ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 286
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.021998
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
286
04/05/2020
ვებგვერდი, 04/05/2020
280120000.10.003.021998
ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (21/08/2020 - 27/08/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №286

2020 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

 

ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების პერიოდში შემოსავლების მიუღებლობით გამოწვეული პრობლემების დაძლევისა და კრიზისის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით, დამტკიცდეს „ახალი კორონავირუსით  (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის  (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ივნისის დადგენილება №372 – ვებგვერდი, 16.06.2020წ.

მუხლი 11
1. ამ დადგენილებით, 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარებისთვის გათვალისწინებული ღონისძიების შეუფერხებელი და სრულფასოვანი ადმინისტრირების მიზნებისათვის, დაევალოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების და/ან საჭირო ინფორმაციის მიწოდება და/ან ადმინისტრირების ხელშეწყობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის.

2. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, აღმოუჩინონ დახმარება ფიზიკურ პირებს 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარების მისაღებად ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

3. დაევალოთ ყადაღისგან გათავისუფლებაზე უფლებამოსილ/ პასუხისმგებელ სუბიექტებს (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − აღსრულების ეროვნული ბიურო და კერძო აღმასრულებელი) ამ დადგენილებით გათვალისწინებული გასაცემლების (კომპენსაცია/სოციალური დახმარება (ერთჯერადი ფულადი გასაცემელი)) მიმართ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის  უზრუნველყოფა.

4. დაევალოს სსიპ − შემოსავლების სამსახურს, კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული გასაცემლების (კომპენსაცია/სოციალური დახმარება (ერთჯერადი ფულადი გასაცემელი)) ფარგლებში არ გაავრცელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალება/ყადაღა).

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №505 – ვებგვერდი, 14.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №522 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.
მუხლი 2
დადგენილებით გათვალისწინებული „ახალი კორონავირუსით  (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის  (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა“ განხორციელდება „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდის  „27 02 06 – ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარების“ ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 21
„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების − „56 17 − StopCoV ფონდი“ ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან სახსრების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფა, ამ დადგენილების მე-2 დანართით დამტკიცებული სოციალური დახმარების დასაფინანსებლად.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №505 – ვებგვერდი, 14.08.2020წ.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



დანართი №1
ახალი კორონავირუსით  (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს პროგრამა განსაზღვრავს ახალი კორონავირუსით გამოწვეული  ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების პერიოდში მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით სახელმწიფო დახმარების გაცემის წესს, კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილ პირებსა და კომპენსაციის/დახმარების ოდენობას.

2. ეს პროგრამა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ პირებზე და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის ქვეშ მყოფი დროებითი ბინადრობის მოწმობის მქონე  ფიზიკურ პირებზე.

21. პროგრამა ითვალისწინებს:

ა) კორონავირუსის ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების პერიოდში დაზარალებული ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირებისთვის/ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემას, ამავე დანართის შესაბამისად (შემდგომში − პროგრამა);

ბ) 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის კომპონენტის განხორციელებას, რომლის წესი და პირობები განისაზღვრება №2 დანართის შესაბამისად.

3. ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დაქირავებით მუშაობა – საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დაქირავებით მუშაობა;

ბ) დაქირავებული – დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი;

გ) დამქირავებელი – პირი, რომელიც ანაზღაურებს დაქირავებულის შესრულებულ სამუშაოს;

დ) ხელფასი – დაქირავებულის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის დამქირავებლისგან მიღებული ანაზღაურება (გარდა დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიისა ან სხვა თანხისა);

ე) კომპენსაცია – ამ პროგრამის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი დახმარება;

ვ) სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;

ზ) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

თ) დასაქმების სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო;

ი) მომსახურების სააგენტო –  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო.

4. ამ პროგრამის მიზნებისთვის, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაქირავებულად არ მიიჩნევა და ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ თვეს ან/და 2020 წლის პირველ კვარტალში ფიქსირდება სახელფასო განაცემი:

ა) საბიუჯეტო ორგანიზაციიდან;

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკიდან;

გ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან;

დ) საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი;

ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს დაფუძნებული/შვილობილი საწარმოდან, რომლის 50%-ზე მეტ წილს ფლობს ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმო.

შენიშვნა: მიუხედავად ამ პუნქტის დებულებებისა, ამ პროგრამის მიზნებისთვის,  ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაქირავებულად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელსაც 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ თვეს ან/და 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდება ბოლო ხელფასის მიღება იმ პირისგან, რომელიც არ წარმოადგენს ამ პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირს.

5. ამ პროგრამის განხორციელების მიზნით:

ა) დასაქმების სააგენტო და მომსახურების სააგენტო უფლებამოსილნი არიან, გამოიყენონ მათ მიერ ადმინისტრირებადი პროგრამების ფარგლებში არსებული საინფორმაციო სისტემები და მონაცემთა ბაზები, ასევე მიიღონ/დაამუშაონ პირის პერსონალური, სოციალური,  ეკონომიკური  და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემი;  

ბ) სამინისტრო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტ(ებ)ი.  

6. პროგრამის განმახორციელებელია დასაქმების სააგენტო და მომსახურების სააგენტო.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ივნისის დადგენილება №372 – ვებგვერდი, 16.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №429 – ვებგვერდი, 10.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №505 – ვებგვერდი, 14.08.2020წ.

მუხლი 2. კომპენსაციის მიღების უფლება და მისი ოდენობა

1. კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ კორონავირუსის ეპიდემიის/პანდემიის გავრცელების პერიოდში დაზარალებულ, ამ პუნქტით განსაზღვრულ პირებს/ოჯახებს:

ა) დაქირავებულს (მათ შორის პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში), თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან ნებისმიერ უწყვეტ სამ თვეს ან/და 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც და ამ პერიოდში იღებდა ხელფასს, რაც დასტურდება დამქირავებლის (გარდა, თიზ-ის საწარმოს, რომელიც არ აკავებს გადასახადს გადახდის წყაროსთან) მიერ სამსახურში საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით (გარდა, პირის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში ყოფნის შემთხვევისა) და 2020 წლის 1 ივლისამდე  დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო);

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, დამქირავებლის მიერ საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე  სამსახურში წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის დაზუსტების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მიიჩნევა საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილად, თუ დაზუსტებას ექვემდებარება მხოლოდ დაქირავებულის პირადი ნომერი, რომელიც არასწორად არის მითითებული და აღნიშნული იწვევს ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების უფლების დაკარგვას;

ბ) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით გათვალისწინებულ „სოციალურად  დაუცველი ოჯახების   მონაცემთა  ერთიან  ბაზაში“ (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 65000-ზე და ნაკლებია 100001-ზე (ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად);

გ) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 3 ან 3-ზე მეტი 0-დან 16 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვი;

დ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს (შემდგომში – შშმ პირი);

ე) ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებსა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებს, რომელთაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებათ ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავლები ეკონომიკური საქმიანობიდან, ასევე მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც მიკრობიზნესის სტატუსი მიენიჭათ 2020 წლის 1 აპრილამდე და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, ეკონომიკურ აქტივობად ჩაითვლება პირის მიერ სამსახურში წარდგენილი საგადასახადო/საბაჟო დეკლარაცია/გაანგარიშება, საკონტროლო-სალარო აპარატის/ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენება, გამოწერილი სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/საგადასახადო დოკუმენტი ან/და ბიუჯეტში გადასახადის/სამსახურის მიერ ადმინისტრირებადი მოსაკრებლის გადახდა;

ვ) ამ პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების გარდა, ნებისმიერ ფიზიკურ პირს:

ვ.ა) რომელიც საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირისგან (გარდა არასამეწარმეო ფიზიკური პირებისა) წარადგენს იმის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდა შემოსავალი ან/და აღნიშნული ქვეპუნქტის მიზნებისთვის სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდა განმცხადებლად და შეავსო ელექტრონული განაცხადის ფორმა 2020 წლის 1 აგვისტომდე, 2020 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური საქმიანობის ან/და შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მიუხედავად;

ვ.ბ) საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რის გამოც 2019 წელს უფიქსირდებათ საზღვრის კვეთა არანაკლებ 60-ჯერ ან/და 2019 წლის მარტის  თვიდან  ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში უფიქსირდებათ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა 30-დან 120 კალენდარული დღის ჩათვლით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის (საზღვრის კვეთა) საფუძველზე ეძლევათ შესაძლებლობა, სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდნენ კომპენსაციის მიმღებ პირებად.

შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, კომპენსაციის მიღების უფლების მქონე  ფიზიკურ პირებად ასევე ითვლებიან  ინდივიდუალური მეწარმეები, მცირე და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების პირობებს ან/და სამსახურის მიერ ვერ მოხდა მათი იდენტიფიცირება ამავე პროგრამის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ზ) ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ წარმოეშობათ, თუ მათზე 2020 წელს ფიქსირდება ხელფასის გაცემა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირზე შესაბამის თვეში ხელფასის გაცემა დაფიქსირდა არაუმეტეს 10 ლარისა), დამქირავებლის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციით (თიზ-ის საწარმოს შემთხვევაში, რომელიც არ ასრულებს საგადასახადო აგენტის ფუნქციას და არ ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება – მხოლოდ ამ პროგრამის დანართით გათვალისწინებული განაცხადის ფორმით სამსახურისთვის წარდგენილი ინფორმაციით);

თ) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიზნებისათვის, კომპენსაციის მიმღებ პირთა/ოჯახთა შესახებ ინფორმაციის გენერირება ხდება მომსახურების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი შესაბამისი ელექტრონული ბაზებიდან  2020 წლის 1 მაისის მდგომარეობით და ამ პირებს/ოჯახებს კომპენსაციის მიღების უფლება უნარჩუნდებათ ამ პროგრამით გათვალისწინებული მთელი პერიოდის მანძილზე, გარდა ამ პროგრამით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე/ოჯახებზე განისაზღვროს კომპენსაციები შემდეგი ოდენობითა და პირობებით:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე კომპენსაცია გაიცემა ამ პროგრამის ამოქმედებიდან, თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1200 ლარისა ერთ პირზე;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებზე კომპენსაცია განისაზღვროს 2020 წლის მაისიდან 6 თვის განმავლობაში:

ბ.ა) ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად, ოჯახის თითოეულ წევრზე 35 ლარის ოდენობით, გარდა ამ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ.ბ) იმ ოჯახებისათვის, რომლებიც შედგება:

ბ.ბ.ა) ერთი წევრისგან – ოჯახზე 70 ლარის ოდენობით;

ბ.ბ.ბ)  ორი წევრისგან  – ოჯახზე 90 ლარის ოდენობით;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებზე კომპენსაცია განისაზღვროს თვეში 100 ლარის ოდენობით  2020 წლის მაისიდან 6 თვის განმავლობაში;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე კომპენსაცია განისაზღვროს თვეში 100 ლარის ოდენობით 2020 წლის მაისიდან 6 თვის განმავლობაში;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე კომპენსაცია განისაზღვროს ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

3. პირს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ან/და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირობებსაც, ეძლევა მხოლოდ ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი საფუძვლით კომპენსაციის მიღება არ ზღუდავს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ასევე არ იზღუდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კომპენსაციის ერთდროულად მიღების შესაძლებლობა.

5. კომპენსაციის გაცემა წყდება:

ა) პირის  განცხადებით;

ბ) საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში, პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში;

გ) პირის გარდაცვალების შემთხვევაში;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირის შემთხვევაში, თუ 2020 წლის ივნისის ან შემდგომ თვე(ებ)ში პირზე დაფიქსირდა 10 ლარზე მეტი ხელფასის გაცემა, დამქირავებლის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციით (თიზ-ის საწარმოს შემთხვევაში, რომელიც არ ასრულებს საგადასახადო აგენტის ფუნქციას და არ ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება – მხოლოდ ამ პროგრამის №1.1 დანართით გათვალისწინებული განაცხადის ფორმით სამსახურისთვის წარდგენილი ინფორმაციით).

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომპენსაციის გაცემა წყდება შესაბამისი საფუძვლის წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით კომპენსაციის შეწყვეტის მიზნით გამოიყენება  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებული მონაცემთა ბაზა.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ოჯახს არ უწყდება და მთელი ვადით უნარჩუნდება კოპენსაციის მიღების უფლება, თუ ოჯახის რომელიმე წევრ(ებ)ზე 2020 წლის 1 მაისს და შემდგომ პერიოდში გავრცელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობა, ამასთან, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოჯახს კომპენსაცია წევრთა რაოდენობის მიხედვით გადაუანგარიშდება კომპენსაციის შეჩერების გარეშე, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული პირობის დადგომის შემთხვევაში.

9. კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალებამდე მიუღებელი კომპენსაციის თანხები პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე) ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე) გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მათ მიუღებელი თანხისათვის შესაბამის ორგანოს განცხადებით მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არაუგვიანეს ერთი წლისა, იმ პირობით, რომ გაცემული თანხა სამკვიდროს გაყოფამდე ერთიანი ქონების სახით ეკუთვნის ყველა თანამემკვიდრეს.

10. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის კომპენსაციის დანიშვნა არ იწვევს ამ პროგრამის ამოქმედებამდე კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებით დანიშნული სხვა ფულადი და არაფულადი სოციალური დახმარებ(ებ)ის (სოციალური დახმარებ(ებ)ის) მიღების შეწყვეტას ან/და ამ საფუძვლებით სოციალური დახმარებ(ებ)ის მიღების უფლების წარმოშობის შემთხვევაში, მათი დანიშვნის უფლების შეზღუდვას.

11. ამ პროგრამით განსაზღვრული კომპენსაცია არ გაითვალისწინება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით განსაზღვრული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ ადმინისტრირებისას ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა/შეფასებისას და სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 მაისის დადგენილება №295 – ვებგვერდი, 08.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მაისის დადგენილება №314 – ვებგვერდი, 19.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ივნისის დადგენილება №372 – ვებგვერდი, 16.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ივნისის დადგენილება №388 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №429 – ვებგვერდი, 10.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №505 – ვებგვერდი, 14.08.2020წ.

მუხლი 3. კომპენსაციების გაცემის ადმინისტრირება

1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობებით:

ა) დამქირავებელი ყოველთვიურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ამ პროგრამის №1.1 დანართით გათვალისწინებული განაცხადის ფორმით სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას იმ დაქირავებულთა შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. ინფორმაციაში აღინიშნება:

ა.ა) დაქირავებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

ა.ბ) დაქირავებულის საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი);

ა.გ) დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი);

ბ) ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება ელექტრონულად – გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge. თუ დამქირავებელი არ წარადგენს მომდევნო თვეში ინფორმაციას, სამსახური იყენებს წინა განაცხად(ებ)ს. ამ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ დამქირავებელმა წარადგინა განაცხადი დადგენილ ვადებში. ამასთან, დამქირავებელს განაცხადის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობა, თუ დაზუსტების მიზანია დაქირავებული პირის კომპენსაციის მიმღებ პირთა რეესტრში დამატება. დამქირავებელი ინფორმაციას წარადგენს მხოლოდ ამ პირზე, ხოლო დანარჩენ დაქირავებულებთან მიმართებით სამსახური იყენებს დამქირავებლის მიერ სამსახურში წარდგენილ წინა განაცხად(ებ)ს;

გ) სამსახური, დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მითითებით წარუდგენს დასაქმების სააგენტოს არაუგვიანეს კომპენსაციის გაცემის თვის 20  რიცხვისა, ხოლო მაისში – დამატებით 30 რიცხვის ჩათვლით;

დ) დამქირავებელი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში, დააზუსტოს/წარადგინოს განაცხადი შესაბამისი თვის 20 რიცხვის ჩათვლით, ხოლო მაისში – დამატებით 30 რიცხვის ჩათვლით;

ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკორექტირებულ ნუსხას შემოსავლების სამსახური 2 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის დასაქმების სააგენტოს;

ვ) კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა საბანკო დაწესებულე­ბის მეშვეობით №1.1 დანართში მითითებულ პირის საბანკო ანგარიშზე, არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც  პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 30 რიცხვისა. ამასთან, მაისის 21-დან 30 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ინფორმაციების მიხედვით, კომპენსაცია გაიცემა არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.

2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე/ოჯახებზე კომპენსაციის გაცემის ადმინისტრირების მიზნით, მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოჯახების/პირების იდენტიფიცირებას, მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით;

ბ) ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების იდენტიფიცირებას მხოლოდ ამავე საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის ან სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით;

გ) კომპენსაციის ჩარიცხვას მომსახურების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი პროგრამებით მოსარგებლე ოჯახების/პირების უკვე არსებულ ან ახლად გახსნილ საბანკო ანგარიშებზე, სს „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;

დ) კომპენსაციის ჩარიცხვას სოციალურ პაკეტთან/სახელმწიფო კომპენსაციასთან ან/და საარსებო შემწეობასთან ან სხვა გასაცემელთან ერთად.

3. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ოჯახებზე ამ პროგრამის შესაბამისად დანიშნული კომპენსაციის გაცემა არ წყდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესით, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესითა და ყველა სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტ(ებ)ით გათვალისწინებული ადმინისტრირების პირობების მიუხედავად.

4. თუ  ოჯახი 2020 წლის 1 მაისის შემდეგ დააკმაყოფილებს ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან/და „გ“  ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, კომპენსაცია ინიშნება სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვიდან, ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის პერიოდის დარჩენილი თვეების განმავლობაში.

5. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახ(ებ)ისთვის კომპენსაცია ინიშნება 2020 წლის 1 მაისის მდგომარეობით არსებულ წევრთა რაოდენობის მიხედვით და ნარჩუნდება ამ პროგრამით განსაზღვრული კომპენსაციის მიღების მთელი ვადით, მიუხედავად ოჯახის წევრთა რაოდენობის ცვლილებისა, გარდა წევრ(ებ)ის გარდაცვალებისა. 2020 წლის 1 მაისის შემდგომ ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების შემთხვევაში, მოხდება კომპენსაციის ავტომატური გადაანგარიშება ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით და გადაანგარიშებული ოდენობით კომპენსაცია გაიცემა ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდგომი თვიდან, ხოლო ბავშვ(ებ)ის დამატების შემთხვევაში, გადაანგარიშებული ოდენობით კომპენსაცია გაიცემა მომსახურების სააგენტოში მიმართვის მომდევნო თვიდან ახალი სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით. გადაანგარიშების პროცესი არ იწვევს კომპენსაციის შეჩერებას/შეწყვეტას.

6. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოჯახებს კომპენსაცია ენიშნებათ და უნარჩუნდებათ მთელი ვადით, თუ ოჯახი 2020 წლის 1 მაისის მდგომარეობით აკმაყოფილებს  იმავე  ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობას და ამასთან, კომპენსაციის მიღების შემდგომ პერიოდში ოჯახში 0-16 წლამდე ბავშვთა რაოდენობის ცვლილება არ იწვევს კომპენსაციის შეწყვეტას/შეჩერებას.

7. 2020 წლის 1 მაისის შემდეგ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, ასევე ამ სტატუს(ებ)ით მიმართვის შემთხვევაში, კომპენსაცია გაიცემა პირის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადებისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერის მომსახურების სააგენტოში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის პერიოდის დარჩენილი თვეების განმავლობაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა.

71. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარებს დანიშნული აქვთ სახელმწიფო კომპენსაცია ან სოციალური პაკეტი ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლ(ებ)ით, მაგრამ 2020 წლის 1 მაისის  მდგომარეობით შეჩერებული ჰქონდათ  გასაცემლის მიღება და ამ გასაცემლის განახლების/აღდგენის მიზნით 2020 წლის 1 ოქტომბრამდე მიმართავენ  მომსახურების სააგენტოს, განახლების/აღდგენის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამ დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაცია გაიცემა განცხადებით მიმართვის თვის მომდევნო თვიდან და ანაზღაურდება 2020 წლის 1 მაისიდან, ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა ამავე პროგრამით განსაზღვრული შემთხვევებისა.

8. იმ შემთხვევაში, თუ  2020 წლის 1 მაისის შემდეგ ოჯახი მოიპოვებს კომპენსაციის მიღების უფლებას  ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან/და „გ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით და  ოჯახში ფიქსირდება წევრ(ებ)ი, რომლებიც უკვე იღებენ ამავე საფუძვლით განსაზღვრულ კომპენსაციას, ოჯახს კომპენსაციის თანხა დაუნგარიშდება ამ წევრ(ებ)ის გამოკლებით.

9. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობებით:

ა) სამსახური, არაუგვიანეს 2020 წლის 20 მაისისა უზრუნველყოფს აღნიშნული პირების იდენტიფიცირებას და ინფორმაციას (სახელი, გვარი/პირადი ნომერი) აწვდის  დასაქმების სააგენტოს. აღნიშნული პირები, კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე შეტყობინებას მიიღებენ გადასახადის გადამხდელის  ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე  – https://eservices.rs.ge/;

ბ) დასაქმების სააგენტო მის ელექტრონულ პორტალზე არაუგვიანეს 15 მაისისა ამზადებს ელექტრონული განაცხადის ფორმას (განაცხადს), სადაც კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირი (განმცხადებელი) ავსებს შემდეგ მონაცემებს:

ბ.ა) სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

ბ.ბ) საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);

ბ.გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

10. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს დასაქმების სააგენტო შემდეგი პირობებით:

ა) დასაქმების სააგენტო მის ელექტრონულ პორტალზე არაუგვიანეს  15 მაისისა ამზადებს ელექტრონული განაცხადის ფორმას (განაცხადს), სადაც კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირი (განცმხადებელი) ავსებს შემდეგ მონაცემებს:

ა.ა) სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

ა.ბ) საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);

ა.გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ა.დ) ინფორმაცია 2020 წლის პირველ კვარტალში მისი შემოსავლის წყაროს შესახებ;

ა.ე) საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) პირის მიერ გაცემული შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, საბანკო ამონაწერი, მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის ნებართვა/ლიცენზია და სხვა) ან განმცხადებელის მიერ სამსახურში წარდგენილი 2019 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, რომელშიც ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია.

11. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირი ვალდებულია, სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდეს განმცხადებლად და შეავსოს ელექტრონული განაცხადის ფორმა 2020 წლის 1 აგვისტომდე. ასევე, დასაქმების სააგენტოს მიერ შეტყობინების საფუძველზე, სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირებულ პირებს მიეცეთ არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაციის განახლების  საშუალება  2020 წლის 1 აგვისტომდე.

12. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები, დასაქმების სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, ადასტურებენ, რომ თანახმა არიან, მათ მიერ შევსებულ განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამაში ჩართვის მიზნით.

13. განაცხადში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე და არასწორი ინფორმაციის წარდგენით სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.

14. დასაქმების სააგენტო არ არის უფლებამოსილი, უზრუნველყოს წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორისა და ვალიდურობის დადასტურება.

15. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება უწყებათაშორისი კომისია და სამუშაო ჯგუფი, რომელთა პერსონალური შემადგენლობა და საქმიანობის წესი მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.  უწყებათაშორისი კომისია ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და წარუდგენს  მას საბოლოო ანგარიშს.

16. კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე განაცხადების ატვირთვიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში დასაქმების სააგენტო სამუშაო ჯგუფთან ერთად განიხილავს განაცხადებს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარუდგენს უწყებათაშორის კომისიას.

17. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის შემადგენლობაში შედიან სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წარმომადგენლები მინისტრის მოადგილეების ან/და დეპარტამენტების უფროსების დონეზე, ასევე დასაქმების სააგენტოსა და მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირები.

18. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაცია გაიცემა განმცხადებლის მიერ განაცხადის წარდგენიდან 10 სამუშო დღის ვადაში, ხოლო ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაცია გაიცემა  კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან  არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.  

19. დასაქმების სააგენტო უფლებამოსილია, გააფორმოს მემორანდუმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან, ამ პროგრამის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების დადგენის მიზნით.

20.  ამ პროგრამაში ჩართული ადმინისტრაციული ორგანოები, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით, უზრუნველყოფენ მათ ხელთ არსებული ინფორმაციის/მონაცემების ურთიერთგაცვლას, ამავე პროგრამით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.

21. სამსახური უფლებამოსილია, ცალკეულ შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემის ადმინისტრირება განახორციელოს ამ მუხლით განსაზღვრული პირობებისგან განსხვავებული წესით. კერძოდ, თუ ამ პროგრამის №1.1 დანართით გათვალისწინებული განაცხადის წარდგენისათვის დადგენილ ვადაში №1.1 დანართის წარუდგენლობის მიზეზად ფიქსირდება დამქირავებელი მეწარმე ფიზიკური პირის გარდაცვალება, სამსახური უფლებამოსილია, განიხილოს დაქირავებული ფიზიკური პირის განცხადება და ამ ფიზიკური პირის შესახებ  შესაბამისი ინფორმაცია  წარუდგინოს დასაქმების სააგენტოს, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.

22. ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაცია არ ექვემდებარება ყადაღას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად) და  საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს (საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალებას/ყადაღას), რისთვისაც დასაქმების სააგენტო უფლებამოსილია, უზრუნველყოს კომპეტენტური/უფლებამოსილი ორგანოსთვის/ პირისათვის სოციალური დახმარების მიმღებ პირთა შესახებ მონაცემის/ინფორმაციის მიწოდება/წვდომა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 მაისის დადგენილება №311 – ვებგვერდი, 18.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მაისის დადგენილება №314 – ვებგვერდი, 19.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ივნისის დადგენილება №372 – ვებგვერდი, 16.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ივნისის დადგენილება №388 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №429 – ვებგვერდი, 10.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის დადგენილება №466 – ვებგვერდი, 24.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №505 – ვებგვერდი, 14.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №522 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.

დანართი №1.1

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 მაისის დადგენილება №295 – ვებგვერდი, 08.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 მაისის დადგენილება №314 – ვებგვერდი, 19.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 ივნისის დადგენილება №372 – ვებგვერდი, 16.06.2020წ.
 
 
ინფორმაცია

დაქირავებული პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება:

 

1. ინფორმაცია დამქირავებლის შესახებ:

 

დასახელება/სახელი, გვარი ________________________________________ 

პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი _____________________________________

 

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო            

(მონიშნეთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წარმოადგენთ თიზ-ის საწარმოს)

 

2. ინფორმაცია იმ დაქირავებული პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება:

 

პირადი ნომერი

სახელი, გვარი

მისამართი

ტელეფონი

საბანკო ანგარიშის ნომერი

საანგარიშო თვეში გაცემული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101- მუხლის მე-2 ნაწილისქვეპუნქტით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის ოდენობა

მოინიშნება იმ შემთხვევაში, თუ პირი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი №2

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №505 – ვებგვერდი, 14.08.2020წ.

 

18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობები (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს ერთჯერადი სოციალური დახმარების მიღების უფლების მქონე სუბიექტებს, დახმარების ადმინისტრირების პირობებს, დაფინანსების წყაროსა და დახმარების გაცემის ორგანიზაციულ ციკლს.

2. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სოციალური დახმარება – ამ წესით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი გასაცემელი;

ბ) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

გ) სააგენტო –  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო;

დ) ზრუნვის სააგენტო  –  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო;

ე) შემოსავლების სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;

ვ) სერვისების განვითარების სააგენტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;

ზ) ბავშვი − 18 წლამდე ასაკის, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქე ან მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე ან სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, ან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი.

3. სოციალური დახმარების გაცემის მიზნით:

ა) სააგენტო უფლებამოსილია, გამოიყენოს როგორც მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში უკვე არსებული/დამუშავებული მონაცემთა ბაზები/საინფორმაციო სისტემები, ასევე მიიღოს/დაამუშაოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ  წარმოებულ მონაცემთა ბაზებში არსებული პერსონალური მონაცემები;  

ბ) სამინისტრო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ი.  

4. სოციალური დახმარების გაცემასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებს უზრუნველყოფს სააგენტო.

მუხლი 2. სოციალური დახმარების ოდენობა

სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს ერთ ბავშვზე 200 ლარს.

მუხლი 3. სოციალური დახმარების გაცემის ადმინისტრირება

1. სოციალური დახმარების მისაღებად საჭიროა ბავშვის შესაბამის ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირება, გარდა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების შემთხვევისა.

2. ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია ხორციელდება 2020 წლის 15 აგვისტოდან 2020 წლის 1 დეკემბრამდე.

3. ბავშვის ელექტრონულ პორტალზე დასარეგისტრირებლად ბავშვის ერთ-ერთი მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი პორტალზე ავსებს ელექტრონულ განცხადებას.

4. ელექტრონული განაცხადი მოიცავს:

ა) ბავშვის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის დაბადების მოწმობას;

ბ) მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელს, გვარს, პირად ნომერს (მშობლის გარდა სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ შევსების შემთხვევაში დამატებით ატვირთული უნდა იქნეს კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი);

გ)  მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელზე (გარდა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებთან მიმართებით) კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს;

დ) საკონტაქტო მობილური ტელეფონის ნომერს, რომელზეც მოხდება სოციალური დახმარების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

5.  ელექტრონულ პორტალზე ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სრულყოფილად შეყვანითა და ელექტრონულ პორტალზე არსებული შესაბამისი ველების მონიშვნით მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ასრულებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციას.

6. ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს  შევსებული მონაცემების სისწორეს და უფლებას აძლევს სააგენტოს სოციალური დახმარების მიღებისათვის საჭირო მისი და ბავშვის პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, ასევე მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღებას.

7. სოციალური დახმარების გაცემის მიზნით ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირებული მონაცემების დამუშავება მოიცავს:

ა) რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის, ბავშვისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და ბავშვს შორის ურთიერთკავშირი, მოქალაქეობრივი სტატუსი, ბინადრობის სტატუსი, გარდაცვალება) შედარებას სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან;

ბ) ბავშვის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა) ფაქტის შედარებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზასთან, რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის;

გ) შემოსავლების სამსახურის მეშვეობით მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ მითითებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების სისწორის (მათ შორის, საბანკო ანგარიშის კუთვნილება მშობელთან/კანონიერ წარმომადგენლთან, გარდა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებთან მიმართებით)  შედარებას.

8. სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებთან დაკავშირებით ზრუნვის სააგენტო ვალდებულია:

ა)  სააგენტოს მიაწოდოს სია (რეესტრი), ბავშვების პირადი მონაცემებით;

ბ) საბანკო ანგარიშის ნომრები;

გ)  აქტიურად ითანამშრომლოს სააგენტოსთან სოციალური დახმარების გაცემისათვის, მათ შორის, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მიმართულებით.

9. სოციალური დახმარება გაიცემა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის დასრულებისა და მონაცემთა დამუშავების შემდგომ, პორტალზე მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით.

10. სოციალური დახმარება გაიცემა იმ ბავშვზე, რომელსაც რეგისტრაციის დასრულების მომენტისთვის (სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისათვის სააგენტოსათვის ერთიანი სიის მოწოდების დღეს) არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის, იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, არის საქართველოს მოქალაქე, ან არ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ აქვს მუდმივი ბინადრობის მოწმობა, ან არის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი. სოციალური დახმარება გაიცემა მიუხედავად ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდგომ ამ პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებისა (მათ შორის, ბავშვის გარდაცვალება).

მუხლი 4. სხვა პირობები

1. ამ წესით განსაზღვრული სოციალური დახმარება არ გაითვალისწინება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით განსაზღვრული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ ადმინისტრირებისას ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლისას/შეფასებისას და სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას.

2. სოციალური დახმარების უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაცემის შემდგომ დადგინდა, რომ ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის დასრულების მომენტში ბავშვი არ განეკუთვნებოდა სოციალური დახმარების მიღებაზე უფლებამოსილ პირს. სხვა შემთხვევაში გაცემული სოციალური დახმარება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

3. სააგენტომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა შესაბამისმა სამსახურებმა, საკუთარი ტერიტორიული ერთეულების  (ფილიალები/ცენტრები და სხვა) მეშვეობით, აღმოუჩინონ დახმარება ფიზიკურ პირებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

4. ამ წესით გათვალისწინებული სოციალური დახმარება (ერთჯერადი ფულადი გასაცემელი) არ ექვემდებარება ყადაღას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად) და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს (საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე საინკასო დავალებას/ყადაღას), რისთვისაც სააგენტო უფლებამოსილია, უზრუნველყოს კომპეტენტური/უფლებამოსილი ორგანოსათვის/პირისათვის სოციალური დახმარების მიმღებ პირთა შესახებ მონაცემის/ინფორმაციის მიწოდება/წვდომა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №522 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.


13. 13/10/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 623 - ვებგვერდი, 13/10/2020 12. 01/10/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 609 - ვებგვერდი, 01/10/2020 11. 10/09/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 569 - ვებგვერდი, 10/09/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 27/08/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 536 - ვებგვერდი, 27/08/2020 9. 21/08/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 522 - ვებგვერდი, 21/08/2020 8. 14/08/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 505 - ვებგვერდი, 14/08/2020 7. 23/07/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 466 - ვებგვერდი, 24/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 10/07/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 429 - ვებგვერდი, 10/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 26/06/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 388 - ვებგვერდი, 26/06/2020 4. 16/06/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 372 - ვებგვერდი, 16/06/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 19/05/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 314 - ვებგვერდი, 19/05/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 18/05/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 311 - ვებგვერდი, 18/05/2020 1. 08/05/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 295 - ვებგვერდი, 08/05/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.