დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 30/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300300000.16.009.016621 |
|
„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის №58 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 20.11.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016409; შემდგომში – დადგენილება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-6 მუხლის:
ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მოახდინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგეტიკული საწარმოების საბალანსო პროდუქტზე/პროდუქტებზე ფიზიკური ტესტირების გარეშე კვალიფიკაცია ერთი წლის ვადით, არაუგვიანეს 2023 წლის 23 ივნისისა. ამ შემთხვევაში კვალიფიკაციის მოქმედების ვადის ათვლა დაიწყება ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებული თარიღიდან.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ელექტროენერგიის გამანაწილებელი და გადამცემი სისტემების ოპერატორები ვალდებული არიან, 2023 წლის პირველ ივლისამდე უზრუნველყონ აღრიცხვის ან/და ბილინგისა და პროფილირების პლატფორმებს შორის მონაცემთა ურთიერთგაცვლის პროგრამულად სინქრონიზებული ელექტრონული სისტემის ამოქმედება.“. |
2.
მე-7 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ის ელექტროენერგეტიკული საწარმოები, რომელთაც, კონცეფციის შესაბამისად, ეკისრებათ დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება, ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორთან 2023 წლის პირველ ივნისამდე უნდა დარეგისტრირდნენ დღით ადრე ბაზრის მონაწილეებად, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების შესაბამისად. 2. ელექტროენერგეტიკული საწარმოები და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები ვალდებული არიან, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების II თავით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, არაუგვიანეს 2023 წლის პირველი ივნისისა, მიმართონ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატს) დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან დაბალანსების ჯგუფის წევრად რეგისტრაციის მოთხოვნით.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი) ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგეტიკული საწარმოების/ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლების დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების/დაბალანსების ჯგუფების რეგისტრაცია დაასრულოს არაუგვიანეს 2023 წლის 16 ივნისისა და აღნიშნულის თაობაზე, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, აცნობოს კომისიას და ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორს.“. |
3.
მე-8 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. 2023 წლის პირველ ივლისს ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფა“; ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 2023 წლის პირველ ივლისს ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ელექტრონერგიით ვაჭრობა განხორციელდეს 2023 წლის 30 ივნისს, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების შესაბამისად. 2. ის ელექტროენერგეტიკული საწარმოები, რომელთაც, კონცეფციის შესაბამისად, ეკისრებათ დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება, ვალდებული არიან, არაუგვიანეს 2023 წლის 30 ივნისისა, 2023 წლის პირველი ივლისის ფიზიკური მიწოდების პერიოდისათვის, უზრუნველყონ ელექტროენერგიის ყიდვაზე ან გაყიდვაზე განაცხადების წარდგენა დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მოთხოვნების შესაბამისად.“. |
4.
მე-9 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. 2023 წლის პირველ ივლისს საბალანსო ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფა“; ბ) პირველი-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 2023 წლის პირველ ივლისს საბალანსო ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა განხორციელდეს 2023 წლის 30 ივნისს, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად. 2. ამ დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლების რეესტრში რეგისტრირებული დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან, არაუგვიანეს 2023 წლის 30 ივნისისა, უზრუნველყონ საბალანსო ელექტროენერგიაზე სატენდერო განაცხადების წარდგენა საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად. 3. ამ დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტები ვალდებული არიან, 2023 წლის 29 და 30 ივნისს უზრუნველყონ ორმხირივი ხელშეკრულებების ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების ამსახველი ნომინაციების/ტრანსსასაზღვრო ნომინაციების წარდგენა, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად. 4. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი ვალდებულია, 2023 წლის 30 ივნისს უზრუნველყოს დღით ადრე ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების ამსახველი ნომინაციების საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორისთვის წარდგენა, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად. 5. საბალანსო სიმძლავრით ვაჭრობის უზრუნველყოფისთვის, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2023 წლის 21 ივნისს გამოაცხადოს ტენდერი საბალანსო სიმძლავრის შესყიდვაზე.“. |
5.
მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. დასკვნითი დებულებები ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2023 წლის პირველ ივლისამდე.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები