„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 829
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.022552
829
31/12/2020
ვებგვერდი, 31/12/2020
280120000.10.003.022552
„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №829

2020 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/05/2020, 280120000.10.003.021998) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („ახალი კორონავირუსით  (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა“):

1. პირველ მუხლს 41 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 პუნქტი:

„42. ამ პროგრამის მიზნებისთვის, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაქირავებულად არ მიიჩნევა და ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვს პირს, რომელზეც 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ბოლო ხელფასის გაცემა ფიქსირდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ − „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე პირისგან.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი:

„ა​2) დაქირავებულს (მათ შორის, პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში), თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში იღებდა ხელფასს, რაც დასტურდება დამქირავებლის (გარდა თიზ-ის საწარმოსი, რომელიც არ აკავებს გადასახადს გადახდის წყაროსთან) მიერ სამსახურში 2020 წლის იანვარ − ნოემბრის საანგარიშო თვეების მიხედვით 2021 წლის 1 იანვრამდე წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით (გარდა პირის ორსულობისა, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში ყოფნის შემთხვევისა) და 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ნებისმიერ ერთ ან მეტ თვეს არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო);

შენიშვნა:

ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, დამქირავებლის მიერ 2021 წლის 1 იანვრამდე სამსახურში წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის დაზუსტების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მიიჩნევა 2021 წლის 1 იანვრამდე წარდგენილად, თუ დაზუსტებას ექვემდებარება მხოლოდ დაქირავებულის პირადი ნომერი, რომელიც არასწორად არის მითითებული და აღნიშნული იწვევს ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა2“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების უფლების დაკარგვას;“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე კომპენსაცია გაიცემა 2021 წლის იანვრიდან, თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1200 ლარისა ერთ პირზე.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ა1​“, „ა​2“, „ე“, „ე​1“, „ვ“ და „ვ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი საფუძვლით კომპენსაციის მიღება არ ზღუდავს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების შესაძლებლობას, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ასევე არ იზღუდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კომპენსაციის ერთდროულად მიღების შესაძლებლობა.“;

დ) მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა2“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირის შემთხვევაში, თუ 2021 წლის მარტის ან შემდგომ თვე(ებ)ში პირზე დაფიქსირდა 10 ლარზე მეტი ხელფასის გაცემა, დამქირავებლის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციით (თიზ-ის საწარმოს შემთხვევაში, რომელიც არ ასრულებს საგადასახადო აგენტის ფუნქციას და არ ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება – მხოლოდ ამ პროგრამის №1.1 დანართით გათვალისწინებული განაცხადის ფორმით სამსახურისთვის წარდგენილი ინფორმაციით);“.

3. მე-3 მუხლის:

ა) 11 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:

„12. ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა2“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებზე კომპენსაციის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობებით:

ა) დამქირავებელი ყოველთვიურად, არა უგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ პროგრამის №1.1 დანართით გათვალისწინებული განაცხადის ფორმით სამსახურს წარუდგენს ინფორმაციას იმ დაქირავებულთა შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა2“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. ინფორმაციაში აღინიშნება:

ა.ა) დაქირავებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

ა.ბ) დაქირავებულის საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი);

ა.გ) დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტები (ანგარიშის ნომერი);

ბ) ინფორმაციის წარდგენა ხორციელდება ელექტრონულად – გადასახადის გადამხდელის (დამქირავებლის) ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან − https://eservices.rs.ge. თუ დამქირავებელი არ წარადგენს მომდევნო თვეში ინფორმაციას, სამსახური იყენებს წინა განაცხად(ებ)ს. ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ დამქირავებელმა წარადგინა განაცხადი დადგენილ ვადებში. ამასთან, დამქირავებელს განაცხადის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობა, თუ დაზუსტების მიზანია დაქირავებული პირის კომპენსაციის მიმღებ პირთა რეესტრში დამატება. დამქირავებელი ინფორმაციას წარადგენს მხოლოდ ამ პირზე, ხოლო დანარჩენ დაქირავებულებთან მიმართებით სამსახური იყენებს დამქირავებლის მიერ სამსახურში წარდგენილ წინა განაცხად(ებ)ს;

გ) სამსახური, დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მითითებით წარუდგენს დასაქმების სააგენტოს არა უგვიანეს კომპენსაციის გაცემის თვის 25  რიცხვისა;

დ) კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით №1.1 დანართში მითითებულ პირის საბანკო ანგარიშზე, სამსახურის მიერ ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.“;

ბ) 91 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში განაცხადის წარუდგენლობის ან/და არასწორად წარდგენის შემთხვევაში, დააზუსტონ/წარადგინონ განაცხადი არა უგვიანეს 2020 წლის 28 დეკემბრისა;“.

მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 24 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია