარზე სიმულაციურ რეჟიმში მონაწილეობისას/ელექტროენერგიის ბაზრის სიმულაციურ რეჟიმში ოპერირებისას: ა) ბაზრის მონაწილემ, აგრეთვე, დაბალანსებაზე პასუხისმგებელმა პირმა თითოეული თავისი დაბალანსების ჯგუფისათვის: ა.ა) ელექტროენერგიის ბაზარზე სავაჭრო განაცხადები/სატენდერო წინადადებები განათავსოს ელექტროენერგიის წარმოების/მოხმარების რეალური გეგმების შესაბამისად, კომისიის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ბაზრის წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით; ა.ბ) ელექტროენერგიის წარმოების/მოხმარების დაგეგმვა განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტროენერგიის ბაზარზე სიმულაციისას ნავაჭრი და დადასტურებული ნომინაციის გათვალისწინებით; ბ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორს წარუდგინოს ნომინაციები, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად; გ) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორისთვის სატენდერო წინადადებების წარდგენისას, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღოს მათი გააქტიურების შესაძლებლობები; დ) გადამცემი სისტემის ოპერატორმა ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორს დაბალანსების ჯგუფების მიხედვით უნდა მიაწოდოს აღრიცხვის ყოველდღიური მონაცემები (მათ შორის, პროფილირების გამოყენებით); ე) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა გადამცემი სისტემის ოპერატორს, ყოველდღიურად, ცენტრალური ევროპის დროით არაუგვიანეს 08:00 საათისა, უნდა მიაწოდოს გასული დღის აღრიცხვის მონაცემები იმ დაბალანსების ჯგუფების აღრიცხვის წერტილებზე, რომლებიც ჩართული არ არის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზებული (ესკაა) შესაბამისი დონის სისტემაში და რომელთა ავტომატურად გაგზავნა არ ხდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის პლატფორმაზე.“. 5. 72 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის მონაწილედ რეგისტრაციის მიზნით განცხადებების მიღების პროცესი ჩერდება ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის ამოქმედების კონცეფციით დადგენილ თარიღამდე სამი კვირით ადრე. ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის ამოქმედების შემდგომ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების მონაწილედ რეგისტრაცია განხორციელდება დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 20 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები